ანა პოლიტკოვსკაია
ანა პოლიტკოვსკაია (რუს. Анна Степановна Политковская; დ. 30 აგვისტო, 1958, ნიუ-იორკი ― გ. 7 ოქტომბერი, 2006, მოსკოვი) — რუსი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომისა და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.
ანა პოლიტკოვსკაია | |
---|---|
Анна Политковская | |
დაიბადა | ანა სტეპანოვნა მაზეპა 30 აგვისტო, 1958 ნიუ-იორკი, აშშ. |
გარდაიცვალა | 7 ოქტომბერი, 2006 (48 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
გარდაცვალების მიზეზი | მკვლელობა |
დაკრძალულია | ტროეკუროვის სასაფლაო, მოსკოვი |
მოქალაქეობა | რუსეთი, აშშ[1] |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი |
მეუღლე | ალექსანდრე პოლიტკოვსკი |
შვილ(ებ)ი | 2 |
თარგი:Infobox writer |
სწორედ მისმა რეპორტაჟმა ჩეჩნეთიდან შექმნა პოლიტკოვსკაიას ეროვნული და საერთაშორისო რეპუტაცია.[2] შვიდი წლის განმავლობაში ანა უარს ამბობდა შეეჩერებინა ომის შესახებ გაშუქება, მიუხედავად მრავალი დაშინებისა და ძალადობისა. პოლიტკოვსკაია რუსულმა სამხედრო ძალებმა ჩეჩნეთში დააკავეს და იმიტირებულ სიკვდილით დასჯას მისცეს. ის მოწამლეს მაშინ, როდესაც მოსკოვიდან დონის როსტოვის გავლით მიფრინავდა, რათა 2004 წლის ბესლანის სკოლის მძევლებს დახმარებოდა კრიზისის მოგვარებაში, თუმცა იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, რადგან ჯანმრთელობის აღდგენა მოსკოვში ფრთხილ სამედიცინო მკურნალობას მოითხოვდა.
მისი 1999 წლის შემდგომი სტატიები ჩეჩნეთში არსებული პირობების შესახებ რამდენჯერმე გამოიცა წიგნებად.[3] რუს მკითხველებს ძირითადი წვდომა მის გამოძიებებსა და პუბლიკაციებზე ჰქონდათ რუსულ გაზეთ ნოვაია გაზეტას(Новая газета) მეშვეობით, რომელიც აშუქებდა რუსეთის პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს კრიტიკულ საგამოძიებო მასალებად. 2000 წლიდან მოყოლებული, მან თავისი მოღვაწეობისთვის მიიღო მრავალი საერთაშორისო ჯილდო. 2004 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი პუტინის რუსეთი, რუსეთის პირადი ანგარიში დასავლელ მკითხველთათვის.[4]
2006 წლის 7 ოქტომბერს იგი მოკლეს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში. ეს იყო მკვლელობა, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.[5][6][7] 2014 წლის ივნისში ხუთ მამაკაცს მიესაჯა პატიმრობა მკვლელობისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინ შეუკვეთა ან გადაიხადა მკვლელობა.[8]
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაანა მაზეპა პოლიტკოვსკაია დაიბადა ნიუ-იორკში 1958 წელს. ის იყო უკრაინელი სტეპან ფედოროვიც მაზეპას (1927-2006) და რაისა ალექსანდროვნა მაზეპას (1929-2021) ქალიშვილი.ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მისი დაბადების სახელი იყო ანა მაზეპა (Hanna Mazeppa).[9] სხვა წყაროებში ნათქვამია, რომ იგი დაიბადა უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონში.[10] მისი მშობლები, საბჭოთა დიპლომატები გაეროში, იყვნენ უკრაინელები.[11]
პოლიტკოვსკაიამ ბავშვობის უმეტესი ნაწილი მოსკოვში გაატარა; დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა 1980 წელს.[12] იქ ყოფნისას მან დაიცვა დისერტაცია მარინა ცვეტაევას პოეზიის შესახებ[13] და დაქორწინდა თანაკურსელ ალექსანდრე პოლიტკოვსკიზე. მათ ორი შვილი შეეძინათ, ვერა და ილია. თავდაპირველად ალექსანდრე იმით იყო ცნობილი, რომ შეუერთდა ტელეჟურნალისტ ვლადისლავ ლისტიევს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანია ვზგლიად(взгляд)- ში. ბავშვობის წლების გარდა, პოლიტკოვსკაიამ არაუმეტეს რამდენიმე კვირა გაატარა რუსეთის გარეთ, მაშინაც კი, როცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ის იყო აშშ-ს მოქალაქე და ჰქონდა აშშ-ის პასპორტი, თუმცა მას არასოდეს უთქვამს უარი რუსეთის მოქალაქეობაზე.[1]
ჟურნალისტიკური კარიერა
რედაქტირებაპოლიტკოვსკაია მუშაობდა იზვესტიაში(Известия) 1982 წლიდან 1993 წლამდე, როგორც რეპორტიორი და რედაქტორი საგანგებო სიტუაციებისა და უბედური შემთხვევებისა.1994 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა ობშჩაია გაზეტას(Общая газета)მთავარი რედაქტორის თანაშემწედ, რომელსაც ხელმძღვანელობდა იეგორ იაკოვლევი, სადაც ხშირად წერდა სოციალურ პრობლემებზე, განსაკუთრებით ლტოლვილების მდგომარეობაზე.1999 წლის ივნისიდან 2006 წლამდე ის წერდა სტატიებს გაზეთ ნოვაია გაზეტასთვის (Новая газета), ძლიერი საგამოძიებო რეპორტაჟით, რომელიც თავიდანვე კრიტიკულად აფასებდა ახალ პოსტსაბჭოთა რეჟიმს.მან გამოაქვეყნა რამდენიმე ჯილდოს მფლობელი წიგნი ჩეჩნეთის, რუსეთის ცხოვრებისა და რუსეთის შესახებ ვლადიმერ პუტინის დროს, მათ შორისაა პუტინის რუსეთიც.[14][15]
ცნობები ჩეჩნეთიდან
რედაქტირებაპოლიტკოვსკაიამ მოიგო ჯილდოები თავისი ნამუშევრებისთვის.[15][16] მან გამოიყენა ყოველი ეს შემთხვევა, რათა უფრო მეტი შეშფოთება და პასუხისმგებლობა მოეთხოვა დასავლეთის მთავრობებისაგან, რომლებიც შეერთებულ შტატებზე 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ მიესალმნენ პუტინის წვლილს მათ „ტერორთან ომში“.იგი ესაუბრა ოფიციალურ პირებს, სამხედროებსა და პოლიციას, ასევე ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებსა და ლტოლვილთა ბანაკებს ჩეჩნეთში და მეზობელ ინგუშეთში, რათა გასაუბრებოდა დაშავებულებსა და სამშობლოდან ამოძირკვულ ადამიანებს განახლებული ბრძოლების შედეგად.[17]
ჩეჩნეთის ომისა და პრორუსული რეჟიმის მრავალ კრიტიკულ სტატიაში, პოლიტკოვსკაიამ აღწერა რუსეთის სამხედრო ძალების, ჩეჩენი აჯანყებულების და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციის მიერ ახმად კადიროვისა და მისი ვაჟის, რამზან კადიროვის მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობა.მან ასევე აღწერა ადამიანთა უფლებების დარღვევა და პოლიტიკური წარუმატებლობა ჩრდილოეთ კავკასიაში. 1999 წელს, ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის დროს, მან არა მხოლოდ გროზნოში დაბომბვის ქვეშ მყოფი ეთნიკურად შერეულ მოხუცთა სახლის გაჭირვებაზე დაწერა, არამედ დაეხმარა ხანდაზმული მაცხოვრებლების უსაფრთხო ევაკუაციას მისი გაზეთისა და საზოგადოების მხარდაჭერით.მისი სტატიები, რომელთაგან ბევრი საფუძვლად უდევს ბინძურ ომსა (2001) და ჯოჯოხეთის პატარა კუთხეს (2003), ასახავს კონფლიქტს, რომელმაც სასტიკი გავლენა იქონია,როგორც ჩეჩენ მებრძოლებზე, ისე ფედერალური არმიის გაწვეულ ჯარისკაცებზე და შექმნა ჯოჯოხეთი მშვიდობიან მოსახლეობათა შორის.
როგორც პოლიტკოვსკაია იტყობინება, კადიროვების დროს ვითომდა აღდგენილი წესრიგი გახდა ენდემური წამების, გატაცებისა და მკვლელობის რეჟიმი, როგორც ჩეჩნეთის ახალი ხელისუფლების, ისე იქამდე დაფუძნებული სხვადასხვა ფედერალური ძალების მიერ.[14] მისი ერთ-ერთი ბოლო გამოძიება იყო ჩეჩენი სკოლის მოსწავლეების სავარაუდო მასობრივი მოწამვლა ძლიერი და უცნობი ქიმიური ნივთიერებით, რამაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში ქმედუუნარო გახადა.[18]
ვლადიმირ პუტინისა და FSB-ის კრიტიკა
რედაქტირებამას შემდეგ, რაც პოლიტკოვსკაია ფართოდ ცნობილი გახდა დასავლეთში, მას დაევალა დაეწერა „პუტინის რუსეთი“ (მოგვიანებით დასათაურებული,როგორც „ცხოვრება წარუმატებელ დემოკრატიაში“), მისი შეხედულებებისა და გამოცდილების უფრო ფართო აღწერა მას შემდეგ, რაც ყოფილი კგბ პოლკოვნიკი ვლადიმერ პუტინი ბორის ელცინის მმართველობისას რუსეთის
პრემიერ მინისტრი გახდა,შემდეგ კი უკვე პრეზიდენტი.ეს მოიცავდა ჩეჩნეთის მეორე ომის წარმოებას.წიგნში მან დაადანაშაულა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) ყველა სამოქალაქო თავისუფლების ჩახშობაში საბჭოთა სტილის დიქტატურის დასამყარებლად, მაგრამ აღიარა:
სწორედ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი პუტინის პოლიტიკაზე... საზოგადოებამ გამოავლინა უსაზღვრო აპათია... ჩეკისტების ძალაუფლებაში გაძლიერების შემდეგ, ჩვენ მივეცით მათ ჩვენი შიშის დანახვის საშუალება და ამით მხოლოდ გავაძლიერეთ მათი სურვილი, მოგვექცნენ როგორც პირუტყვს. კგბ პატივს სცემს მხოლოდ ძლიერებს. სუსტს ის შთანთქავს. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ეს.
მან ასევე დაწერა:
ჩვენ ვბრუნდებით საბჭოთა უფსკრულში, ინფორმაციულ ვაკუუმში, რომელიც სიკვდილს ნიშნავს ჩვენი უმეცრებისგან. ჩვენ მხოლოდ ინტერნეტი დაგვრჩენია, სადაც ინფორმაცია ჯერ კიდევ თავისუფლადაა ხელმისაწვდომი.დანარჩენი, თუ გინდა ჟურნალისტად მუშაობა, ეს პუტინის აბსოლუტური სერობაა.წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სიკვდილი, ტყვია, შხამი ან სასამართლო პროცესი - რასაც ჩვენი სპეცსამსახურები, პუტინის მცველი ძაღლები, მიზანშეწონილად მიიჩნევენ.[19]
„ხალხი ხშირად მეუბნება, რომ პესიმისტი ვარ, რომ არ მჯერა რუსი ხალხის სიძლიერის, რომ აკვიატებული ვარ პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციაში და ამის მიღმა ვერაფერს ვხედავ",ანა ხსნის ესეს სათაურით ,,მეშინია?" და ასრულებს წიგნსა და ესეს სიტყვებით: „თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია ნუგეშისცემა „ოპტიმისტური“ პროგნოზით, ასეც მოიქცეს. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მარტივი გზაა, მაგრამ ეს არის სიკვდილით დასჯა ჩვენი შვილიშვილებისთვის.[20][21][22][23][24][25]
რუსული დღიური
რედაქტირება2007 წლის მაისში, Random House-მა პოლიტკოვსკაიას სიკვდილის შემდეგ გამოსცა რუსული დღიური, რომელიც შეიცავს ამონაწერებს მისი რვეულიდან და სხვა ნაწერებიდან. წიგნში, სახელწოდებით ,,ჟურნალისტის საბოლოო ანგარიში პუტინის რუსეთში ცხოვრების, კორუფციისა და სიკვდილის შესახებ" მოცემულია 2003 წლის დეკემბრიდან 2005 წლის აგვისტომდე პერიოდი.მათ შორისაა,რაც პოლიტკოვსკაიამ აღწერა, როგორც ,,რუსული საპარლამენტო დემოკრატიის სიკვდილი", ბესლანის სკოლის მძევალთა კრიზისი და „უკმაყოფილების ზამთარი და ზაფხული“ 2005 წლის იანვრიდან აგვისტომდე.[26] იმის გამო, რომ იგი მოკლეს, "სანამ თარგმანი სრულდებოდა, საბოლოო რედაქტირება მისი დახმარების გარეშე უნდა გაგრძელებულიყო", - წერს მთარგმნელი არჩ ტაიტი წიგნის ჩანაწერში.[27]
„ვინ მოკლა ანა და ვინ იდგა მისი მკვლელის მიღმა, უცნობი რჩება“, - წერდა ჯონ სნოუ, გაერთიანებული სამეფოს მე-4 არხის მთავარი ახალი ამბების წამყვანი წიგნის გაერთიანებული სამეფოში გამოცემის წინასიტყვაობაში. „მისმა მკვლელობამ ძალიან ბევრ ჩვენგანს წაართვა ინფორმაციისა და კონტაქტის აბსოლუტურად სასიცოცხლო წყაროები”, - დაასკვნა მან, „თუმცა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მან შეძლო და გზა გახსნა რუსეთის შუაგულში არსებული ბნელი ძალების ნიღბის მოსახსნელად.უნდა ვაღიარო,რომ დავასრულე „რუსული დღიურის“ კითხვა იმის განცდით,რომ ის დიდი რაოდენობით უნდა აიღონ და ჩამოაგდონ ჰაერიდან დედა რუსეთის მთელ სიგრძე-სიგანეზე,რათა მისმა ხალხმა წაიკითხოს“.[28]
მძევლებთან მოლპარაკების მცდელობა
რედაქტირებაპოლიტკოვსკაია აქტიურად იყო ჩართული 2002 მოსკოვის თეატრის კრიზისის დროს მძევალთა გათავისუფლების მცდელობებში.როდესაც 2004 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩრდილოეთ კავკასიაში ბესლანის სკოლის მძევლების კრიზისმა იფეთქა,პოლიტკოვსკაიამ სცადა იქ გაფრენა შუამავლად,მაგრამ ჩამოიყვანეს თვითმფრინავიდან მწვავედ მოწამვლის მცდელობის გამო დონის როსტოვში.(იხ.#მოწამვლა)[29][30]
წვდომა რუსეთის ხელისუფლებასთან
რედაქტირებამოსკოვში პოლიტკოვსკაიას არ იწვევდნენ პრესკონფერენციებსა ან შეკრებებზე, რომლებსაც დიდი ალბათობით კრემლის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, იმისათვის, რომ ორგანიზატორებს ანას მიმართ სიმპათია არ გამოემჟღავნათ.ამის მიუხედავად, ბევრი მაღალი თანამდებობის პირი ესაუბრებოდა მას, როდესაც ის წერდა სტატიებს ან აწარმოებდა გამოძიებებს. პოლიტკოვსკაიას ერთ-ერთი სტატიის თანახმად, მას ესაუბრებოდნენ, „მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ არ აკვირდებოდნენ: გარეთ ხალხში, ან სახლებში, რომლებსაც ისინი სხვადასხვა გზით უახლოვდებოდნენ, როგორც ჯაშუშები".[14] მან ასევე განაცხადა, რომ კრემლი ცდილობდა დაებლოკა მისთვის ინფორმაციაზე წვდომა და დისკრედიტაცია მოეხდინა:
მე აღარ წავალ ჩემს მიერ არჩეული გზის სხვა სიამოვნებებზე, მოწამვლა, დაპატიმრება, მუქარა წერილებით და ინტერნეტით, სატელეფონო მოკვლის მუქარა, ყოველკვირეული გამოძახება გენერალურ პროკურატურაში, რათა ხელი მოვაწერო განცხადებებს პრაქტიკულად ყველა სტატიაზე, რასაც მე ვწერ (პირველი კითხვა კი იყო: "როგორ და საიდან მიიღეთ ეს ინფორმაცია?").რა თქმა უნდა, არ მომწონს ჩემს შესახებ მუდმივად დამცინავი სტატიები, რომლებიც ჩნდება სხვა გაზეთებსა და ინტერნეტ საიტებზე, სადაც წარმოდგენილი ვარ, როგორც მოსკოვის გიჟი.ამაზრზენად მიმაჩნია ასე ცხოვრება. მე მინდა ცოტა მეტი გაგება.[14]
სასიკვდილო მუქარები
რედაქტირებაპოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდეგ, ვიაჩესლავ იზმაილოვმა, მისმა კოლეგამ ნოვაია გაზეტაში - სამხედრო კაცმა, რომელიც 1999 წლამდე ჩეჩნეთში ათობით მძევლის გათავისუფლების მოლაპარაკებას აწარმოებდა - თქვა, რომ მან იცოდა, სულ მცირე, ცხრა შემთხვევა, როდესაც პოლიტკოვსკაია სიკვდილს დაუპირისპირდა. – „ჩვეულებრივ, ჯარისკაცები არ მიდიან ასე ხშირად ბრძოლაში და არ ბრუნდებიან ცოცხლები“.[31]
თავად პოლიტკოვსკაიამ არ უარყო, რომ ეშინოდა, მაგრამ ამავდროულად ის გრძნობდა პასუხისმგებლობას და წუხდა ინფორმატორებზე.2005 წლის დეკემბერში ვენაში პრესის თავისუფლების შესახებ კონფერენციაზე დასწრებისას, რომელიც ორგანიზებული იყო „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“(Reporters Without Borders) მიერ, მან თქვა: „ადამიანები ხანდახან სიცოცხლეს სწირავენ იმისათვის, რომ ხმამაღლა თქვან ის, რასაც ფიქრობენ. სინამდვილეში, შესაძლოა ისიც მოკლან, ვინც ინფორმაციას მაწვდის.საფრთხეში მარტო მე არ ვარ. მე მაქვს მაგალითები, რომლებიც ამას ადასტურებს.“[32]ანას მუშაობის შედეგად ხშირად ემუქრებოდნენ სიკვდილით, მათ შორის, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ის განიცდიდა იმიტირებულ სიკვდილით დასჯას ჩეჩნეთში სამხედროების მიერ დაპატიმრების შემდეგ.[33][34]
დაკავება ჩეჩნეთში
რედაქტირება2001 წლის დასაწყისში პოლიტკოვსკაია დააკავეს სამხედრო ჩინოვნიკებმა სამხრეთ მთის სოფელ ხათუნში.[35] იგი იძიებდა 90 ჩეჩენი ოჯახის საჩივრებს ფედერალური ძალების "დასჯის დარბევის" შესახებ. მან გამოკითხა ჩეჩენი ბებია როზიტას სოფელ ტოვზენიდან, რომელმაც 12 დღე გაუძლო ცემას, ელექტროშოკსა და ორმოში ჩაკეტვას.მამაკაცები, რომლებმაც როსიტა დააკავეს, თავი FSB-ს თანამშრომლებად წარმოადგინეს. წამების მსხვერპლებმა გამოსასყიდი ითხოვეს როზიტას ნათესავებისგან, რომლებმაც მოლაპარაკება შეძლეს მცირე თანხაზე, რომლის გადახდაც მათ შეეძლოთ.სხვა გამოკითხულმა აღწერა ჩეჩენი მამაკაცების მკვლელობა და გაუპატიურება სოფელ ხათუნთან ახლოს „კომერციული ზოლის საკონცენტრაციო ბანაკში“.[36][37][38]
ბანაკის დატოვებისას პოლიტკოვსკაია დააკავეს, დაკითხეს, სცემეს და დაამცირეს: „ახალგაზრდა ოფიცრებმა მაწამეს, ოსტატურად მირტყამდნენ მტკივნეულ ადგილებზე. მათ დაათვალიერეს ჩემი შვილების სურათები და ამბობდნე, თუ რას უზამდნენ მათ.ეს დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.“[39] ის იყო იმიტირებული სიკვდილით დასჯილი BM-21 Grad მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით, შემდეგ მოწამლეს ფინჯანი ჩაით, რამაც მისი ღებინება გამოიწვია დაჩანაწერებიც ჩამოართვეს. ანამ ასე აღწერა თავისი იმიტირებული სიკვდილით დასჯა:
პოდპოლკოვნიკმა შავგვრემანი სახითა და დაღლილი მუქი ამობურცული თვალებით საქმიანად მითხრა:„წავიდეთ,უნდა გესროლო“. კარვიდან სრულ სიბნელეში გამიყვანა. ღამეები აქ შეუვალია. ცოტა ხნის სიარულის შემდეგ მან მითხრა: „მზად ხარ თუ არა,აი მეც მოვედი.“ირგვლივ რაღაც პულსირებული ცეცხლი აფეთქდა, იყო ყვირილი, ღრიალი და ბრდღვინვა. პოდპოლკოვნიკს ძალიან გაუხარდა, როცა შიშისაგან ჩავიკეცე. აღმოჩნდა, რომ სწორედ „გრადის“ სარაკეტო სადგურის ქვეშ მივყავდი გასროლის მომენტში.[39]
იმიტირებული სიკვდილით დასჯის შემდეგ რუსმა პოდპოლკოვნიკმა ანას უთხრა: „აი, აბანო, გაიხადე ტანსაცმელი". იმის დანახვისას, რომ მის სიტყვებს არანაირი შედეგი არ მოჰყვა, პოდპოლკოვნიკი ძალიან გაბრაზდა: „ნამდვილი პოდპოლკოვნიკი გეხვეწება, შენ კი უარს ამბობ, მებრძოლო ძუკნავ“.[39]
2006 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობა დააკისრა ეჭვმიტანილ ინგუშ მეომარ, ხაჯი-მურატ იანდიევის იძულებით გაუჩინარებაში.გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ბარანოვი, რუსეთის კავკასიაში განლაგების მეთაური, რომელიც პოლიტკოვსკაიას ბანაკის მეგზურმა მოიხსენია, როგორც ის, ვინც ბრძანა დატყვევებული ბოევიკების ორმოებში შენახვა, გადაიღეს, თუ როგორ ბრძანა იანდიევის სიკვდილით დასჯა.[40]
მოწამვლა
რედაქტირება2004 წლის სექტემბერში სამხრეთით ფრენისას, რათა ეწარმოებინა მოლაპარაკება მათთან, ვინც აიყვანა ათასი მძევალი ბესლანის (ჩრდილოეთ ოსეთი) სკოლაში, პოლიტკოვსკაია სასტიკად ავად გახდა და გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც აეროფლოტის ბორტგამცილებლის მიცემული ჩაი დალია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მოწამლული იყო, ზოგის მიერ დადანაშაულებული ყოფილ საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მოსაწამლი საშუალებით.[41][42]
მუქარა OMON-ის ოფიცრის მხრიდან
რედაქტირება2001 წელს პოლიტკოვსკაია გაიქცა ვენაში, ელექტრონული ფოსტით მუქარის მიღების შემდეგ, რომ პოლიციელი, რომელსაც იგი ადანაშაულებდა ჩეჩნეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სისასტიკეში, შურისძიებას აპირებდა.კაპრალი სერგეი ლაპინი 2002 წელს დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე მომდევნო წელს დაიხურა.2005 წელს ლაპინი გაასამართლეს და დააპატიმრეს დაკავებული ჩეჩენი მოქალაქის წამებისა და შემდგომ გაუჩინარების გამო, ამ საქმეში კი ის პოლიტკოვსკაიამ თავისივე სტატია „გაუჩინარებულ ხალხში“ ამხილა.[43][44] ლაპინის ყოფილი ოფიცერი პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილთა შორის იყო, იმ თეორიით, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა შურისძიება ყოფილიყო ლაპინის მსჯავრდებაში მონაწილეობის მიღებისთვის.[44]
კონფლიქტი რამზან კადიროვთან
რედაქტირება2004 წელს პოლიტკოვსკაიას ჰქონდა დიალოგი რამზან კადიროვთან,ჩეჩნეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან.მისმა ერთ-ერთმა თანაშემწემ უთხრა: „ვინმეს უნდა ესროლა თქვენთვის მოსკოვში, ზუსტად ქუჩაში, როგორც ამას შენს მოსკოვში აკეთებენ".კადიროვმა ანას გაუმეორა: "შენ მტერი ხარ, რომელიც უნდა დაიხვრიტოს".[45] პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დღეს, ნოვაია გაზეტას მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა თქვა, რომ ანა გეგმავდა ვრცელი ისტორიის გამოქვეყნებას იმ წამების პრაქტიკის შესახებ, რომლებსაც იყენებდნენ ჩეჩნეთის უშიშროების რაზმები, ცნობილები, როგორც კადიროვიტები. თავის ბოლო ინტერვიუში ანამ კადიროვი - ახლა უკვე ჩეჩნეთის პრეზიდენტი - აღწერა, როგორც "ჩვენი დროის ჩეჩენი სტალინი".[46]
მკვლელობა და გამოძიება
რედაქტირებაპოლიტკოვსკაია გარდაცვლილი იპოვეს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, მოსკოვის ცენტრში, 2006 წლის 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღეზე.[47] მას ორჯერ ესროლეს მკერდში, ერთხელ მხარში და ერთხელაც თავში ახლო მანძილიდან.[48][49][50][51]მკვლელობას მოჰყვა ფართო საერთაშორისო რეაქცია.
დაკრძალვა გაიმართა 2006 წლის 10 ოქტომბერს მოსკოვის გარეუბანში, ტროეკუროვის სასაფლაოზე. სანამ პოლიტკოვსკაიას დაკრძალავდნენ, ათასზე მეტი მგლოვიარე მის კუბოს გადაეხვია, რათა უკანასკნელად გამოეხატათ პატივისცემა მისდამი.სასაფლაოზე პოლიტკოვსკაიას ათობით კოლეგა, საზოგადო მოღვაწე და მისი მოღვაწეობის თაყვანისმცემელი შეიკრიბა.ცერემონიაზე რუსი მაღალჩინოსნები ვერ გამოჩნდნენ.[52] პოლიტკოვსკაია დაკრძალეს მამის მახლობლად, რომელიც მანამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.
2007 წლის მაისში, ანას სტატიების სიკვდილშემდგომი კრებული, დასათაურებული, როგორც კარგი მიზეზი, გამოაქვეყნა ნოვაია გაზეტამ და გაუშვა მოსკოვში, გორბაჩოვის ფონდში.[53] ეს მოვლენა შვილიშვილის დაბადებიდან მალევე მოხდა: ვერას ქალიშვილს ბებიის პატივსაცემად ანა დაარქვეს.რამდენიმე თვის შემდეგ პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში სხვადასხვა სახით მონაწიელობაში ეჭვმიტანილი 10 მამაკაცი დააკავეს.[54] ოთხი მათგანი მოსკოვის რაიონულ სამხედრო სასამართლოში 2008 წლის ოქტომბერში იქნა წარდგენილი.
პირველი სასამართლო პროცესი, 2008–2009 წწ
რედაქტირებაპოლიტკოვსკაიას მკვლელის უშუალო დახმარებაში, რომლებიც, სავარაუდოდ, ორი ეჭვმიტანილი ძმა იყო, ბრალი წაუყენეს სამ მამაკაცს. არასაკმარისი მტკიცებულება არსებობდა მეოთხე კაცის - FSB-ის პოლკოვნიკის - მკვლელობაში დასადანაშაულებლად, თუმცა იგი ეჭვმიტანილი იყო ორგანიზაციის სათავეში დგომისთვის, ამავდროულად ის სასამართლოში სხვა დანაშაულისთვის იყო წარდგენილი. საქმე ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარიმართა (ეს იშვიათი შემთხვევაა რუსეთში)[56] და ნაფიც მსაჯულთა დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ღია იყო პრესისა და საზოგადოებისთვის.[57][58][59]
2008 წლის 25 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობა შესაძლოა რუსეთში მყოფმა პოლიტიკოსმა დაუკვეთა. მურად მუსაევმა, სასამართლოში მყოფი მამაკაცების ადვოკატმა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქმის ჩანაწერებში, როგორც დანაშაულის ერთ-ერთ ინტერპრეტაციაში, აღნიშნულია, რომ ანას სიკვდილის უკან რუსეთში მცხოვრები პოლიტიკოსი იდგა (მაგრამ ამ ჩანაწერებში ის არ არის დასახელებული).[60][61]
2008 წლის 5 დეკემბერს, სერგეი სოკოლოვმა, ნოვაია გაზეტას უფროსმა რედაქტორმა, სასამართლოში განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია წყაროებიდან, (რომელსაც არ დაასახელებს), რომ ბრალდებული ჯაბრაილ მახმუდოვი იყო FSB-ის აგენტი.[62] მისი თქმით, მახმუდოვის ბიძა ლომ-ალი გაიტუკაევი, რომელიც 12 წლიან პატიმრობას იხდიდა უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე მუშაობდა FSB-ში.[63]
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა - ბელგიის პოლიციის დახმარებით - დააკავა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი, მას შემდეგ რაც ის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დააკავეს და მოსკოვში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
გამამართლებელი განაჩენის შემდეგ
რედაქტირებამას შემდეგ, რაც სამივე მამაკაცი გაამართლეს პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში 2009 წლის თებერვალში, ანას შვილებმა-ვერამ და ილიამ, მათმა ადვოკატებმა კარინა მოსკალენკომ და ანა სტავიცკაიამ და ნოვაია გაზეტას უფროსმა რედაქტორმა სერგეი სოკოლოვმა მოსკოვში პრესკონფერენციაზე გამოხატეს თავიანთი რეაქცია სასამართლო პროცესის შესახებ.[64] სასამართლო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით თავის კომენტარებში ენდრიუ მაკინტოშმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და მედიის თავისუფლების მომხსენებელმა, გამოხატა იმედგაცრუება იმის შესახებ, რაც, მისი აზრით, იყო პროგრესის ნაკლებობა მკვლელობის გამოძიებაში, ან რუსეთის ხელისუფლების უუნარობა იპოვონ მკვლელები:
„ორი წლის წინ, რეზოლუციაში 1535 (2007), ასამბლეამ მოუწოდა რუსეთის პარლამენტს, ყურადღებით დააკვირდეს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეში სისხლის სამართლის გამოძიების პროგრესს და პასუხისმგებლობა დაეკისრა ხელისუფლებას ნებისმიერი გამოძიების ან დევნის წარუმატებლობისთვის.სასამართლო პროცესის გუშინ დახურვა მხოლოდ აშკარა წარუმატებლობად შეიძლება ჩაითვალოს.მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას და პარლამენტს, დაიწყოს სათანადო გამოძიება და ნათელი მოჰფინოს ამ მკვლელობას, რომელიც ძირს უთხრის არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას რუსეთში, არამედ მის დემოკრატიულ საფუძველს, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. არ არსებობს გამართლება პოლიტიკურად კრიტიკოსი ჟურნალისტების მკვლელობებზე, რომლებიც წერენ კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლების შიგნით, როგორიცაა გიორგი გონგაძის მკვლელობა უკრაინაში 2000 წელს და პოლ კლებნიკოვის მკვლელობა მოსკოვში 2004 წელს.[65]
სასამართლო პროცესის დასრულებამდე 2009 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოკლეს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი, რომელმაც გამოიძია პოლიტკოვსკაიას მიერ დოკუმენტირებული მრავალი შეურაცხყოფა.[66] ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა, რომელიც იმ დროს მარკელოვთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით გარდაიცვალა ჩარევის მცდელობისას მიღებული დაზიანებებით.[66]
პოლიტკოვსკაიას ჟურნალისტურ საქმიანობასთან უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული 2009 წლის 15 ივლისს ნატალია ესტემიროვას მკვლელობა. ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოების მემორიალის საბჭოს წევრი და პოლიტკოვსკაიას ერთ-ერთი მთავარი ინფორმატორი, გიდი და კოლეგა ჩეჩნეთში ესტემიროვა გაიტაცეს გროზნოში და რამდენიმე საათის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს მეზობელ ინგუშეთის რესპუბლიკაში.[67]
განმეორებითი სასამართლო პროცესი, 2012 და 2014 წწ
რედაქტირება2009 წლის 5 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი პოლიტკოვსკაიას პროცესზე გამოტანილ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით და მითითება გასცა ხელახალი სასამართლო პროცესის გამართვის თაობაზე.[68]
2011 წლის აგვისტოში რუსმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი ახლოს იყვნენ მკვლელობის გახსნასთან, ყოფილი პოლიციელის დიმიტრი პავლიუჩენკოვის დაკავების შემდეგ, რომელიც, მათი თქმით, იყო მთავარი ორგანიზატორი.[69] მომდევნო თვეში გაზეთმა კომერსანტმა განაცხადა, რომ პავლიუჩენკოვის თქმით, ლომ-ალი გაიტუკაევი იყო ის, ვინც მოლაპარაკებას აწარმოებდა მკვლელობის დამკვეთთან და მიუხედავად იმისა, რომ პავლიუჩენკოვმა სახელი არ იცოდა, ის ეჭვობდა, რომ დამკვეთი შეიძლება ყოფილიყო გაქცეული ბიზნესმენი და პუტინის კრიტიკოსი ბორის ბერეზოვსკი.
2012 წლის დეკემბერში დიმიტრი პავლიუჩენკოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში.[70]
2014 წლის მაისში პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ხუთი მამაკაცი გაასამართლეს, მათ შორის ის სამი ბრალდებული, რომლებიც წინა სასამართლო პროცესზე გაამართლეს.ბრალი წაუყენეს სამ ჩეჩენ ძმას, რომელთაგან ერთი ბრალდებული იყო პოლიტკოვსკაიას დაჭრაში მოსკოვის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში. 2014 წლის ივნისში მამაკაცებს მიუსაჯეს პატიმრობა, ორ მათგანს კი- ლომ-ალი გაიტუკაევსადა მის ძმისშვილს, რუსტამ მახმუდოვს, სამუდამო პატიმრობა. ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინ შეუკვეთა ან გადაიხადა მკვლელობა.[8]
მკვლელობა გაუხსნელი დარჩა, 2016 წელი
რედაქტირება2016 წლის სექტემბერში, ვლადიმერ მარკინმა, საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა 21-ე საუკუნის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ დანაშაულად[71] დაასახელა და განაცხადა, რომ საქმე გახსნილია. ანას კოლეგები ნოვაია გაზეტაში აპროტესტებდნენ, რომ სანამ დანაშაულის წამქეზებელი ან დამფინანსებელი არ გამოვლინდება, არ იქნება დაპატიმრებული და არ განიხილება, საქმე ვერ დაიხურება.
2016 წლის 7 ოქტომბერს, ნოვაია გაზეტამ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომელშიც რედაქტორებს, კორესპონდენტებს, ფოტოგრაფებსა და ტექნიკურ-ადმინისტრაციული პერსონალს უჭირავს ტექსტური დაფები, სადაც მოცემულია მკვლელობის საქმის დეტალები და არაერთხელაა ნათქვამი, რომ "ანას მკვლელობის დამფინანსებელი არ არის ნაპოვნი". [72] იმავე დღეს მთავარი რედაქტორის მოადგილემ სერგეი სოკოლოვმა გამოაქვეყნა ოფიციალური გამოძიების დამადანაშაულებელი რეზიუმე, სადაც აღწერილი იყო ცრუ მონაცვლეობა და ნაკლოვანებები და, ამავდროულად, ხაზგასმით აღნიშნა სოკოლოვმა, რომ გამოძიება ახლა უკვე ფაქტობრივად შეწყვეტილია.[73] მას შემდეგ, რაც 2014 წელს სამი ძმა მახმუდოვი, ხაჯიკურბანოვი და ლომ-ალი გაიტუკაევი გაასამართლეს-წერს სოკოლოვი- გამომძიებელთა ოდესღაც დიდი გუნდი ერთ ადამიანამდე შემცირდა და ერთ წელიწადში ეს ადმიანიც პენსიაზე გავიდა, ხოლო ის ქვედა რანგის გამომძიებელმა ჩაანაცვლა. 2000 წელს იგორ დომნიკოვის, ნოვაია გაზეტას კიდევ ერთი ჟურნალისტის მკვლელობამ აჩვენა, რომ დამნაშავეები შესაძლოა გამოვლენილიყო (ისინი გაასამართლეს 2008 წელს).[74][75]
The Intercept-მა გამოაქვეყნა ედვარდ სნოუდენის მიერ გამოცემული საიდუმლო დოკუმენტი Intellipedia-ს სკრინშოტით, რომლის მიხედვითაც:
(TS//SI/REL TO USA, AUS, CAN, GBR, NZL) ცნობილია, რომ რუსეთის ფედერალური სადაზვერვო სამსახურები (ალბათ FSB) მიზნად ისახავდნენ მოკლული რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას ვებგვერდის ანგარიშს. 2005 წლის 5 დეკემბერს RFIS-მა წამოიწყო თავდასხმა ანგარიშზე annapolitovskaya@US Provider1, მავნე პროგრამული უზრუნველყოფის განლაგებით, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საჯარო დომენში. უცნობია, უკავშირდება თუ არა თავდასხმა ჟურნალისტის სიკვდილს.[76][77]
დოკუმენტური ფილმები
რედაქტირება- 2008 წელს მაშა ნოვიკოვამ ანას შესახებ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ანა, შვიდი წელი ფრონტზე, 78წთ, ნიდერლანდები.
- 2008 წელს შვეიცარიელმა რეჟისორმა ერიკ ბერგკრაუტმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი სახელად წერილი ანას, პოლიტკოვსკაიას სიცოცხლესა და სიკვდილზე. მასში შედის ინტერვიუები მის შვილ ილიასთან, ქალიშვილ ვერასთან, ყოფილ ქმარ ალექსანდრე პოლიტკოვსკისთან და სხვებთან, როგორებიცაა ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი და კინორეჟისორი ანდრეი ნეკრასოვი.[78][79][80]
- 2011 წელს რუსმა რეჟისორმა მარინა გოლდოვსკაიამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი სახელად თავისუფლების მწარე გემო, შვედურ-რუსულ-ამერიკული კოპროდუქცია. სათაური ეხება ამავე რეჟისორის ადრინდელ დოკუმენტურ ფილმ თავისუფლების გემოს (1991), რომელიც რუსულ ცხოვრებას ეხება ახალ, პოსტსაბჭოთა რეალობაში და ასახავს პოლიტკოვსკის ოჯახს. თავისუფლების მწარე გემო აჩვენეს ვარშავის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან საუკეთესო დოკუმენტური მხატვრული ფილმის ჯილდო მოიპოვა. ფესტივალის პროგრამიდან:[81]
ის იყო მამაცი, გაბედული და ლამაზი. რუსეთის სახელმწიფოს ბოროტმოქმედების უშიშრად გამოვლენისას ანა პოლიტკოვსკაიამ ზოგში მოწიწება გამოიწვია და უთვალავში შიში. მოსკოვის ლიბერალური ნოვაია გაზეტას გამომძიებელი პუტინის მთავრობის მსხვერპლთა ერთადერთი წარმომადგენელი იყო. მისი ხმა იყო მარტოხელა, მაგრამ საკმარისად ხმამაღალი, რომ მთელ ქვეყანას გაეგო. ძალიან ხმამაღალი იყო. 48 წლის ასაკში იგი მოკლეს მხოლოდ თავისი საქმის კეთების გამო. ეს არის დოკუმენტური ფილმი ადამიანის სულის სიმამაცის შესახებ. როგორც რეჟისორი ამბობს, „ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სამყარო სავსეა ცინიზმითა და კორუფციით, როცა ასე ძალიან გვჭირდება მეტი ადამიანი ანას გამბედაობის, კეთილსინდისიერებისა და ერთგულების დონის მქონე“.
ბიოგრაფიული ფილმები
რედაქტირებაბიოგრაფიული ფილმის, სახელწოდებით ანას გადაღებები 2022 წელს დაიწყო მაქსინ პიკთან ერთად, ანა პოლიტკოვსკაიას როლში. ასევე, ჯეისონ აიზეკსი და კიარან ჰაინდი მთავარ როლებს ასრულებენ.[82][83]
ჯილდოები
რედაქტირება- 2001 წელი: რუსეთის ჟურნალისთა კავშირის „ოქროს კალმის პრიზი“.[84]
- 2001 წელი: Amnesty International-ის საერთაშორისო ჯილდო ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკაში.
