ანდერს ლინდეგორი
ანდერს როზენკრანც ლინდეგორი (დ. 13 აპრილი, 1984) — დანიელი ფეხბურთელი, ინგლისურ კლუბ „ბარნლისა“ და დანიის ეროვნული ნაკრების მეკარე.
ლინდეგორი „პრესტონ ნორტ ენდის“ შემადგენლობაში 2016 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანდერს როზენკრანც ლინდეგორი[1] | ||
დაბადების თარიღი | 13 აპრილი, 1984 | ||
დაბადების ადგილი | ოდენსე, დანია | ||
სიმაღლე | 1.93 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბარნლი | ||
ნომერი | 22 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001–2003 | ოდენსე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2009 | ოდენსე | 6 | (0) |
2008 | → კოლდინგი | 10 | (0) |
2009 | → ოლესუნი | 18 | (0) |
2009–2010 | ოლესუნი | (0) | |
2010–2015 | მანჩესტერ იუნაიტედი | 19 | (0) |
2015–2016 | ვესტ ბრომვიჩი | 0 | (0) |
2016 | → პრესტონ ნორტ ენდი | 14 | (0) |
2016–2017 | პრესტონ ნორტ ენდი | 8 | (0) |
2017– | ბარნლი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2002 | დანია 19 წლ. | 2 | (0) |
2003 | დანია 20 წლ. | 4 | (0) |
2010–2011 | დანია | 5 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 დეკემბერი, 2016 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 დეკემბერი, 2011 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაოდენსე
რედაქტირებაანდერს ლინდეგორი დაიბადა დირუპში, ოდენსეს გარეუბანში.[3] მან საფეხბურთო კარიერა დანიის სუპერლიგის გუნდ „OB“-ში დაიწყო. მისი დებიუტი დანიის სუპერლიგაში „სილკებორგთან“ 3-1 მოგებულ შეხვედრაში შედგა 2006 წლის 19 ნოემბერს.[4] მან თავისი პირველი მატჩი UEFA-ს ტურნირებში მაკედონიურ „რაბოტნიჩკის“ წინააღმდეგ ჩაატარა 2009 წლის 30 ივლისს, სადაც მისმა გუნდმა 4-3 გაიმარჯვა.[5] ლინდეგორი „ოდენსეში“ ყოფნის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, არეკ ონიშკოს რეზერვად. ამიტომაც ის იჯარის წესით გაასხვისეს „კოლდინგში“, სადაც პირველ ოთხ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ ლინდეგორის გუნდმა 10 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა.[6] მას შემდეგ, რაც 2009 წლის ივნისში ყოფილ ცოლთან დაკავშირებული სკანდალის გამო ონიშკო „ოდენსედან“ გაუშვეს, ანდერსი გუნდის ძირითადი მეკარის მთავარ კანდიდატურად განიხილებოდა,[7] თუმცა გუნდში როი კეროლის მოსვლის შემდეგ ლინდეგორი იძულებული გახდა ოდენსე დაეტოვებინა.[8]
ოლესუნი
რედაქტირება2009 წელს ლინდეგორი შეუერთდა ნორვეგიულ კლუბ „ოლესუნს“. თავიდან ანდერსი იჯარის წესით იყო ამ გუნდში, შემდეგ კი ოფიციალურად გახდა მისი წევრი. 2009 წელს მან გუნდთან ერთად მოიგო ნორვეგიის თასი. 2010 წელს ლინდეგორი გახდა დანიისა და ნორვეგიის წლის საუკეთესო მეკარე.
მანჩესტერ იუნაიტედი
რედაქტირება2010-11
რედაქტირება2010 წლის ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ინგლისური კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებული იყო ლინდეგორის ყიდვით. თუმცა, მაშინ დანიის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა განაცხადა, რომ ანდერსი პრემიერ ლიგაში სათამაშოდ ჯერ მზად არ იყო.[8] 2010 წლის 23 ნოემბერს გაცხადდა, რომ „მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი აპირებდა ლინდეგორი უახლოეს 2-3 კვირაში ოფიციალურად გაეფორმებინა.[9] 27 ნოემბერს ანდერსი შეუერთდა „იუნაიტედს“ და გუნდთან 3.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. დაუზუსტებელი ინფორმაციით ეს ტრანსფერი 3.5 მილიონი გირვანქა დაჯდა.[10] ის ახალ გუნთან ერთად მთელი დეკემბერი ვარჯიშობდა, თუმცა თამაშის უფლება არ მიეცა მანამ, სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ გაიღო 2011 წლის 1 იანვარს. ლინდეგორი პრემიერ ლიგაში ოფიციალურად 2011 წლის 6 იანვარს დარეგისტრირდა და გუნდში 34 ნომრიანი მაისური მიიღო.[11]
29 იანვარს შედგა ლინდეგორის დებიუტი „მანჩესტერში“, ინგლისის თასზე „საუთჰემპტონთან“ 2-1 მოგებულ შეხვედრაში.[12] თავისი პირველი მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ ანდერსმა 19 თებერვალს ითამაშა კვლავ ინგლისის თასზე, სადაც „იუნაიტედმა“ 1-0 დაამარცხა „კროული თაუნი“.[13] მარტში მან მუხლზე გადაიტანა ქირურგიული ჩარევა, რის გამოც 5 კვირის განმავლობაში თამაში ვერ შეძლო.[14]
16 მაისს ლინდეგორმა ითამაშა „მანჩესტერის“ რეზერვისტების შემადგენლობაში მანჩესტერის დიდი თასის ფინალში „ბოლტონ უანდერსის“ რეზერვისტების წინააღმდეგ, რომელიც იუნაიტედის 3-1 გამარჯვებით დასრულდა.[15]
2011-12
რედაქტირება14 სექტემბერს ლინდეგორმა პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკას“ წინააღმდეგ. მატჩი 1-1 დასრულდა, ხოლო ლინდეგორმა არაერთ მომენტში იხსნა თავისი გუნდი გოლისგან. თუმცა, სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი არჩევანი არ შეცვალა და პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრაში „ჩელსის“ წინააღმდეგ კვლავ დავიდ დე ხეა ათამაშა. კითხვაზე, თუ რას იტყოდა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე, ლინდეგორმა უპასუხა:
„რა პასუხს ელით ამ შეკითხვაზე? ათასჯერ მითქვამს, რომ აქ ცხვირის საჩიჩქნად არ მოვსულვარ.“
|
[16] 18 ოქტომბერს ლინდეგორმა მეორე შეხვედრა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე „ოცელულის“ წინააღმდეგ, რომელშიც მანჩესტერ იუნაიტედმა 2-0 გაიმარჯვა.
2011 წლის 1 ოქტომბერს ლინდეგორმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა პრემიერ ლიგაში „ნორიჯის “ წინააღმდეგ. ეს შეხვედრა „მანჩესტერმა“ ოლდ ტრაფორდზე 2-0 მოიგო. ანდერსმა თავისი მშრალი სერია გააგრძელა პრემიერ ლიგის კიდევ ოთხ შეხვედრაში: სახლში „სანდერლენდთან“ 1-0 მოგებულ შეხვედრაში 5 ნოემბერს, სტუმრად „ასტონ ვილასთან“ 1-0 მოგებულ მათჩში 3 დეკემბერს, ასევე 5-0 მოგებულ თამაშებში „ფულჰემთან “ და „უიგანთან“. მისი ეს სერია 4 იანვარს დასრულდა, როდესაც „ნიუკასლმა“ „მანჩესტერი“ 3-0 დაამარცხა. 1 კვირის შემდეგ ლინდეგორმა ითამაშა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, სადაც იუნაიტედმა 3-2 გაიმარჯვა. მან კარის მშრალად შენახვა შეძლო „ბოლტონის“ წინააღმდეგ 3-0 მოგებულ თამაშშიც.[17] 30 იანვარს მან ვარჯიშზე დაიზიანა კოჭი, რის გამოც მოუხდა გამოეტოვებინა თამაში მომდევნო დღეს „სტოკის“ წინააღმდეგ, რომელშიც ასევე ვერ თამაშობდა დავიდ დე ხეა, ასე რომ ახალგაზრდა ბენ ამოსს მოუხდა კარის დაცვა. იმავე კვირაში სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ლინდეგორი 4-5 კვირა თამაშს ვერ შეძლებდა და ის ვერ ჩაატარებდა მატჩს „ვესტ ბრომვიჩთან“.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებალინდეგორს ნათამაშები აქვს დანიის 19 წლამდელთა, 20 წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებში. მისი დებიუტი 19 წლამდელთა ნაკრებში 2002 წლის სექტემბერში შედგა. მან ითამაშა ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის წინააღმდეგ.[5] ჯამში მან ამ ნაკრებში 6 შეხვედრა ჩაატარა.
