ალბანეთის იტალიური ოკუპაცია
1939-1943 წლებში ალბანეთის სამეფო (ალბ. Mbretnija Shqiptare, იტალ. Regno albanese) ან დიდი ალბანეთი[1][2] წარმოადგენდა იტალიის სამეფოს პროტექტორატს. 1939 წელს ალბანეთში იტალიის შეჭრის შემდეგ მას იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III და მისი მთავრობა განაგებდა. ამ პერიოდში ალბანეთი არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ სუბიექტს, ის იყო იტალიის იმპერიის ავტონომიური ნაწილი. იტალია ცდილობდა ალბანეთის დიდი იტალიის შემადგენლობაში ასიმილაციას, აპენინის ნახევარკუნძულიდან აქტიურად ხდებოდა მოსახლეობის ალბანეთის ტერიტორიაზე გადასახლება.[3]
ალბანეთის სამეფო Regno albanese Mbretnija Shqiptare იტალიის სამეფოს პროტექტორატი და დამოკიდებული ტერიტორია. | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი ალბანეთის ჰიმნი (ალბანური) Hymn to the Flag | |||||||||
ალბანეთის სამეფო 1942 წელს. | |||||||||
დედაქალაქი | ტირანა | ||||||||
ენა | ალბანური იტალიური | ||||||||
ფულის ერთეული | ალბანური ლეკი (1939–1941) იტალიური ლირა (1941–1943) | ||||||||
მმართველობის ფორმა | ფაშისტური ერთპარტიული სისტემა | ||||||||
მეფე | |||||||||
- 1939–1943 | ვიტორიო ემანუელე III | ||||||||
ომებს შორის პერიოდი · მეორე მსოფლიო ომი | |||||||||
ისტორია | |||||||||
- იტალიის შეჭრა ალბანეთში | 7 აპრილი 1939 | ||||||||
- იტალიის კაპიტულაცია | 8 სექტემბერი 1943 | ||||||||
ლონდონის 1915 წლის შეთანხმებით პირველ მსოფლიო ომში ანტანტას მხარდაჭერისთვის იტალიას ცენტრალურ და სამხრეთ ალბანეთზე უფლება მიენიჭა.[4] 1917 წელს იტალიამ ალბანეთში შეიყვანა ჯარი და ის თავის პროტექტორატად გამოაცხადა, თუმცა 1920 წელს საერთაშორისო ზეწოლის გამო მოუწიათ ალბანეთის დატოვება,[4] შედეგად იტალიამ ვერ მიიღო ლონდონის ხელშეკრულებით დაპირებული სარგებელი.
იტალიელი ფაშისტები ალბანელებს იტალიელების უახლოეს ეთნოსად მიიჩნევდნენ. ისინი ამ თეორიას ილირიასა და ძველ რომს შორის პრეისტორიული კავშირებით ასაბუთებდნენ. შეჭრის გასამართლებლად მათ გამოიყენეს ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ალბანეთი რომის და ვენეციის იმპერიების გამგებლობაში შედიოდა.[5] ერთ-ერთ მიზეზს ასევე წარმოადგენდა ის, რომ სამხრეთი ალბანეთის რამდენიმე ასეული ათასი მოსახლე საკუთარ წინაპრებად იტალიელებს მიიჩნევდა და იტალია ცდილობდა ყველა იტალიური წარსულის მქონე ერების ერთ სახელმწიფოში გაერთიანებას.[6] იტალია ასევე მხარს უჭერდა ალბანურ ირედინტრიზმს, განსაკუთრებით იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალ კოსოვოში და საბერძნეთის სამეფოს ეპირის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ალბანელების მიმართ.[7]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Reginald Hibbert, The Bitter Victory, London, New York, 1993
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official Italian documents about the union between Italy and Albania (in Italian) დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine.
- Map of Albania during World War II დაარქივებული 2012-12-05 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Map of Albania during World War II დაარქივებული 2011-08-15 საიტზე Wayback Machine.
- Map of Albania during World War II
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Micheletta, Luca (2007), Questioni storiche: Italy, Greater Albania and Kosovo 1939-1943, Universita degli studi di Roma La Sapienza, pp. 521–542, http://www.academia.edu/4093074/Italy_Greater_Albania_and_Kosovo_1939-1943
- ↑ Papa Pandelejmoni, Enriketa (2012), Doing politics in Albania doing World War II: The case of Mustafa Merlika Kruja fascist collaboration, Založba ZRC, ZRC SAZU, pp. 67–83, https://books.google.rs/books?id=HrizKUHOmU0C&pg=PA76&lpg=PA76&dq=greater+albania+1939-1943&source=bl&ots=isNKVoAV1A&sig=aKvGYnIqfdj4M-oTyIZW-6LxVbk&hl=sr&sa=X&ei=6oyaVNPUPOf_ywOTo4KIDA&ved=0CDYQ6AEwCQ#v=onepage&q=greater%20albania%201939-1943&f=false
- ↑ Lemkin, Raphael; Power, Samantha (2008), Axis Rule in Occupied Europe, The Lawbook Exchange, Ltd., pp. 99–107, ISBN 978-1-58477-901-8, http://books.google.com/books?id=y0in2wOY-W0C
- ↑ 4.0 4.1 Nigel Thomas. Armies in the Balkans 1914-18. Osprey Publishing, 2001. Pp. 17.
- ↑ Rodogno., Davide (2006). Fascism's European empire: Italian occupation during the Second World War. Cambridge University Press, გვ. 106. ISBN 0-521-84515-7.
- ↑ Owen Pearson. Albania in the twentieth century: a history, Volume 3. London, England, UK; New York, New York, USA: I.B. Taurus Publishers, 2004. Pp. 389.
- ↑ Fischer, Bernd Jürgen (1999), Albania at War, 1939-1945, C. Hurst & Co. Publishers, pp. 70–73, ISBN 978-1-85065-531-2, http://books.google.com/?id=P-MiG9ngCp8C