ამხერი[2]სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ლელოვანის თემში.[3] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.

სოფელი
ამხერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ლელოვანი
კოორდინატები 41°38′41″ ჩ. გ. 42°43′37″ ა. გ. / 41.64472° ჩ. გ. 42.72694° ა. გ. / 41.64472; 42.72694
ცენტრის სიმაღლე 1200
მოსახლეობა 97[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
300
300
ამხერი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ამხერი
ამხერი — ადიგენის მუნიციპალიტეტი
ამხერი

ამხერი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში. წერილობით წყაროებსა და ძველ რუკებზე შემორჩენილია სოფლის თავდაპირველი სახელი ავხერი. დასახლების სიძველეზე მიუთითებს მთის ფერდობზე ნაპოვნი კერამიკული სადგარი (ძვ. წ. III ათასწლეული). თხემზე შემორჩენილია ნაციხარის კედლები, რომელიც ნაგებია მშრალი წყობითა და კირხსნარით. აქ აკრეფილი კერამიკა ადასტურებს, რომ ეს წინაფეოდალური სიმაგრე მოქმედებდა ადრინდელ ფეოდალურ ხანაშიც. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ეკლესიის ნანგრევებია. ეკლესიის ირგვლივ ჩანს სასაფლაოსა და გალავნის ნაშთები. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით XVI საუკუნის ბოლოს ამხერი შედიოდა ახალციხის ლივის უდის რაიონში და იყო ათკომლიანი სოფელი, სადაც განვითარებული იყო მეფუტკრეობა, მეცხვარეობა, მემინდვრეობა. ამხერის მკვიდრი მაჰმადიანი ქართველები (მესხები) 1944 წელს შუა აზიაში გაასახლეს. სოფელი აღდგა 1987 წლიდან, ამჟამად ამხერში ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა. შემორჩენილია შედარებით გვიანდელი პერიოდის მაჰმადიანური მეჩეთი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 97 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 100 51 49
2014[1]   97 55 42

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
  3. 3.0 3.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.