საგანგებო მდგომარეობა
საგანგებო მდგომარეობა — სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების და მისთ. ფუნქციონირების განსაკუთრებული საკანონმდებლო რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში ან მის გარკვეულ ნაწილში შემოაქვთ საშინაო ან საგარეო საშიშროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოიცავს მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვას, ასევე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაწესებას. ამგვარი მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელს (მაგ. პრეზიდენტს). ასეთი დეკლარაცია როგორც წესი კეთდება ბუნებრივი კატასტროფების, სამოქალაქო არეულობების პერიოდში, ან ომის გამოცხადების შემდეგ (შესაბამისად, დემოკრატიულ ქვეყნებში მას სამხედრო რეჟიმს უწოდებენ).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The protection of human rights in emergency situations, PACE report (2009)
- Opinion on the protection of human rights in emergency situations, Venice Commission (2006)