ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალბერტ შვეიცერი ( დ. 14 იანვარი, 1875 - გ. 4 სექტემბერი, 1965 ) — ელზასელი ერუდიტი, ღვთისმეტყველი, ორგანისტი, მწერალი, ჰუმანიტარი, ფილოსოფოსი და ექიმი.

ალბერტ შვეიცერი
გერმ. Albert Schweitzer[1]
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1875(1875-01-14)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [1]
დაბადების ადგილი Kaysersberg, Alsace–Lorraine, გერმანიის იმპერია[19] [1] [20]
გარდაცვალების თარიღი 4 სექტემბერი, 1965(1965-09-04)[19] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [21] [15] [16] [18] (90 წლის)
გარდაცვალების ადგილი Lambaréné, გაბონი[22]
დასაფლავებულია Albert Schweitzer Hospital
საქმიანობა თეოლოგი[15] , ფილოსოფოსი[15] , ექიმი[15] , organist, ექიმი-მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, მუსიკოლოგი, მუსიკის ისტორიკოსი, კომპოზიტორი და მისიონერობა[15]
ენა ფრანგული ენა და გერმანული ენა
მოქალაქეობა გერმანიის იმპერია[23] [1]
საფრანგეთი
ალმა-მატერი სტრასბურის უნივერსიტეტი, ტიუბინგენის უნივერსიტეტი და კარლ ფერდინანდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი[14]
Magnum opus The Quest of the Historical Jesus
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[24] [25] , მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე, გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[26] , გოეთეს პრემია, Goethe Plaque of the City of Frankfurt, Paracelsus Medal of the German Medical Association, ჯეიმზ კუკის მედალი[27] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[28] , honorary citizen of Pfaffenhoffen[22] , Goethe Medal for Art and Science, SEP-ის დიდი ოქროს მედალი, სონინგის პრემია, ღირსების ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[29] , საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი[29] და Prince Carl Medal
მეუღლე Helene Bresslau
შვილ(ებ)ი Rhena Schweitzer Miller
ნათესავ(ებ)ი ჟან-პოლ სარტრი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

მან მიიღო 1952 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მისი ფილოსოფიისთვის „სიცოცხლის პატივისცემა“, [30] გახდა მერვე ფრანგი, რომელმაც მიიღო ეს პრიზი. მისი ფილოსოფია მოიცავდა მრავალ გზას, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილია ლამბარენეში ალბერტ შვეიცერის ჰოსპიტალის დაარსება და შენარჩუნება. ეს ტერიტორია 1958 წლამდე იყო საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის შემადგენლობაში და შემდეგ გაბონის ტერიტორიაზე. მუსიკოსი და ორგანისტი შვეიცერი სწავლობდა გერმანელი კომპოზიტორის იოჰან სებასტიან ბახის მუსიკას.

ეროვნება

რედაქტირება

შვეიცერი დაიბადა გერმანიის იმპერიაში, ელზას-ლოთარინგიის საიმპერატორო მხარეში. მოგვიანებით იგი საფრანგეთის მოქალაქე გახდა, რადგან პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ელზასი გახდა საფრანგეთის ტერიტორია.

განათლება

რედაქტირება
 
შვეიცერი 1912 წელს. ( თანამედროვე ხელოვნების სტრასბურგის მუზეუმი )

შვეიცერი დაიბადა 1875 წლის 14 იანვარს კეისერსბერგში, ელზასში, რომელიც მის დაბადებამდე ოთხი წლით ადრე გერმანიის იმპერიის ელზას-ლოთარინგიის საიმპერატორო ტერიტორია გახდა. ის იყო ლუი შვეიცერის და ადელ შილინგერის ვაჟი. [31] [32] მან ბავშვობა გაატარა გუნსბახში, ასევე ელზასში, სადაც მამამისი ადგილობრივი ლუთერან – ევანგელური პასტორი და ასწავლიდა მუსიკის დაკვრას. [33] [34] შვეიცერი, პასტორის ვაჟი, გაიზარდა რელიგიურად შემწყნარებელ გარემოში და განუვითარდა რწმენა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყოველთვის უნდა მოქმედებდეს რწმენისა და მიზნის ერთიანობისაკენ. [35]

