დანიური ენა

(გადამისამართდა გვერდიდან დანიური)

დანიური ენადანიელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანიკულ ჯგუფს. დანიის ოფიციალური ენაა, XIX საუკუნის ბოლომდე ნორვეგიის სალიტერატურო ენაც იყო.

ზოგადი ცნობები

რედაქტირება
  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 5 მლნ
  • ენის კოდი: da
  • სახელწოდება: da dansk; en Danish; eo Dana
  • დამწერლობა: ლათინური

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი:

ნორვეგია, აშშ, გერმანია (შლეზვიგ-ჰოლშტაინი), კანადა

დიალექტები

რედაქტირება

თანამედროვე დანიურ ენაში გამოყოფენ სამ ძირითად დიალექტს:

იუტლანდური დიალექტი; კუნძულოვანი დიალექტი და ბორნჰოლმის დიალექტი.

გრამატიკა

რედაქტირება

დანიური ენის ფონეტიკის რიგი თავისებურებები მას სკანდინავიურ ენებს შორის განცალკევებულად აყენებს.

სტანდარტული დანიური ენა განარჩევს საერთო და საშუალო სქესს, ხოლო დიალექტებში ხშირად გვხვდება მდედრობითი, მამრობითი და საშუალო სქესი. სხვა სკანდინავიური ენების მსგავსად, დანიურშიც გვხვდება ენკლიტიკური განსაზღვრული არტიკლი.

გერმანიკული ენების მსგავსად, დანიურ ენაშიც ხშირად გვხვდება შედგენილი სახელები. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სიტყვა kvindehåndboldlandsholdet, რომელიც უნდა ითარგმნოს როგორც „ქალთა ნაციონალური ხელბურთის ნაკრები“. ხშირ შემთხვევაში, სახელების შეერთებისას გამოიყენება თანხმოვანი s, რაც კუთნილების გამომხატველად გვევლინება.

დანიური ზმნის ინფინიტივის ფორმა ხმოვანზე მთავრდება. ზმნა იუღლება დროის მიხედვით, თუმცა არ გვხვდება ფორმირება პირის და რიცხვის მიხედვით. მაგალითად, დანიური ზმნის Spise (ჭამა) აწმყოს ფორმაა spiser, და იგი არ არის დამოკიდებული პირსა და რიცხვზე.

სინტაქსი
რედაქტირება

დანიური წინადადების წყობა არ განსხვავდება გერმანიკული ენების წყობისგან. როგორც წესი, მეორე პოზიციაზე იმყოფება სასრული ზმნა.

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა: God dag; Hallo
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Velkommen
  • გმადლობთ: Tak; Mange tak
  • კი / არა: Ja / Nej
  • გეთაყვა: Vær så venlig; Værsgo
  • ნახვამდის: Farvel

რიცხვები

  • 1 - en, 2 - to, 3 - tre, 4 - fire, 5 - fem, 6 - seks, 7 - syv, 8 - otte, 9 - ni, 10 - ti

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება