ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა

ქუჩა თბილისში

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (ვაკე); კორნელი კეკელიძის ქუჩიდან არჩილ მიშველაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. ადრე ვაკის ქუჩა ერქვა, თბილისის 1926 წლის ცნობარის მიხედვით — ვაკის პროსპექტი. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია ვაკის ახალი ქუჩების სიაში. 30-იან წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა. ქუჩაზეა ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი. მისივე სახელობი სკვერში დგას კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი (მოქანდაკე — თენგიზ კიკალიშვილი, არქიტექტორი — თამაზ თევზაძე).

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველო
ქალაქი თბილისი
რაიონი ვაკის რაიონი
უბანი ვაკე
წინა სახელები ვაკის ქუჩა, ვაკის პროსპექტი
ატარებს სახელს ზაქარია ფალიაშვილი

ლიტერატურა

რედაქტირება