- 2002 წელი: ნორვეგიელ ავტორთა კავშირის გამოხატვის თავისუფლების პრიზი. („Ytringsfrihetsprisen“)
- 2002 წელი: ცენზურის ჯილდოს ინდექსი „თავისუფალი გამოხატვის დასაცავად“.[85]
- 2002 წელი: PEN ამერიკული ცენტრის წერის თავისუფლების ჯილდო.
- 2002 წელი: ქალთა საერთაშორისო მედიის ფონდი, ჯილდო ჟურნალისტიკაში გამბედაობისთვის.[86]
- 2003 წელი: Lettre Ulysses ჯილდო რეპორტაჟის ხელოვნებისთვის.[87]
- 2003 წელი: ჰერმან კესტენის მედალი.[88]
- 2004 წელი: ოლოფ პალმის პრემია (მიიღო ლუდმილა ალექსეევასთან და სერგეი კოვალევთან ერთად).[89]
- 2004 წელი: ვასკეს მონტალბანის ჯილდო საერთაშორისო ჟურნალისტიკის სფეროში.
- 2005: სამოქალაქო გამბედაობის პრიზი (მინ კო ნაინგთან და მუნირ საიდ თალიბთან ერთად).[90]
- 2005: პრემია მედიის თავისუფლებისა და მომავლისთვის.[91]
- 2006 წელი: ტიზიანო ტერზანის სახელობის საერთაშორისო ჟურნალისტური პრემია.
- 2006 წელი: პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი.[92]
- 2007 წელი: იუნესკო/გილერმო კანოს პრესის თავისუფლების მსოფლიო პრემია (პირველად სიკვდილის შემდეგ მიენიჭა).[93]
- 2007 წელი: ეროვნული პრესის კლუბი (აშშ)/ჯონ აუბუჩონის პრესის თავისუფლების ჯილდო (სიკვდილშემდგომი).[94]
- 2007 წელი: Geschwister-Scholl პრიზი (სიკკვდილშემდგომი).[95]
- 2007 წელი: დემოკრატიის ჯილდო პრესის თავისუფლებისთვის დემოკრატიის ეროვნული ფონდის მიერ.[96]
2007-2008 წლის სასწავლო წელს ევროპის კოლეჯში მის პატივსაცემად დაარქვეს.
ანა პოლიტკოვსკაიას პრემია
რედაქტირებასაერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ RAW in WAR (Reach All Women in War), რომელიც ფოკუსირებულია ომისა და კონფლიქტის ზონებში მომუშავე ქალი უფლებადამცველების მხარდაჭერასა და დაცვაზე, 2006 წელს დააარსა ანა პოლიტკოვსკაიას ყოველწლიური ჯილდო მის პატივსაცემად. ჯილდო გადაეცემა „ადამიანის უფლებათა დამცველ ქალს მსოფლიოს კონფლიქტის ზონიდან, რომელიც, ანას მსგავსად, იცავს ამ კონფლიქტის მსხვერპლებს, ხშირად დიდი პირადი რისკის ქვეშ“.[97] 2006 წელს მარიანა კაცაროვამ, პოლიტკოვსკაიას ახლო მეგობარმა და ადამიანის უფლებადამცველმა კოლეგამ, დააარსა RAW in WAR (Reach All Women in War) და ანა პოლიტკოვსკაიას ჯილდო ლონდონში, ბოსნიის ომის ზონებში,კოსოვოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ჟურნალისტად და ადამიანის უფლებათა ადვოკატად მუშაობის შემდეგ. მარინას, მათ შორის, ნამუშევარი აქვს 10 წელი Russia Researcher Amnesty International-თვის.
პირველად ჯილდო ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ერთი წლისთავზე, 2007 წლის 7 ოქტომბერს, გადაეცა მის მეგობარსა და კოლეგას, ჩეჩენ აქტივისტს, ნატალია ესტემიროვას, რომელიც თავად იქნა გატაცებული და მოკლული 2009 წელს ჩეჩნეთში, რათა მისი ადამიანის უფლებათა დაცვა შეეჩერებინათ.[98][67]
ანა პოლიტკოვსკაიას ჟურნალისტიკის ჯილდო (ფერარა, იტალია)
რედაქტირებაასევე არსებობს „ანა პოლიტკოვსკაია ჟურნალისტიკის ჯილდო“ ("il premio giornalistico Anna Politkovskaja"), რომელიც ყოველწლიურად გაიცემა ფერარაში, იტალიაში, ჟურნალ L'internationale და ფერარას კომუნის მიერ.[99]
ანა პოლიტკოვსკაიას ჟურნალისტიკის ჯილდოს გამარჯვებულები
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- პოლიტკოვსკაია, ანა (2000) Voyage en enfer: Journal de Tchetchenie, რობერტ ლაფონტი: პარიზი.
- პოლიტკოვსკაია, ანა (2001) ბინძური ომი: რუსი რეპორტიორი ჩეჩნეთში, ჰარვილი: ლონდონი.
- Политковская, Анна (2002) Вторая чеченская (ჩეჩნეთის მეორე ომი), ზახაროვი: მოსკოვი
- პოლიტკოვსკაია, ანა (2003) ჯოჯოხეთის პატარა კუთხე: გზავნილები ჩეჩნეთიდან, ვტორაია ჩეჩენსკაიას თარგმანი, ჩიკაგოს პრესის უნივერსიტეტი. აღმოჩენისის თარიღი: 2015-02-28.
- პოლიტკოვსკაია, ანა (Politkovs'ka, Anna). "Druha chechens'ka." თარგმ. ი.ანდრუსიაკი. კიევი: დიოკორი, 2004. (უკრაინულად.)
- პოლიტკოვსკაია, ანა (2004) პუტინის რუსეთი, ჰარვილი: ლონდონი.ISBN 980293316-3
- პოლიტკოვსკაია, ანა (2007) რუსული დღიური: ჟურნალისტის საბოლოო ანგარიში პუტინის რუსეთში ცხოვრების, კორუფციისა და სიკვდილის შესახებ, ჰარვილ სეკერი: ლონდონი.
- Политковская, Анна (2007) (კარგი მიზეზით), ნოვაია გაზეტა: მოსკოვი. მოიცავს ანა პოლიტკოვსკაიას ყველა დასრულებულ თუ დაუსრულებელ სტატიას ნოვაია გაზეტასთვის, 989 გვ. რუსული სათაური საშინლად ასახავს საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლების ბოლოს დიდი ტერორის მსხვერპლთა ხშირ ურწმუნო კითხვას[102]: "მაგრამ რისთვის?!" («За что?!»)
- პოლიტკოვსკაია, ანა (2010) არაფერი, გარდა სიმართლისა არჩეული დისპეტჩერები, ჰარვილ სეკერი: ლონდონი. 480 გვერდიანი სარჩევი 2007 წლის ტომიდან „За что“ (კარგი მიზეზით).
- პოლიტკოვსკაია, ანა (2011) ღირს ჟურნალისტიკის გამო სიკვდილი?: საბოლოო დისპეტჩები, მელვილ ჰაუსის გამომცემლობა: ბრუკლინი, ნიუ-იორკი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "The Chronicles of Hell" ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 27 October 2013 IPVnews-ის მიერ
- „ანა პოლიტკოვსკაიას ჯილდო“ ყოველწლიურად გადასცემს RAW in WAR (Reach All Women in WAR) ქალთა უფლებადამცველებს ომისა და კონფლიქტების დროს. პირველად „ანა პოლიტკოვსკაიას პრემიის“ ლაურეატი, 2007 წელს, ნატალია ესტემიროვა გახდა.
