ჯანო ანანიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ანანიძე, ჯანო)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 21 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ჯანო ანანიძე (დ. 10 ოქტომბერი, 1992, ქობულეთი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.

ჯანო ანანიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯანო ანანიძე
დაბადების
თარიღი
10 ოქტომბერი, 1992 (1992-10-10) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
ქობულეთი, საქართველო
სიმაღლე 171 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
2003 შუქურა ქობულეთი
2003-2005 ნორჩი დინამოელი
2005-2007 დინამო კიევი
2007-2009 სპარტაკი მოსკოვი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009 სპარტაკი მოსკოვი
(დუბლები)
18 (9)
2009–2019 სპარტაკი მოსკოვი 120 (12)
2013–2014   როსტოვი 22 (3)
2019   კრილია 8 (1)
2020 ანორთოსისი 6 (0)
2020 როტორი 0 (0)
2021–2022 დინამო თბილისი 1 (0)
2021–2022 დინამო ბათუმი 5 (0)
სულ 164 (16)
ეროვნული ნაკრები
2007 საქართველო 16-წლ. 4 (3)
2007–2009 საქართველო 17-წლ. 13 (0)
2009 საქართველო 19-წლ. 2 (1)
2009–2010 საქართველო 21-წლ. 6 (2)
2009–2022 საქართველო 45 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბ კარიერა

რედაქტირება

ახალგაზრდული გუნდები

რედაქტირება

ანანიძემ ფეხბურთის თამაში მის მშობლიურ ქალაქის კლუბ, ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო. 11 წლამდე ფეხბურთელს მისი პირველი მწვრთნელი მერაბ მჟავანაძე ავარჯიშებდა. ამის შემდეგ იყო ნორჩი დინამოელი, რომელშიც ჯანო გია ხიზანიშვილის რეკომენდაციით მიიღეს. 2 წლის შემდეგ, ფეხბურთელის აგენტმა, რევაზ ჩელებაძემ ანანიძე კიევის „დინამოში“ ჩარიცხა.

2007 წლის ზაფხულში ჯანო საქართველოში დაბრუნდა და 16-წლამდელთა ეროვნულ გუნდს შეუერთდა. ნოემბრამდე ანანიძემ ეროვნული გუნდის რიგებში რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ 4 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.[1] მის დაბადების დღეს, 10 ოქტომბერს კი, ფეხბურთელმა მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი.[2]

მოსკოვის სპარტაკი

რედაქტირება
 
ჯანო ანანიძე 2010 წლის ივლისში

2009 წლიდან ჯანო „სპარტაკის“ ახალგაზრდული გუნდების ღირსებას იცავდა. მისი დებიუტი ამ ასაკობრივ ჯგუფში 2009 წლის 14 მარტს შედგა, „ზენიტის“ წინააღმდეგ. იმავე წლის 4 აპრილს, ნალჩიკის „სპარტაკთან“ შეხვედრაში ჯანომ პირველი გოლის გატანაც მოახერხა.[3]

ზაფხულამდე ანანიძემ თავი კიდევ 3-ჯერ გამოიაჩინა, შედეგად, მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კარპინმა ფეხბურთელს სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე უხმო.[4] ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჩინებული შთაბეჭდილებაც დატოვა.[5] სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის გავლის შემდეგ, ანანიძე კლუბის სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად დუბლშემადგენლობას დაუბრუნდა, თუმცა მთავარ გუნდში გადმოყვანის პერსპექტივით.[6]

მთავარ გუნდში ჯანოს დებიუტი 2009 წლის 15 ივლისს შედგა, „კრასნოდარის“ წინააღმდეგ. მატჩი რუსეთის თასის ეგიდით გაიმართა. ქართველმა მოთამაშემ სადებიუტო შეხვედრაში შესანიშნავი გოლის გატანაც მოახერხა.[7][8]

3 დღის შემდეგ, ანანიძე „სპარტაკის“ დუბლებს შესანიშანვი გოლით დაუბრუნდა, გაიტანა რა გოლი „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ.[9][10]

2009 წლის 1 აგვისტოს, ჯანოს დებიუტი ჰქონდა რუსეთის პრემიერლიგაში, კრასნოდარის „ყუბანის“ წინააღმდეგ. ის მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა.[11] 30 აგვისტოს კი, ანანიძემ უკვე ტურის და საერთოდ, ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყაზანის „რუბინის“ წინააღდმეგ, ის 46-ე წუთიდან გამოჩნდა მინდორზე და მიუხედავად მარცხისა, თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.[12]

13 სექტემბერს შედგა ანანიძის დებიუტი „სპარტაკის“ მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ, მან შეხვედრა სრულად ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.[13]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

2009 წლის 27 ივლისს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ექტორ რაულ კუპერმა ანანიძეს ეროვნულ გუნდში უხმო.[14] ფეხბურთელს მონაწილეობა უნდა მიეღო მალტის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა ეს ტრავმის გამო ვერ მოახერხა.[15]

გაჩნდა საშიშროება იმისა, რომ ფეხბურთელს მიეღო რუსეთის მოქალაქეობა, რაც მას ავტომატურად საქართველოს ნაკრებში თამაშს გამორიცხავდა, თუმცა ჯანომ არჩევანი მისი სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა.[16][17]

სექტემბერში, იტალიის ნაკრებთან, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში სათამაშოდ ანანიძე ეროვნულ გუნდში კვლავ გამოიძახეს.[18] შეკრებაზე თბილისში ჩამოსულმა ჯანომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სურვილი დაეცვა მშობლიური ნაკრების ღირსება.[19]

5 სექტემბერს, იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში შედგა ანანიძის დებიუტი ეროვნული გუნდის რიგებში. ჯანომ მე-60 წუთამდე იასპარეზა, რის შემდეგაც მის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე გამოჩნდა.[20] 4 დღეში, ანანიძემ საკუთარი ქვეყნის 21 წლამდელთა ეროვნულ გუნდში იასპარეზა, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.[21]

სანაკრებო სტატისტიკა

რედაქტირება
 
ჯანო ანანიძე 2019 წელს
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო
 
2009 1 0
2010 6 1
2011 5 1
2012 5 0
2013 6 0
2014 4 1
2015 3 0
2016 4 1
2017 4 2
2018 2 0
2019 5 1
ჯამში 45 7

ტიტულები

რედაქტირება

„როსტოვი“

„სპარტაკი მოსკოვი“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 2007 წელს. gff.ge.
  2. ჯანო ანანიძემ არჩევანი გააკეთა - რუსეთის ნაკრებში არ ითამაშებს
  3. ანანიძის გოლი ნალჩიკის წინააღმდეგ. YouTube
  4. კარპინმა ანანიძე „სპარტაკის“ ძირითად გუნდში აიყვანა
  5. ანანიძემ კარპინი აღაფრთოვანა. გაზეთი „მსოფლიო სპორტი“
  6. კარპინი ანანიძეს კვლავ დააკვირდება
  7. ანანიძემ „სპარტაკი“ რუსეთის თასის მერვედფინალში გაიყვანა
  8. ანანიძის გოლი კრასნოდარის წინააღმდეგ. YouTube.
  9. ანანიძის მორიგი შედევრი; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  10. ანანიძის გოლი კრილიას წინააღმდეგ. YouTube.
  11. ანანიძის დებიუტი რუსეთის ჩემპიონატში; YouTube
  12. ქართველმა ლეგიონერებმა იტალიურ ლეგიონთან შერკინებამდე ბოლო რეპეტიცია გაიარეს
  13. ყენიამ სასტარტო დააგემოვნა, კობიმ სამქულიანი „გაისროლა“
  14. კუპერმა ანანიძე ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  15. კუპერს ანანიძე დააკლდა; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  16. ანანიძეს "სპარტაკში" ატყუებენ - რუსეთში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  17. ჯანო ანანიძე: "ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშებ; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  18. კუპერი ანანიძეს კვლავ უხმობს; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  19. ჯანო ანანიძე: "მე ქართველი ვარ..."; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  20. ანტირეკორდი და ანტიფეხბურთი გრძელდება; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"
  21. სწორება ახალგაზრდებზე - მათ ქართველებს სანაკრებო მომავალი გაუნათეს; გაზეთი "მსოფლიო სპორტი"