ამირ ასადალა ალამი
ამირ ასადალა ალამი (სპარს. امیر اسدالله علم, დ. 1 აპრილი, 1919, ბირჯანდი, ირანი — გ. 14 აპრილი, 1978, ნიუ-იორკი, აშშ) — ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, ირანის პრემიერ-მინისტრი (1962-1964).
ამირ ასადალა ალამი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 აპრილი, 1919 |
დაბადების ადგილი | Birjand |
გარდაცვალების თარიღი | 13 აპრილი, 1978[1] (59 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი |
მოქალაქეობა | ირანი |
ჯილდოები | Grand Cross of the Order of Civil Merit, Grand Cross 1st class of the Order of Merit of the Federal Republic of Germany და Grand Cross of the Order of Polonia Restituta |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა, ირანის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, იბრაჰიმ ალამ შოკატ ალ-მოლკის, ოჯახში რომელიც მსახურობდა სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციის გუბერნატორად და ირანის ფოსტისა და ტელეგრაფის მინისტრად. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი მამასთან ერთად გაემგზავრა თეირანში, სადაც გააცნეს რეზა შაჰ-ფეჰლავი [, რომელმაც იგი სასწავლებლად მიიწვია ყარაჯში ახლად შექმნილ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში. გარდა ამისა, შაჰმა თავად აურჩია მას ცოლი. ქორწილის შემდეგ სასახლის მონახულებისას ამირ ალამი დაუმეგობრდა მუჰამედ რეზა ფეჰლავის.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1943 წელს, 23 წლის ასაკში, იგი გახდა სისტანის და ბელუჯისტანის პროვინციის გუბერნატორი. 1946 წელს იგი დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრად და გახდა მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 1952 წელს შაჰმა პოლიტიკოსს მიანდო მისი უზარმაზარი მიწების მართვა. მუჰამედ მოსადეგის პრემიერობის დროს ამირ ალამს წაართვეს პასპორტი, რომ ქვეყანა ვერ დაეტოვებინა და პოლიტიკოსი იძულებული გახდა ბირჯანში დაბრუნებულიყო. 1962 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც შაჰი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში მოგზაურობიდან, სადაც პრეზიდენტ კენედისთან ერთად განიხილა ირანის ყოვლისმომცველი რეფორმების პროგრამა, ალამი დაინიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.
პოლიტიკური რეფორმის ფარგლებში ქალებს მიენიჭათ აქტიური და პასიური ხმის მიცემის უფლება, გაფართოვდა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობები და გაუქმდა შეზღუდვები მათთვის რამდენიმე სამთავრობო თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ამავე დროს, მათ მიიღეს ფიცის დადების უფლება არა ყურანზე, არამედ საკუთარ წმინდა წიგნებზე. ისლამური სამღვდელოება ამ ინიციატივებს ომის გამოცხადებად აღიქვამდა. არეულობის ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, თეირანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ერთი მომიტინგე დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა, თუმცა, შედეგად, ფიცის დადებასთან დაკავშირებული დებულებები გამოირიცხა საარჩევნო კანონმდებლობიდან. თუმცა ქალებს ხმის მიცემის უფლების მინიჭების საკითხზე ალიამი მტკიცე იყო.
1963 წლის ივნისში თეირანსა და ყუმში დაიწყო სპონტანური დემონსტრაციები რუჰოლა ხომეინის მხარდასაჭერად, რომელიც ორი დღით ადრე დააკავეს შაჰის მთავრობის კრიტიკისთვის. არეულობის ჩახშობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.
მზარდმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელმაც აიათოლა ხომეინი სულიერი და პოლიტიკური ოპოზიციის ხელმძღვანელობამდე მიიყვანა, 1964 წლის მარტში მმართველი კაბინეტის გადადგომა გამოიწვია. ათი დღის შემდეგ პოლიტიკოსი შირაზის ფეჰლევის უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა, რომელიც ქვეყნის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი უმაღლესი სასწავლებელია.
1966-1977 წლებში იგი იყო სასახლის საქმეთა მინისტრი. ამ თანამდებობაზე მან წამყვანი როლი შეასრულა ირანის მონარქიის 2500 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვასა და წარმართვაში. 1977 წლის ივლისში მკურნალობის აუცილებლობის გამო, მას ჰქონდა სიმსივნე, გადავიდა ევროპაში, შემდეგ გადავიდა აშშ-ში.
ამირ ალამი გარდაიცვალა 1978 წლის 13 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ ნიუ-იორკში.
ლიტერატურა
რედაქტირება'Alí Rizā Awsatí (عليرضا اوسطى), Iran in the Past Three Centuries (Irān dar Se Qarn-e Goz̲ashteh - ايران در سه قرن گذشته), Volumes 1 and 2 (Paktāb Publishing - انتشارات پاکتاب, Tehran, Iran, 2003). ISBN 964-93406-6-1 (Vol. 1), ISBN 964-93406-5-3 (Vol. 2).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Library of Congress Authorities — Library of Congress.