- წიგნის კითხვის ფესტივალი, ანა პოლიტკოვსკაიას ედინბურგის წიგნის საერთაშორისო ფესტივლის აუდიოჩანაწერები და ტრანსკრიფციები 2004–2005 (ინგლისურად ნათარგმნი, სტრიმინგის აუდიო)
- ფოტორეპორტაჟი 2008 წლის აგვისტოს მოსკოვის მიტინგიდან, რომელიც ეძღვნება ანა პოლიტკოვსკაიას დაბადების 50 წლისთავს (რუსულად)
- მწერლის სინდისი: ანა პოლიტკოვსკაიას გახსენება და რუსეთის მივიწყებული ომი, 2006 წლის 6 დეკემბერი, CUNY სამაგისტრო ცენტრი, ნიუ – იორკი – აუდიო
- Reach all Women in War (RAW in WAR)
- პოლიტკოვსკაიას ჩანაწერები თავისი უკრაინული წარმოშობის შესახებ თავისივე წიგნის Diokor Press-ის უკრაინულ გამოცემაში
თარგი:Civil Courage Prize laureates თარგი:IWMF awards თარგი:Footer Olof Palme Prize laureates თარგი:Assassinated Russian journalists თარგი:UNESCO/Guillermo Cano World Press Freedom Prize
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „'Independent journalism has been killed in Russia' Becky Smith“. The Guardian. London. 11 October 2006. ციტირების თარიღი: 8 August 2009.
- ↑ Hearst, David (9 October 2006). „Obituary: Anna Politkovskaya“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 30 June 2019.
- ↑ these were mostly published outside of Russia, see Literature.
- ↑ АННА СТЕПАНОВНА ПОЛИТКОВСКАЯ ru. ციტირების თარიღი: 30 June 2019
- ↑ Gilman, Martin. (16 June 2009) Russia Leads Europe In Reporter Killings. Moscow Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 8 August 2009
- ↑ The State of the World's Human Rights (Internet Archive), Amnesty International 2009, Report on Jan–Dec 2008, p. 272: "In June [2008], the Office of the Prosecutor General announced that it had finished its investigation into the killing of human rights journalist Anna Politkovskaya, who was shot dead in Moscow in October 2006. Three men accused of involvement in her murder went on trial in November; all denied the charges. A fourth detainee, a former member of the Federal Security Services who had initially been detained in connection with the murder, remained in detention on suspicion of another crime. The person suspected of shooting Anna Politkovskaya had not been detained by the end of the year and was believed to be in hiding abroad."
- ↑ „Anna Politkovskaya: Putin's Russia“. BBC News. 9 October 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 November 2006. ციტირების თარიღი: 9 October 2006.
- ↑ 8.0 8.1 Roth, Andrew (9 June 2014). „Moscow Court Sentences 5 to Prison for Contract Killing of Journalist“. The New York Times. ციტირების თარიღი: 9 June 2014.
- ↑ Halyna Mazepa: My fondest Ukrainian memories are of Katerynoslav, day.kyiv.ua
- ↑ Biography დაარქივებული 5 April 2015 საიტზე Wayback Machine. , annapolitkovskayafund.com
- ↑ Anna Politkovskaya, notablebiographies.com
- ↑ Politkovskaya, Anna Stepanovna დაარქივებული 10 March 2015 საიტზე Wayback Machine. , russiaprofile.org
- ↑ Her school friends would note that the only and main specific about Politkovskaya is that she was very much into Tsvetaeva, who also have specific place in her poetry about hell, which probably influenced the titles of Politkovskaya books – Anna Politkovskaya: Last Interview YouTube-ზე, Simon Karlinsky, Marina Tsvetaeva: The Woman, Her World, and Her Poetry, CUP Archive, 1985
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 „Her Own Death, Foretold“. Politkovskaya, Anna. 15 October 2006. ციტირების თარიღი: 15 October 2006.
- ↑ 15.0 15.1 Anna Politkovskaya. Lettre Ulysses Award. ციტირების თარიღი: 9 October 2006
- ↑ Naming ceremony for the "Anna Politkovskaya" Press Conference Room (Internet Archive), an announcement of European Parliament.
- ↑ Lokshina, T.. (6 October 2016) Why Anna Politkovskaya Still Inspires en. Human Rights Watch. ციტირების თარიღი: 26 November 2021.
- ↑ Poison in the air, The Guardian, by Anna Politkovskaya
- ↑ "Poisoned by Putin", The Guardian, 9 September 2004
- ↑ Short biography from the 2003 Lettre Ulysses Award. Lettre-ulysses-award.org. ციტირების თარიღი: 8 August 2009
- ↑ Politkovskaya, Anna (2005). Putin's Russia: Life in a Failing Democracy. Metropolitan Books. ISBN 978-0-8050-7930-2.
- ↑ Obituaries: Anna Politkovskaya დაარქივებული 2008-01-11 საიტზე Wayback Machine. , The Times, 9 October 2006
- ↑ "Russia's Secret Heroes", an excerpt from A Small Corner of Hell: Dispatches from Chechnya.
- ↑ "Disquiet On The Chechen Front" (Internet Archive), TIMEeurope Heroes 2003
- ↑ Video – on the documenting the Chechen war as Russian journalist დაარქივებული 8 November 2017 საიტზე Wayback Machine. , PBS' Democracy on Deadline
- ↑ pp 187–98, A Russian Diary, 2007.
- ↑ p xi, A Russian Diary, 2007.
- ↑ p x, A Russian Diary, 2007.
- ↑ Anna Politkovskaya, I tried and failed, The Guardian, 30 October 2002
- ↑ Osborn, Andrew; Moreton, Cole (8 October 2006). „Murder in Moscow: The shooting of Anna Politkovskaya“. The Independent. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 May 2007. ციტირების თარიღი: 19 May 2007.
- ↑ Novaya gazeta, October 2006
- ↑ Trois journalistes tués le jour de l'inauguration à Bayeux du Mémorial des reporters fr. Reporters Without Borders (7 October 2006). ციტირების თარიღი: 9 October 2006
- ↑ Meek, James (15 October 2004). „Dispatches from a savage war“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 October 2006. ციტირების თარიღი: 9 October 2006.
- ↑ "Her Own Death, Foretold", 15 October 2006.
- ↑ "How the heroes of Russia turned into the tormentors of Chechnya", 27 February 2001.
- ↑ (in Russian) A concentration camp with a commercial bias: A report on a business trip to a zone დაარქივებული 13 May 2011 საიტზე Wayback Machine. , Anna Politkovskaya, 6 February 2001, Novaya Gazeta No. 14. Machine translation დაარქივებული 13 May 2011 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ (in Russian) No evil limit: They shoot less now, but hopes are fading დაარქივებული 13 May 2011 საიტზე Wayback Machine. , Anna Politkovskaya, 1 March 2001, Novaya Gazeta, No. 15. Machine translation დაარქივებული 13 May 2011 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ (in Russian) The story of an unknown soldier დაარქივებული 13 May 2011 საიტზე Wayback Machine. , Anna Politkovskaya, 5 March 2001, Novaya Gazeta, No 16. Machine translation დაარქივებული 13 May 2011 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ 39.0 39.1 39.2 Politkovskaya, Anna (2003) A Small Corner of Hell: Dispatches from Chechnya, translated by Alexander Burry and Tatiana Tulchinsky, The University of Chicago Press, 2003, ISBN 0-226-67432-0 (accessed 2015-02-28).
- ↑ "Bazorkina vs. Russia", a judgement by European Court of Human Rights, 27 July 2006.
- ↑ Russian journalist reportedly poisoned en route to hostage negotiations. IFEX (3 September 2004). ციტირების თარიღი: 11 October 2006
- ↑ Sixsmith, Martin (8 April 2007). „The Laboratory 12 poison plot“. The Sunday Times. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 20 May 2007.
- ↑ „Russians remember killed reporter“. BBC. 8 October 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 April 2008. ციტირების თარიღი: 9 October 2006.
- ↑ 44.0 44.1 "Siberian police 'obstructing Politkovskaya murder inquiry'", 6 November 2006.
- ↑ «Тебя надо было расстрелять еще в Москве, на улице, как там у вас в Москве расстреливают... Тебя надо было расстрелять...». Рамзан вторит: «Ты — враг... Расстрелять... Ты — враг...» "Interview with Ramzan Kadyrov" tr. "You should have been shot back in Moscow, on the street, like they shoot you in Moscow ... You should have been shot ..." Ramzan echoes: "You are the enemy ... Shoot ... You are the enemy ...", 21 June 2004, Novaya Gazeta., 21 June 2004, Novaya gazeta
- ↑ Politkovskaya Gunned Down Near Home. TempletonThorp. Templeton Thorp Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 2 September 2007 (Citing The Moscow Times, 09.x.06)
- ↑ Rykovtseva, Yelena (7 October 2011). „Политковская и Путин. День смерти и день рождения. Все, что Анна Политковская писала о Владимире Путине в "Новой газете"“ [Politkovskaya and Putin. Day of death and birthday. Everything that Anna Politkovskaya wrote about Vladimir Putin in Novaya Gazeta]. Radio Free Europe/Radio Liberty.