მას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა ისლანდიის წინააღმდეგ 2010 წლის 7 სექტემბერს, რომელიც დანიამ 1-0 მოიგო.[18][19] 2010 წლის 8 ოქტომბერს დანია პორტუგალიას დაუპირისპირდა. მაშინ როდესაც დანიელები 2-0 მარცხდებოდა, მთავარი მეკარე, ტომას სორენსენი დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე ლინდეგორი შევიდა. მან არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი, თუმცა 85 წუთზე გოლი მაინც გაუშვა კრიშტიანუ რონალდუსგან. შეხვედრა 1-3 დასრულდა. ანდერსმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის წინააღმდეგ და კარი მშრალად შეინახა, ამ თამაშში დანიელებმა 2-0 გაიმარჯვეს.
სტატისტიკა
რედაქტირებასაკლუბო სტატისტიკა
რედაქტირებაკლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ლიგის თასი | ევროტურნირი | სხვა[nb 1] | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
ოდენსე | 2003–04 | 0 | 0 | 0 | 0 | – | 0 | 0 | – | 0 | 0 | ||
2004–05 | 0 | 0 | 0 | 0 | – | 0 | 0 | – | 0 | 0 | |||
2005–06 | 0 | 0 | 0 | 0 | – | – | – | 0 | 0 | ||||
2006–07 | 1 | 0 | 0 | 0 | – | 0 | 0 | – | 1 | 0 | |||
2007–08 | 1 | 0 | 0 | 0 | – | 0 | 0 | – | 1 | 0 | |||
კოლდინგი(იჯარა) | 2008–09[6] | 10 | 0 | 0 | 0 | – | – | – | 10 | 0 | |||
ოდენსე | 4 | 0 | 0 | 0 | – | 2 | 0 | – | 6 | 0 | |||
ჯამში | 6 | 0 | 0 | 0 | – | 2 | 0 | – | 8 | 0 | |||
ოლესუნი | 26 | 0 | 3 | 0 | – | – | – | 29 | 0 | ||||
ოლესუნი | 30 | 0 | 1 | 0 | – | 2 | 0 | 1 | 0 | 34 | 0 | ||
ჯამში | 56 | 0 | 4 | 0 | – | 2 | 0 | 1 | 0 | 63 | 0 | ||
მანჩესტერ იუნაიტედი | 2010–11 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 |
2011–12 | 8 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 11 | 0 | |
2012–13 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | – | 0 | 0 | ||
ჯამში | 8 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 13 | 0 | |
ჯამში კარიერაში | 70 | 0 | 7 | 0 | 0 | 0 | 6 | 0 | 1 | 0 | 84 | 0 |
სტატისტიკა განახლებულია 2012 წლის 22 იანვრის მონაცემებით[20]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებადანიის ეროვნული ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
2010 | 4 | 0 |
2011 | 1 | 0 |
ჯამში | 12 | 0 |
სტატისტიკა განახლებულია 2011 წლის 4 დეკემბრის მონაცემებით[21]
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ოლესუნი
- ნორვეგიის თასი (1): 2009
- მანჩესტერ იუნაიტედი
- ინგლისის სუპერთასი (1): 2011
- მანჩესტერის დიდი თასი (1): 2011
ინდივიდუალური
რედაქტირება- კნიკსენის ჯილდო (1): 2010
- დანიის წლის საუკეთესო მეკარე (1): 2010
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- National team data დაარქივებული 2012-10-11 საიტზე Wayback Machine. (დანიური)
- Career stats at Danmarks Radio საიტზე Wayback Machine (archived 25 August 2005)
შენიშვნა
რედაქტირება- ↑ შეიცავს სხვა გათამაშებებს, მათ შორის ფეხბურთის ლიგის ჩემპიონატის პლეი-ოფებს, ინგლისის სუპერთასს, უეფა-ს ინტერტოტოს თასს, უეფა-ს სუპერთასს, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Updated squads for 2017/18 Premier League confirmed. Premier League (2 თებერვალი, 2018). ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2018.