შვეიცერის პირველი ენა იყო გერმანულის ელზასური დიალექტი. მიულუზის გიმნაზიაში მან მიიღო „აბიტურიუმი“ (საშუალო განათლების სერტიფიკატი) 1893 წელს. 1885 წლიდან 1893 წლამდე ის სწავლობდა ორგანის დაკვრას მიულუზის პროტესტანტულ ტაძარში [36] 1893 წელს მან შეასრულა იოჰან სებასტიან ბახის საორგანო მუსიკა ფრანგი ორგანისტის ჩარლზ-მარი ვიდორის თანდასწრებით. მისი საორგანო მუსიკა შეიცავდა მარადიული მისტიკის გრძნობას. ვიდორი აღფრთოვანდა და დათანხმდა შვეიცერის სწავლებას საფასურის გარეშე, და ამით დაიწყო დიდი და გავლენიანი მეგობრობა. [37]

1893 წლიდან შვეიცერი სწავლობდა პროტესტანტულ ღვთისმეტყველებას სტრასბურის კაისერ ვილჰელმის უნივერსიტეტში. [37] შვეიცერი მსახურობდა ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში 1894 წელს. 1898 წელს იგი დაბრუნდა პარიზში სადოქტორო დისერტაციის დასაწერად კანტის რელიგიური ფილოსოფია შესახებ სორბონის უნივერსიტეტში. [38] 1899 წელს, შვეიცერმა გაატარა ზაფხულის სემესტრი ბერლინის უნივერსიტეტში და საბოლოოდ მიიღო თეოლოგიის ხარისხი სტრასბურგის უნივერსიტეტში . [39] [40] [41] [42] მან გამოაქვეყნა სადოქტორო დისერტაცია ტუბბენის უნივერსიტეტში 1899 წელს. [37]

1905 წელს, შვეიცერმა მედიცინის შესწავლა დაიწყო სტრასბურის უნივერსიტეტში, რაც 1913 წელს სამედიცინო ხარისხის მიღებით დასრულდა. [39] [42]

მედიცინა

რედაქტირება

30 წლის ასაკში, 1905 წელს, შვეიცერმა სურვილი გამოთქვა, ემუშავა პარიზის ევნაგელისტური მისიის საზოგადოებაში, რომელიც ექიმს ეძებდა. ამ მისიონერული საზოგადოების კომიტეტი მზად არ იყო მიეღო მისი შემოთავაზება შვეიცერის ლუთერანული ღვთისმეტყველების გამო. [35] მას ადვილად შეეძლო მიეღო ადგილი გერმანიის ევანგელურ მისიაში, მაგრამ სურდა გაეგრძელებინა თავდაპირველი მიმართულება დოქტრინალული სირთულეების მიუხედავად. მისი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და კოლეგების პროტესტის მიუხედავად, მან თანამდებობა დატოვა და უნივერსიტეტში ხელახლა ჩააბარა სამწლიან კურსზე მედიცინის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

მედიცინის შესწავლის დროსაც და ასევე, მისი კლინიკური კურსის განმავლობაში, შვეიცერმა ჩამოაყალიბა ფილოსოფოს-მეცნიერის იდეალი. მაქსიმალური სიბეჯითისა და შრომისმოყვარეობით წყალობით, მან წარმატებით დაასრულა სწავლა 1911 წლის ბოლოს. მისი სამედიცინო სადისერტაციო ხარისხი იყო კიდევ ერთი ნაშრომი იესოს ისტორიაზე, კერძოდ, იესოს ფსიქიატრიული შესწავლა. მან დაიცვა თემა იესოს გონებრივი ჯანმრთელობა. 1912 წლის ივნისში დაქორწინდა ჰელენ ბრესლაუსთან, რომელიც იყო ობოლთა მუნიციპალური ინსპექტორი და ებრაელი პან-გერმანელი ისტორიკოსის ჰარი ბრესლაუს ქალიშვილი. [43]

1912 წელს, ახლა უკვე სამედიცინო ხარისხით შეიარაღებული, შვეიცერმა კვლავ შეავსო განაცხადი ექიმის პოზიციაზე პარიზის მისიონერულ საზოგადოებაში და განაცხადა, რომ საკუთარი ხარჯებით იმუშავებდა ლამბარენეში, მდინარე ოგოუეს სანაპიროზე, რომელიც გაბონში, აფრიკაში მდებარეობს (მაშინ საფრანგეთის კოლონია იყო). მან უარი თქვა კომიტეტის წევრთა ერთობლივ დასწრებაზე თავისი მოძღვრების გაცნობისას, მაგრამ კომიტეტის თითოეულ წევრს პირადად შეხვდა და ბოლოს წარმატებით ჩაიარა გასაუბრებამ. ღონისძიებებისა და სხვადასხვა ფონდების მოპოვების გზით, იგი მზად იყო მცირე საავადმყოფო სათანადოდ აღეჭურვა. [44] 1913 წლის დასაწყისში ის და მისი მეუღლე გაემგზავრნენ საავადმყოფოს ასაშენებლად (ალბერტ შვეიცერის საავადმყოფო) იქ არსებული მისიონერული პუნქტის მახლობლად [45] ) .

 
მდინარე ოგოუეს წყალგამყოფი ტერიტორია გაბონის დიდ ნაწილს იკავებს. ლამბარენე არის მარცხნივ.

პირველ ცხრა თვეში მან და მისმა მეუღლემ დაახლოებით 2000 პაციენტი გასინჯეს. პაციენტების დიდი ნაწილი ბევრს მოგზაურობდა მრავალი დღის განმავლობაში და ასობით კილომეტრს გადიოდა მათთან მისაღწევად. ტრავმების გარდა, ის ხშირად მკურნალობდა მძიმე მოსკიტურ ციებ-ცხელებასა და ქავილით გამოწვეულ ჭრილობებს, ფრამბეზიას , ტროპიკული წყლულს , გულის დაავადებებს, ტროპიკულ დიზენტერიას, ტროპიკულ მალარიას, აფრიკულ ტრიპანოსომოზს, კეთროვანებას, ცხელებას, თიაქარს, ნეკროზს, მუცლის სიმსივნეებს და ქრონიკულ ყაბზობას და ნიკოტინით მოწამვლას, ასევე ცდილობდა გამკლავდებოდა მიზანმიმართულ მოწამვლას, ფეტიშიზმის და კანიბალიზმის შიშს გაბონის ერთ-ერთ ეთნიკურ ჯგუფში.

შვეიცერის ცოლი, ელენე შვეიცერი, ქირურგიული ოპერაციების დროს ანესთეზოლოგი იყო. ისინის განთავსდნენ თავშესაფარში, რომელიც ადრე გამოიყენებოდა ქათმის ქოხად. 1913 წლის ბოლოს მათ ააშენეს პირველი გოფრირებული რკინის საავადმყოფო. [46] [47]

 
შვეიცერი 1955 წელს

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წლის ივლისში, შვეიცერმა და მისმა მეუღლემ, გერმანიის მოქალაქეებმა საფრანგეთის კოლონიაში, რომელი ქვეყნებიც ჩართული იყვნენ ომში, ფრანგი სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ დააყენეს ლამბარენეში, სადაც შვეიცერმა გააგრძელა მოღვაწეობა. [48] 1917 წელს ოთხიწლიანი მუშაობისა და ტროპიკული ანემიის შედეგად გადაღლილი ექიმი მეუღლესთან ერთად ბორდოში წაიყვანეს. 1918 წლის ივლისში ელზასის სახლში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, იგი კვლავ თავისუფალი კაცი იყო. ამ დროს შვეიცერს, რომელიც გერმანიის მოქალაქედ დაიბადა, მშობლებისგან მიღებული (1871 წლამდე) საფრანგეთის მოქალაქეობა აღუდგა და საფრანგეთის მოქალაქე გახდა. შემდეგ, სტრასბურის სამედიცინო ასისტენტად და ასისტენტ-პასტორის მოსამსახურედ მუშაობა დაიწყო, შეიმუშავა თავისი პროექტი ცივილიზაციის ფილოსოფიაზე, რომელმაც 1900 წლიდან დაიპყრო მისი გონება. 1920 წლისთვის, იგი გამოჯანმრთელდა და დაიწყო სახსრების მოგროვება სესხების დასაფარად და თანხების შეგროვება გაბონში დასაბრუნებლად. 1922 წელს ლექციები ჩაატარა ოქსფორდის უნივერსიტეტში და მომდევნო წელს გამოჩნდა მისი დიდი ნაწარმოებების ტომი I და II , ცივილიზაციის ნგრევა და აღდგენა და ცივილიზაციის ეთიკა . დანარჩენი ორი ტომი „სიცოცხლის პატივისცემის მსოფლიო ხედვა“ და მეოთხე - ცივილიზებულ სახელმწიფოს შესახებ, არასოდეს დასრულებულა.

1924 წელს, შვეიცერი დაბრუნდა გაბონში მეუღლის გარეშე, ოქსფორდის ბაკალავრიატის კუსრდამთავრებულ ნოელ გილესპიესთან ერთად, რომელიც მის ასისტენტად მუშაობდა. მათ იქ მძიმე მდგომარეობა დახვდათ და სამედიცინო პუნქტის მშენებლობა თვეები გაგრძელდა. ის სალვარსანის დახმარებით მკურნალობდა სიფილისურ წყლულებსა და ფრამბეზიას. გაუჩნდა დამატებითი სამედიცინო პერსონალი, მედდა (მის) კოტმანისა და ექიმ ვიქტორ ნესმანის სახით, რომელიც მას შეუერთდა 1924 წელს, ხოლო ექიმი მარკ ლაუტბერგი 1925 წელს. 1925–6 წლებში აშენდა საავადმყოფოების ახალი კორპუსები, ასევე შეიქმნა პალატა თეთრკანიანი პაციენტებისთვის, ასე რომ ეს ადგილი სოფელივით იქცა. შიმშილობის დაწყებამ და დიზენტერიის ეპიდემიამ ახალი პრობლემები შექმნა. სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის და პაციენტების დახმარებით განხორციელდა. აშენდა ახალი საავადმყოფო და შეიქმნა სამედიცინო ჯგუფი, შვეიცერი დაბრუნდა ევროპაში 1927 წელს, ამჯერად გაბონში დატოვა მოქმედი საავადმყოფო.

ის კვლავ დაბდუნდა იქ 1929 წლიდან 1932 წლამდე. თანდათანობით მისი მოსაზრებები და კონცეფციები აღიარეს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მუშაობის კიდევ ერთი პერიოდი იყო 1935 წელს. 1937 წლის იანვარში იგი კვლავ დაბრუნდა ლამბარენეში და იქ განაგრძო მოღვაწეობა მთელი მეორე მსოფლიო ომის დროს .

მოხუცებულობის ასაკი

რედაქტირება
 
შვეიცერის სახლ-მუზეუმი კონიგსფელდში, შავ ტყეში

ქალიშვილის ( რენა შვეიცერი მილერის ) დაბადების შემდეგ, ალბერტის მეუღლემ, ჰელენ შვეიცერმა ჯანმრთელობის გამო ვეღარ შეძლო ლამბარენეში ცხოვრება. 1923 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კონიგსფელდში, სადაც მან ააშენა სახლი ოჯახისთვის. ეს სახლი ახლა შვეიცერის მუზეუმად არის დაცული. [49]

1939–1948 წლებში იგი დარჩა ლამბარენეში, რადგან ომის გამო ვერ შეძლო დაბრუნებულიყო ევროპაში. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, 1948 წელს, იგი პირველად დაბრუნდა ევროპაში და განაგრძო მოგზაურობა (იმოგზაურა აშშ-შიც).

შვეიცერს მიენიჭა 1952 წლის ნობელის პრემია, [50] პრიზის მიღებისას წარადგინა სიტყვა „მშვიდობის პრობლემა“. [51] 1952 წლიდან გარდაცვალებამდე იგი მუშაობდა ბირთვული ტესტირების და ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ალბერტ აინშტაინთან, ოტო ჰანთან და ბერტრან რასელთან ერთად. [52]

1955 წელს იგი დედოფალ ელისაბედ II-სგან მიიღო საპატიო ორდენის (OM) საპატიო წევრის სტატუსი. [53]

შვეიცერი გარდაიცვალა 1965 წლის 4 სექტემბერს საყვარელ საავადმყოფოში, ლამბარენეში, ამჟამად დამოუკიდებელ გაბონში. მისი საფლავი, მდინარე ოგოუეს ნაპირზე აღინიშნება ჯვრით, რომელიც მან თავად შექმნა.