- ↑ Journalist Gives Her Life for Her Profession. Kommersant.com (9 October 2006). ციტირების თარიღი: 1 August 2011
- ↑ „The only good journalist ...“. The Guardian. 10 October 2006. ციტირების თარიღი: 19 October 2015.
- ↑ Yuri Felshtinsky and Vladimir Pribylovsky, The Corporation. Russia and the KGB in the Age of President Putin, ISBN 1-59403-246-7, Encounter Books; 25 February 2009, description დაარქივებული 25 February 2012 საიტზე Wayback Machine. , pp. 479–452.თარგი:Page?თარგი:Clarify
- ↑ Boris Volodarsky, "The KGB's Poison Factory", Frontline Books, 2009, page 251.
- ↑ „Thousands mourn Russian journalist“. Reuters. 10 October 2006.
- ↑ Politkovskaya, Anna. Nothing But the Truth. 2010.
- ↑ "The first arrests have been made", 30 August 2007, Novaya Gazeta დაარქივებული 25 November 2009 საიტზე Wayback Machine. in Russian.
- ↑ „A Saudi Disappearance With Russian Echoes“. Bloomberg. 12 October 2018.
- ↑ Новая Газета – novayagazeta.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2015.
- ↑ 24 November 2008, Novaya Gazeta Reports on the first week of the trial (Internet Archive).
- ↑ Rehearsal for murder. Novaya Gazeta (1 December 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 1 August 2011
- ↑ 4 December 2008, Novaya Gazeta (Internet Archive) Reports on the second week of the trial.
- ↑ (in Russian) Убийство Политковской заказал некий политик в России, и об этом упоминается в деле, заявил адвокат обвиняемых, Newsru.com tr. The murder of Politkovskaya was ordered by a certain politician in Russia, and this is mentioned in the case, the lawyer of the accused said. 25 November 2008 NEWSru
- ↑ „Russia murder trial judge queried“. BBC News. 25 November 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 December 2008. ციტირების თარიღი: 10 December 2008.
- ↑ „Suspect in reporter's murder was Russian agent-witness“. Reuters. 5 December 2008 – წარმოდგენილია www.reuters.com-ის მიერ.
- ↑ „Editor links FSB to Politkovskaya death“. Moscow Times. 8 December 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 July 2009. ციტირების თარიღი: 10 December 2008.
- ↑ "The whole system stands condemned", 20 February 2009, Novaya Gazeta, in English დაარქივებული 6 September 2009 საიტზე Wayback Machine. . Transcript of press conference following verdict.
- ↑ PACE Rapporteur on media freedom expresses his deep frustration at the lack of progress in investigating the murder of Anna Politkovskaya in Russia. Assembly.coe.int. ციტირების თარიღი: 8 August 2009
- ↑ 66.0 66.1 Anna Politkovskaya's lawyer Stanislav Markelov shot dead in Moscow[მკვდარი ბმული]. The Times
- ↑ 67.0 67.1 "Russian activist Natalya Estemirova found dead", The Daily Telegraph, 15 July 2009
- ↑ Second time around. Novaya Gazeta (7 August 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 1 August 2011
- ↑ Charles Clover (24 August 2011). „Russia 'close to solving journalist's murder'“. Financial Times. ციტირების თარიღი: 24 August 2011.
- ↑ Russia: Assassin sentenced for journalist murder en. Amnesty International (14 December 2012). ციტირების თარიღი: 30 June 2019
- ↑ Vladimir Markin, Samye gromkie prestuppleniya 21 veka v Rossii, 2016.
- ↑ Не смейте говорить, что убийство раскрыто. Видеообращение редакции ru (6 October 2016). ციტირების თარიღი: 30 June 2019
- ↑ Sergei Sokolov: "Do not dare say the murder of Anna Politkovskaya is Solved" [Novaya gazeta – Rights in Russia]. ციტირების თარიღი: 30 June 2019
- ↑ Media Conflicts in Russia, 2004–2014, The death of Igor Domnikov, 16 May 2000 (in Russian).. ციტირების თარიღი: 29 October 2016
- ↑ Media Conflicts in Russia, 2004–2014, The contract-killing of Igor Domnikov (in Russian).. ციტირების თარიღი: 29 October 2016
- ↑ Sam Biddle. (29 December 2016) Top-Secret Snowden Document Reveals What the NSA Knew About Previous Russian Hacking. The Intercept.
- ↑ Intellipedia Anna Politkovskaya article.
- ↑ Death of a Journalist. A new documentary, "Letter to Anna," charts the life and death of the journalist Anna Politkovskaya. It is unlikely to be released in Russia. By Roland Elliott Brown, Moscow Times, 16 May 2008 (accessed 28 February 2015)
- ↑ Derek Elley (6 March 2008). „Letter to Anna: The Story of Journalist Politkovskaya's Death“. Variety. ციტირების თარიღი: 8 August 2009.
- ↑ Bartyzel, Monika. (25 April 2008) Hot Docs Review: Letter to Anna — The Story of Journalist Politkovskaya's Death. Cinematical.com. ციტირების თარიღი: 8 August 2009
- ↑ WARSZAWSKI FESTIWAL FILMOWY. ციტირების თარიღი: 22 November 2019
- ↑ Maxine Peak, Jason Isaacs set for Mother Russia movie (16 May 2022).
- ↑ 'House Of The Dragon' Star Emma D'Arcy, 'Industry' Actor Harry Lawtey & 'Willow' Star Ellie Bamber Join Movie 'Anna' About Murdered Russian Journalist & Putin Scourge Anna Politkovskaya (12 September 2022).
- ↑ Russian Union of Journalists. Ruj.ru (30 June 2011). ციტირების თარიღი: 1 August 2011
- ↑ Index: The Voice of free expression (5 May 2015).
- ↑ Anna Politkovskaya; 2002 Courage in Journalism Award. ციტირების თარიღი: 13 January 2021
- ↑ Award photograph. ციტირების თარიღი: 8 August 2009
- ↑ Award winners of the Hermann Kesten-Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 7 October 2019
- ↑ 2004 – Ljudmila Aleksejeva, Sergej Kovaljov, Anna Politkovskaja. ციტირების თარიღი: 7 October 2019
- ↑ Civil Courage Prize. civilcourageprize.org (2010). ციტირების თარიღი: 11 May 2011
- ↑ Anna Politkowskaja. ციტირების თარიღი: 7 October 2019
- ↑ Anna Politkovskaya, Russia: World Press Freedom Hero. International Press Institute (2010). ციტირების თარიღი: 26 January 2012
- ↑ World Press Freedom Prize 2007. UNESCO. ციტირების თარიღი: 8 August 2009
- ↑ Oswald, Rachel. (11 June 2014) National Press Club to Russian Authorities: Find Those Who Ordered Journalist's Murder. ციტირების თარიღი: 7 October 2019
- ↑ Anna Politkovskaja / Geschwister-Scholl-Preis de. ციტირების თარიღი: 7 October 2019
- ↑ Shannon Maguire. (15 July 2008) International Media Assistance is an Underappreciated Key to Democratic Development. Nation Endowment for Democracy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 31 August 2008
- ↑ The winner of the 2011 Anna Politkovskaya Award is RAZAN ZAITOUNEH from SYRIA. Reach All Women in War. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 30 January 2012
- ↑ „Obituary: Natalia Estemirova“. BBC News. 15 November 2009. ციტირების თარიღი: 30 January 2012.
- ↑ Premio Festival Ferrara it. ციტირების თარიღი: 30 June 2019
- ↑ „Asif Mohiuddin wins Anna Politkovskaya Award“. Dhaka Tribune. 13 August 2015. ციტირების თარიღი: 9 May 2018.
- ↑ „Asif Mohiuddin receives Anna Politkovskaya Award“. Dhaka Tribune. 2 October 2015. ციტირების თარიღი: 9 May 2018.
- ↑ See Zoya Marchenko, "The Way it Was", in Simeon Vilensky (ed.), Till My Tale is Told, Virago: London, 1999, p. 201.თარგი:ISBN?