ალექსანდრე საბაშვილი

ალექსანდრე საბაშვილი (დ. 26 თებერვალი, 1917, ბათუმი — გ. 1971) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი. დიდი სამამულო ომის (1941–1945) მონაწილე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსანდრე საბაშვილი დაიბადა ბათუმში. 1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი თბილისში.

მსახურობდა არქიტექტორად საბჭოთა კავშირის საავიაციო მრეწველობის სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში (მოსკოვი, 1946), „საქკომუნპროექტში“ (1947, შემდგომში — „საქქალაქმშენსახპროექტი“); 1954 წლიდან გარდაცვალებამდე იყო დირექტორი.

ნამუშევრები

რედაქტირება

საცხოვრებელი სახლები ფილისა და ტუშინოში (1946, ვ. საუკესთან ერთად), ადმინისტრაციული ცენტრები თერჯოლაში, ტყიბულსა და ზუგდიდში (1948), ი. სტალინის ძეგლი გურჯაანში (1949); თბილისში: მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას საცხოვრებელი სახლი „კოლხური კოშკი“ (1948), საცხოვრებელი სახლი ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე (1949; გ. გრესელთან ერთად), სპორტული კომპლექსი (1949; ვ. ბერიძესთან ერთად), საცხოვრებელი სახლი ვ. ბარნოვის ქუჩაზე (1956; შ. დავითაშვილთან და ნ. მესხთან ერთად), „საქქალაქმშენსახპროექტის“ ადმინისტრაციული შენობა (1962; ს. რევიშვილთან, დ. ჩოფიკაშვილთან და სხვებთან ერთად), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსი (1970; შ. კაჭკაჭიშვილთან, ლ. მეძმარიაშვილთან და სხვებთან ერთად) და სხვა.

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 762, ISBN 99928-20-32-2.
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ. 494, თბ., 2017.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება