ამოს ოზი
ამოს ოზი (ებრ. עמוס עוז; ნამდვილი სახელი და გვარია ამოს კლაუსნერი; დ. 4 მაისი, 1939 — 28 დეკემბერი, 2018)[18] — ისრაელელი მწერალი, რომანისტი და ინტელექტუალი. იყო ებრაული ლიტერატურის პროფესორი ნეგევის ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტში. 1967 წლიდან მოყოლებული აქტიურად იცავდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შეთანხმებას („ორი სახელმწიფო ორი ერისთვის“).
ამოს ოზი 40-მდე წიგნის ავტორია, მათ შორის: რომანების, მოთხრობების კრებულების, საბავშვო წიგნებისა და ესეების. მისი ნაწარმოებები ისრაელელ მწერალთა შორის ყველაზე მეტ, 45 ენაზეა ნათარგმნი. არის სხვადასხვა პრემიის მფლობელი, მათ შორის: ისრაელის (1998), ოვიდიუსის (2004), გოეთეს (2005), ჰაინრიხ ჰაინეს (2008) და ფრანც კაფკას (2013) პრემიების მფლობელი.
ნიუ-იორკ ტაიმზის მიერ გამოქვეყნებულ ნეკროლოგში ამოს ოზი „ისრაელის მოწინავე მწერლად და პატივსაცემ ინტელექტუალადაა“ მოხსენიებული.[18]
ბიოგრაფია
რედაქტირებაამოს კლაუსნერი (შემდეგში ოზი) 1939 წელს იერუსალიმში დაიბადა და კარემ ავრაჰამის სამეზობლოში გაიზარდა. იგი ფანია (მუსმანი) და იეჰუდა კლაუსნერის ერთადერთი შვილი იყო. ამოს კლაუსნერის მშობლები იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში სწავლისას შეხვდნენ ერთმანეთს. მამის ოჯახი ლიეტუვიდან იყო, სადაც ფერმერობით ირჩენდნენ თავს, ვილნიუსის მიხედვილთ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს უვლიდნენ და ბოსტნეული მოჰყავდათ. მამა ვილნიუსში (მაშინ პოლონეთის ნაწილი) ისტორიასა და ლიტერატურას სწავლობდა და შედარებითი ლიტერატურის პროფესორობა სურდა, თუმცა აკადემიურ სფეროში არ შეუღწევია. ცხოვრების დიდი ნაწილი ებრაელთა ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში მუშაობდა.
1952 წელს დედამ თავი მოიკლა. 14 წლისა კიბუც ჰულდაში გაწევრიანდა. მისი გვარი ამ დროს შეიცვალა. ოზი ებრაულად „მამაცს“ ნიშნავს. ის სოციალისტი სიონისტი გახდა, სწორედ ამიტომ არჩია თელ-ავივს იერუსალიმი.
მსახურობდა ჯარში. მონაწილეობდა სირიის საზღვარზე პარტიზანულ ბრძოლებში. ექვსდღიანი ომის დროს სინაის ნახევარკუნძულზე სატანკო შენაერთში მსახურობდა, ხოლო იომ-ქიფურის ომის დროს - გოლანის მაღლობებზე.
მოთხრობების პირველი კრებული 1965 წელს გამოიცა. პირველი რომანი - 1966 წელს. ოზის „სიყვარულისა და წყვდიადის ამბავი“ 2007 წელს პირველად ითარგმნა ჩინურად (შესაბამისად, ოზი პირველი ავტორია“). მისი ერთ-ერთი მოთხრობა ნათარგმნია ესპერანტოზე.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1965 — ხოლონის მუნიციპალიტეტის ლიტერატურული პრემია.[19]
- 1976 — ბრენერის პრემია[19]
- 1983 — ბერნშტაინის პრემია (ებრაული რომანის კატეგორია) რომანისთვის სრულყოფილი მშვიდობა.
- 1984 — ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი[20]
- 1986 — ბიალიკის პრემია ლიტერატურაში (იცხაკ ორპაზთან ერთად)[21]
- 1997 — საპატიო ლეგიონის ორდენი[20]
- 1998 — ისრაელის პრემია ლიტერატურაში[22]
- 2004 — Die Welt-ის პრემია ლიტერატურაში[23]
- 2004 — ოვიდიუსის პრემია[24]
- 2005 — გოეთეს პრემია[25]
- 2006 – იერუსალიმ-აგნონის პრემია[20]
- 2006 – კორაინის ლიტერატურული პრემია (გერმანია)[20]
- 2007 – ასტურიასის პრინცესის პრემია ლიტერატურაში (ესპანეთი)[20][26]
- 2007 – სიყვარულისა და წყვდიადის ამბავი ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ათ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს შორის დასახელდა[20]
- 2008 – გერმანიის პეზიდენტის უმაღლესი საპატიო ჯილდო[20]
- 2008 – პრიმო ლევის პრემია (იტალია)[20]
- 2008 – ჰაინრიხ ჰაინეს პრემია (გერმანია)[20][27]
- 2008 – თელ-ავივის უნივერსიტეტის დან დავიდის პრემია (ატომ ეგოიანთან და ტომ სტოპარდთან ერთად)[28]
- 2010 – წიგნის ბაზრობის პრემია, ბუდაპეშტი („სიცოცხლისა და სიკვდილის რითმა“)
- 2010 – ისრაელის მუზეუმის საპატიო წევრი (მაისი, 2010, იერუსალიმი)
- 2010 – Prix Mediterrannee (უცხოელთა კატეგორიაში)
- 2010 – ტორონტოს ფესტივალის მკითხველთა ჯილდო
- 2010 – ზიგფრიდ უნსელდის პრემია, გერმანია
- 2010 – სიენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
- 2010 – ტორონტოს საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მკითხველთა ჯილდო
- 2010 – Prix Mediterranee Etranger, საფრანგეთი (ნაწარმოებისთვის „სცენები სოფლის ცხოვრებიდან“)
- 2010 – ნაპოლის პრემია (ნაწარმოებისთვის „სცენების სოფლის ცხოვრებიდან“)
- 2010 – იერუსალიმის ისრაელის მუზეუმის საპატიო წევრი
- 2011 – „იგივე ზღვის“ მიხედვით თეატრალური წარმოდგენა (თელ-ავივი) და ოპერა (ბარი, იტალია) დაიდგა
- 2011 – მელბურნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
- 2012 – ბუქარესტის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
- 2012 – ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას ლიტერატურული პრემია ნაწარმოებისთვის „ბოროტი იურისტის ბორცვი“
- 2013 – ლოძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, პოლონეთი
- 2013 – ნიუმანის პრემია ლიტერატურაში, ებრაული უნივერსიტეტი, იერუსალიმი
- 2013 – ფრანც კაფკას პრემია[29][30]
- 2014 – სამოქალაქო დამსახურების ორდენი[31]
- 2014 – ზიგფრიდ ლენცის ლიტერატურული პრემია, ჰამბურგი
- 2014 – ებრაელთა ეროვნული ჯილდო წლის წიგნისთვის „მეგობრებს შორის“, აშშ
- 2014 – დუბლინის ტრინიტის კოლეჯის საპატიო დოქტორის წოდება, ირლანდია
- 2015 – ფილმის სიყვარულისა და წყვდიადის ამბავი მსოფლიო პრემიერა, რომელიც ამოს ოზის ავტობიოგრაფიულ რომანზეა დაფუძნებული.[32]
- 2015 – მილანის უნივერსიტეტის საპატიო წოდება (ენასა და კულტურაში კომუნიკაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის)[33]
- 2016 – სან-მარტინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
- 2016 – რენმინის უნივერსიტეტის პრემია, ჩინთეთი
- 2016 – პრემია „Bottari Lattes Grinzane“, იტალია
- 2016 – საერთაშორისო ლიტერატურული პრემია „Città di Vigevano“, იტალია
- 2017 – აბრაჰამ გრიგერის ჯილდო (ბერლინი)
- 2017 – სიონის მთის ჯილდო (ნაწარმოებისთვის „იუდა“)
- 2017 – „იუდა“ ბუკერის საერთაშორისო პრემიის მოკლე სიაში შეიტანეს
- 2018 – სტიგ დაგერმანის პრემია,[34] შვედეთი, (ნაწარმოებისთვის „იუდა“)
- 2018 – იასნაია პოლიანის (ტოლსტოის) პრემია, მოსკოვი (ნაწარმოებისთვის „იუდა“)
- 2018 – ტაორიმის წიგნის ფესტივალის ჯილდო, სიცილია (ნაწარმოებისთვის „იუდა“)
ნაშრომები
რედაქტირებაამოს ოზი რომანებს, ნოველებსა და მოთხრობებს ებრაულ ენაზე წერდა. იგი ესეებსა და სტატიებს ისრაელისა და უცხოეთის გამომცემლობებისთვისაც წერდა.[35] ოზის ნაშრომები გერმანიის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული, მათ შორის:[36]
არამხატვრული
რედაქტირება- ისრაელის მიწაზე (ესეები პოლიტიკურ თემებზე) ISBN 0-15-144644-X
- ისრაელი, პალესტინა და მშვიდობა: ესეები (1995) (თავდაპირველად დაიბეჭდა სახელწოდებით: „ვისია წმინდა მიწა“ (1994).)
- ამ მრისხანე სინათლის ქვეშ (1995) ISBN 0-521-44367-9
- ისრაელის ლიტერატურა: გამონაგონის ამსახველი რეალობის შემთხვევა (1985) ISBN 0-935052-12-7
- ლიბანის ფერდობები (1989) ISBN 0-15-183090-8
- ამბის დასაწყისი: ესეები ლიტერატურაზე (1999) ISBN 0-15-100297-5
- სიყვარულისა და წყვდიადის ამბავი (2002) ISBN 0-15-100878-7
- როგორ განვკურნოთ ფანატიკოსი (2006) ISBN 978-0-691-12669-2
- ებრაელები და სიტყვები (20 ნოემბერი, 2012); Oz, Amos; Oz-Salzberger, Fania. New Haven: Yale University Press. ISBN 9780300156478
- ძვირფასი ზელოტები: წერილები გახლეჩილი მიწიდან (2017) Houghton Mifflin Harcourt, ISBN 9781328987006
- რა არის ვაშლში? (საუბრები შირა ჰადადთან), 2018
მხატვრული
რედაქტირება- სადაც ჯაკალები ყმუიან (1965) ISBN 0-15-196038-0
- სხვაგან, ალბათ (1966) ISBN 0-15-183746-5
- ჩემო მიხაელ (1968) ISBN 0-394-47146-6
- სიკვდილამდე (1971) ISBN 0-15-193095-3
- შეეხე წყალს, შეეხე ქარს (1973) ISBN 0-15-190873-7
- ბოროტი იურისტის ბორცვი (1976) ISBN 0-7011-2248-X ; ISBN 0-15-140234-5
- Soumchi (1978) ISBN 0-06-024621-9 ; ISBN 0-15-600193-4
- სრულყოფილი მშვიდობა (1982) ISBN 0-15-171696-X
- შავი ყუთი (1987) ISBN 0-15-112888-X
- იმისთვის, რომ ქალს იცნობდე (1989) ISBN 0-7011-3572-7 ; ISBN 0-15-190499-5
- Fima (1991) ISBN 0-15-189851-0
- ღამე არ უწოდო (1994) ISBN 0-15-100152-9
- პანტერა სარდაფში (1995) ISBN 0-15-100287-8
- იგივე ზღვა (1999) ISBN 0-15-100572-9
- სამოთხის სიჩუმე: აგნონის შიში ღმერთის მიმართ (2000) ISBN 0-691-03692-6
- უეცრად ტყის სიღრმეში (იგავი ყველა ასაკისთვის) (2005), ინგლისური თარგმანი ეკუთვნის სონდრა სილვერსთონს (2010)
- სიცოცხლისა და სიკვდილის რითმა (2007) ISBN 978-0-7011-8228-1
- სცენები სოფლის ცხოვრებიდან (2009)
- მეგობრებს შორის (2012)
- იუდა (2014)
მოთხრობები
რედაქტირება- Oz, Amos (22 იანვარი, 2007). „მემკვიდრეები“. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 28 March 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - Oz, Amos (8 დეკემბერი, 2008). „მოლოდინი“. The New Yorker. 84 (40): 82–89. ციტირების თარიღი: 22 May 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - Oz, Amos (17 იანვარი, 2011). „ნორვეგიის მეფე“. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2011. ციტირების თარიღი: 17 January 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Amos Oz Archive
- 2008 Dan David Prize laureate
- Amos Oz – The Nature of Dreams, Documentary film about Amos Oz: In-depth interviews, situations and literature quotes
- Heinrich Heine Award for Amos Oz: A Literary Bridge-Builder Par Excellence
- Tal Niv from Haaretz speaks with Amos Oz about "Rhyming Life and Death" and more
- გარეგნობა C-SPAN-ზე
- Amos Oz interviewed on CBC Radio's Writers and Company (2010)
- "The Art of Fiction, No. 148" (Amos Oz interview), The Paris Review (Fall 1996)
სტატიები
რედაქტირება- "Arafat's gift to us: Sharon", The Guardian, 8 February 2001
- "An end to Israeli occupation will mean a just war", The Observer, 7 April 2002
- "Free at last", Ynetnews, 21 August 2005
- "This can be a vote for peace", The Guardian, 30 March 2006
- "Defeating the extremists", Ynetnews, 21 November 2007
- "Don't march into Gaza", Ynetnews, 13 February 2008
- "Secure ceasefire now", Ynetnews, 31 December 2008
- http://www.tcd.ie/registrar/honorary-degrees/
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 The Fine Art Archive
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118855379 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ http://www.fpa.es/es/premios-princesa-de-asturias/premiados/2007-amos-oz.html?especifica=0
- ↑ https://www.frankfurt.de/sixcms/detail.php?id=21489
- ↑ https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/1990-1999/amos-oz
- ↑ http://web.gencat.cat/ca/generalitat/premis/pic/
- ↑ Real Decreto 1747/2008, de 24 de octubre, por el que se concede la Gran Cruz de la Orden del Mérito Civil al señor Amos Oz, Escritor israelí // Boletín oficial del Estado — Agencia Estatal Boletín Oficial del Estado, 2008. — გამ. 254. — P. 42433. — ISSN 0212-033X
- ↑ http://ecrivainsisraeliens.over-blog.com/article-20533399.html
- ↑ http://www3.huji.ac.il/htbin/hon_doc/doc_search.pl?search
- ↑ Jerusalem: Kirchlicher Friedenspreis für Amos Oz
- ↑ 18.0 18.1 Kershner, Isabel (28 December 2018). „Amos Oz, Israeli Author and Peace Advocate, Dies at 79“. The New York Times. ციტირების თარიღი: 29 December 2018.
- ↑ 19.0 19.1 Curriculum Vitae he. Ben-Gurion University of the Negev. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 29 December 2018
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 20.5 20.6 20.7 20.8 Amos Oz. The Institute for the Translation of Hebrew Literature (2012).
- ↑ List of Bialik Prize recipients 1933–2004 (in Hebrew), Tel Aviv Municipality website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი 2020.
- ↑ Israel Prize Official Site – Recipients in 1998 (in Hebrew).
- ↑ WELT-Literaturpreis an Amos Oz verliehen de. Berliner Morgenpost (13 November 2004). ციტირების თარიღი: 11 November 2012
- ↑ „Amos Oz receives Romanian Ovidius Prize“.
- ↑ Lev-Ari, Shiri (15 September 2005). „Two kids head off in search of truth“. Haaretz. ციტირების თარიღი: 28 March 2011.
- ↑ Akiva Eldar, "Border Control / The Spanish conquest", Haaretz, 30 October 2007
- ↑ „Literatur-Auszeichnung: Amos Oz gewinnt Heine-Preis“ (გერმანული). Spiegel Online. 21 June 2008.
- ↑ Dan David Prize Official Site – Laureates 2008. Dan David Prize.
- ↑ Israeli Author Amos Oz Wins Franz Kafka Prize. AP (27 May 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი 2020.
- ↑ Amos Oz – the New Laureate of the Franz Kafka Prize. Franz Kafka Society (28 May 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 30 May 2013
- ↑ Amos Oz – Gran Cruz de la Orden del Merito. EFE (4 January 2014). ციტირების თარიღი: 4 January 2014
- ↑ Cain, Sian (28 December 2018). „Israeli novelist Amos Oz dies aged 79“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 28 December 2018.
- ↑ Laurea honoris causa ad Amos Oz it (16 July 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი 2020.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-09. ციტირების თარიღი: 2020-12-16.
- ↑ Itamar Zohar: Amos Oz, Israeli Literary Giant, Dies at 79 Israel News, 28 December 2018
- ↑ Works by Amoz Oz German National Library