- ↑ Anders Lindegaard: Overview. Premier League. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2018.
- ↑ „Portræt: Fra dansk reserve til keeper i gigantklub“ [Portrait: From Danish reserve goalkeeper to the giant club]. POLITIKEN.DK (Danish). POLITIKEN. 18 November 2010. ციტირების თარიღი: 27 March 2011.
- ↑ Anders Lindegaard OB Statistics Danish. danskfodbold.com. ციტირების თარიღი: 27 March 2011.
- ↑ 5.0 5.1 Anders Lindegaard. UEFA.com. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 24 November 2010.
- ↑ 6.0 6.1 Johnsen, Thomas. (25 November 2008) Lindegaard tabt for KFC? Danish. jv.dk. Jydske Vestkysten. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2016. ციტატა: „KFC har ellers ikke tabt en eneste af de ti kampe, hvor Lindegaard har vogtet målet... [KFC had not lost any of the ten games, where Lindegaard had guarded the net...]“ ციტირების თარიღი: 28 November 2010.
- ↑ OB har Areks afløser klar. bold.dk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 26 November 2010.
- ↑ 8.0 8.1 Ian Ladyman. (23 November 2010) Peter Schmeichel: Anders Lindegaard is not a Manchester United No 1. Daily Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 23 November 2010.
- ↑ „Man Utd close to Anders Lindegaard signing“. BBC Sport. 23 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 24 November 2010.
- ↑ „Man Utd complete Anders Lindegaard signing“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 27 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 27 November 2010.
- ↑ Hibbs, Ben (6 January 2011). „Lindegaard gets no.34“. ManUtd.com. Manchester United. ციტირების თარიღი: 7 January 2011.
- ↑ Anders Lindegaard does not want Manchester United's No1 shirt. Guardian (31 January 2011). ციტირების თარიღი: 12 April 2011.
- ↑ Stuart Mathieson. (21 February 2011) Anders Lindegaard: United weren't good enough. Manchester Evening News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 12 April 2011.
- ↑ Gemma Thompson. (15 March 2011) Anders set for knee op. Man Utd.com. ციტირების თარიღი: 12 April 2011.
- ↑ First Team: Anders Lindegaard. ManUtd.com. Manchester United. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
- ↑ Ian Herbert. (15 September 2011) Ferguson snaps over 'stupid' query about De Gea omission. Independent.co.uk. ციტირების თარიღი: 15 September 2011.
- ↑ Michael Qureshi. (14 January 2012) Nu er Lindegaard nummer 1. Sporten.dk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 15 January 2012.
- ↑ Man Utd eye Lindegaard as Van der Sar successor. ESPN soccernet (4 October 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 23 November 2010.
- ↑ Peter Bruun. (7 September 2010) Last-gasp Kahlenberg crushes Iceland. UEFA.com. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 24 November 2010.
- ↑ Endlar, Andrew. Anders Lindegaard. StretfordEnd.co.uk. ციტირების თარიღი: 9 July 2011.
- ↑ Anders Lindegaard International. National-Football-Teams.com. ციტირების თარიღი: 4 December 2011.