ალექსეი მურავიოვი
ალექსეი ვლადიმირის ძე მურავიოვი (რუს. Алексе́й Влади́мирович Муравьёв; დ. 1 აგვისტო 1969, მოსკოვი, სსრკ) — რუსი ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, რელიგიათმცოდნე, აღმოსავლეთის ქრისტიანობის ისტორიის სპეციალისტი, პუბლიცისტი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლეს სკოლასთან“ არსებული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის აღმოსავლეთის ცივილიზაციური განვითარების კათედრის უფროსი მასწავლებელი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ისტორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი.
ალექსეი მურავიოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 აგვისტო, 1969 (55 წლის) |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
საქმიანობა | ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, religious studies scholar, პუბლიცისტი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ეკონომიკის უმაღლესი სკოლა და მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | Vladimir Sergeyevich Muravyov |
ალექსეი მურავიოვის მთავარ სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, სომხეთის, კავკასიის ალბანეთის კულტურათა შესწავლა და კვლევა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსეი მურავიოვი დაიბადა 1969 წლის 1 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში ცნობილი მთარგმნელისა და ლიტერატურათმცოდნის ვლადიმირ მურავიოვის ოჯახში. დაამთავრა ქ. მოსკოვის კრასნოპრესნენსკის რაიონის № 31-ე სკოლა.
1992 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. დაკავებული იყო აღმოსავლეთმცოდნეობითი დისციპლინებით საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში.
ალექსეი მურავიოვი მუშაობდა ცნობილ ორიენტალისტთან მიხიელ ვან ესბრუკთან (ნიდერლ. Michel van Esbroeck) ერთად საფრანგეთსა და გერმანიაში. 1995 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ივლიანე განდეგილი და IV—V საუკუნეების ადრებიზანტიური პოლიტიკური თეორია“ (სპეციალობა — 07.00.03) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
მუშაობდა რუსეთის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიის პრეს-მდივნად.
2004—2014 წლებში იყო მოსკოვის სასულიერო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე.
2014 წლიდან ჟურნალ „ვესტნიკ დრევნეი ისტორიი“-ს (ქართ. ძველი ისტორიის მაცნე) სარედაქციო კოლეგიის წევრი.
რუსეთის რელიგიათმცოდნეობითი ცენტრების ასოციაციის მმართველობითი საბჭოს წევრი. სირიის კვლევათა საერთაშორისო საზოგადოების წევრი (პარიზი).
2003 წლიდან — უმაღლეს კვლევათა ინსტიტუტის წევრი (პრინსტონი, აშშ).
საინტერესო ფაქტები მკვლევრის შესახებ
რედაქტირება- ალექსეი მურავიოვი არის ლიტერატურათმცოდნე ირინა მურავიოვასა (რუს. Ирина Игнатьевна Муравьёва) და ფილოსოფოსის, კულტუროლოგის, მწერლისა და ესეისტის გრიგორი პომერანეცის (რუს. Григорий Соломонович Померанец) შვილიშვილი.
- ბავშვობაში ალექსეი მურავიოვი გადაიღეს ტელესერიალში „სტუმარი მომავლიდან“ (რუს. телесериал «Гостья из будущего»), რომელშიც მან სკოლის მოსწავლის, ბორია მესერერის როლი ითამაშა.
- 2013—2014 წწ. ალექსეი მურავიოვმა დაწერა სერია პუბლიცისტური ფილოსოფიურ-ისტორიული სტატიებისა, რომელიც გამოქვეყნდა რუსეთის ცნობილ საიტზე „პოლიტ.რუ“ (რუს. «Полит.ру», проект «Русская политейя»).
- 2022 წელს ალექსეი მურავიოვმა ჩაატარა 8 ლექციისგან შემდგარი ონლაინ ლექტორიუმი სახელწოდებით "საქართველოს კულტურა და ისტორია".
ლიტერატურა
რედაქტირება- Лункин, Р. Н.: Российская православная автономная церковь (РПАЦ) // Современная религиозная жизнь России. Опыт систематического описания — М.: Университетская книга, Логос, 2004. — ტომი I. — 328 გვერდი. — 2000 ეგზემპლარი. — ISBN 5-94010-237-9.
საჯარო გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა
რედაქტირებაალექსეი მურავიოვის გამოსვლების სატელევიზიო ჩანაწერები თემების მიხედვით.
ძველი ენები
რედაქტირებარელიგია, კულტურა
რედაქტირება- "ქართული ქრისტიანობის კულტურა"
- "სომხური ქრისტიანობის კულტურა"
- "კავკასიის ალბანეთის ქრისტიანული კულტურა"
- "ქრისტიანობის გავრცელება კავკასიაში"
- "განა არის კი რაიმე განსხვავება ეთიოპიასა და საქართველოს შორის?" (ქრისტიანული აღმოსავლეთის მეცნიერების საფუძვლები)
- "ეთიოპიური ქრისტიანული კულტურა"
- "კოპტური ქრისტიანული კულტურა"
- "სირიის ქრისტიანული კულტურა"
- "სირიის ლიტერატურა"
- "უიღურული და სირიულ-ჩინური ქრისტიანული კულტურა"
- "ნუბიის ქრისტიანული სამეფოს კულტურა"
- "ირანულენოვანი ქრისტიანული კულტურა"
- "სირიის ცივილიზაცია: ხიდი დროსა და სივრცეში"
- "ქრისტიან არაბთა ისლამამდელი კულტურა"
- "ქრისტიან არაბთა კულტურა VII საუკუნის შემდეგ"
- "ირანულენოვანი ქრისტიანული კულტურა"
- "ქრისტიანული აღმოსავლეთის ცივილიზაციები"
- "ძველი მსოფლიოს ქრონოლოგია"
- "ქრისტიანული აღმოსავლეთის ინტელექტუალური კულტურა"
- "სახელები ქრისტიანულ აღმოსავლეთში"
- "სოციალური სტრუქტურები ქრისტიანულ აღმოსავლეთში"
- „აღმოსავლეთი ჩვენში“
- "ძველმორწმუნეობა ("სტაროობრიადელობა"), რუსული საზოგადოებისა და ეკლესიის განხეთქილება XVII საუკუნეში"
ლექციების კურსი "საქართველოს კულტურა და ისტორია"
რედაქტირება- "ქართველები და მათი მეზობლები" (12.04.2022)
- "ქართველური სივრცის ენები" (19.04.2022)
- "სარწმუნოება და დამწერლობა" (26.04.2022)
- "დიად მისიათა ეპოქა" (3.05.2022)
- "საქართველოს არაბთა და თურქთა შორის" (10.05.2022)
- "საქართველო მონგოლების, სპარსელების და რუსეთის იმპერიის ეპოქაში (17.05.2022)
- "ქართველთა ძველი ლიტერატურა (24.05.2022)
- "ქართველების შუა საუკუნეებისა და ახალი ლიტერატურა (31.05.2022)
- "საქართველოს პოლიტიკური კულტურა (7.06.2022)