მისი ბიძაშვილი ანა-მარი შვეიცერი სარტრი იყო ჟან-პოლ სარტრის დედა. [54]

შვეიცერი ვეგეტარიანელი იყო. [55] [56] [57]  

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 birth certificate
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Léonore databaseministère de la Culture.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  11. 11.0 11.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. 14.0 14.1 Studenti pražských univerzit 1882–1945
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 The Fine Art Archive
  16. 16.0 16.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  17. Base biographiqueBIU Santé.
  18. 18.0 18.1 Munzinger Personen
  19. 19.0 19.1 Швейцер Альберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  20. https://bibelwissenschaft.de/stichwort/53957/
  21. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  22. 22.0 22.1 https://commune-valdemoder.fr/la-commune-nouvelle/commune-deleguee-de-pfaffenhoffen/albert-schweitzer-citoyen-d-honneur-de-pfaffenhoffen
  23. LIBRISNational Library of Sweden, 2012.
  24. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1952/
  25. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  26. https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/1950-1959/albert-schweitzer
  27. https://www.royalsoc.org.au/awards/past-awards/13-awards/16-james-cook-medal
  28. Schweitzer
  29. 29.0 29.1 Albert Schweitzer
  30. Schweitzer, Albert (10 December 1953), „Award Ceremony Speech“, The Nobel Peace Prize 1952, The Nobel prize, http://nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1952/press.html.
  31. Oermann 2016.
  32. Free 1988.
  33. Stammbaum – Genealogic tree Arbre généalogique de la famille Schweitze, Schweitzer, http://schweitzer.org/dutch/asstamm.htm. წაკითხვის თარიღი: 2020-06-19 დაარქივებული 2006-04-26 საიტზე Wayback Machine. .
  34. Association Internationale Albert Schweitzer, http://www.schweitzer.org/.
  35. 35.0 35.1 Seaver 1951.
  36. A. Schweitzer, Eugene Munch (J. Brinkmann, Mulhouse 1898).
  37. 37.0 37.1 37.2 Joy 1953.
  38. George N. Marshall, David Poling, Schweitzer, JHU Press, 2000, ISBN 0-8018-6455-0
  39. 39.0 39.1 Albert Schweitzer's Ethical Vision A Sourcebook. 
  40. Albert Schweitzer-helene Bresslau: the Years Prior to Lambarene. 
  41. Brabazon 2000.
  42. 42.0 42.1 Albert Schweitzer - Biographical. ციტირების თარიღი: 10 March 2018
  43. Marxsen, Patti M. Helene Schweitzer: A Life of Her Own. First Edition. Syracuse, New York: Syracuse University Press, 2015.
  44. From the Primeval Forest, Chapter 1.
  45. From the Primeval Forest, Chapter 6.
  46. „Admirers Call Dr. Schweitzer "Greatest Man in the World"“. 10 February 1947. pp. 1, 3.
  47. From the Primeval Forest, Chapters 3–5.
  48. Albert Schweitzer 1875–1965 დაარქივებული 2007-12-14 საიტზე Wayback Machine. . schweitzer.org (in German)
  49. Schweitzer museum
  50. The Nobel Peace Prize 1952 (21 May 2014). ციტირების თარიღი: 18 August 2017
  51. Schweitzer 1954.
  52. Declaration of Conscience speech დაარქივებული 2007-10-16 საიტზე Wayback Machine.  – at Tennessee Players
  53. List of Members of the Order of Merit, past and present. British Monarchy. ციტირების თარიღი: 2 December 2008.
  54. Louis Théophile Schweitzer. Roglo.eu. ციტირების თარიღი: 18 October 2011.
  55. History of Vegetarianism – Dr Albert Schweitzer (1875–1965). Ivu.org (4 September 1965). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2011. ციტირების თარიღი: 1 July 2011.
  56. Dr. Albert Schweitzer – Take Heart – Christian Vegetarian Association. All-creatures.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2012. ციტირების თარიღი: 1 July 2011.
  57. In Africa With Schweitzer, (New York: Harper & Row Publishers, 1986), page 165.