ათწლიანი ომი
ათწლიანი ომი | |||
---|---|---|---|
თარიღი | 1868 წლის 10 ოქტომბერი - 1878 წლის 28 მაისი | ||
მდებარეობა | კუბა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
ათწლიანი ომი ვიკისაწყობში |
ათწლიანი ომი (ესპ. Guerra de los Diez Años, ზოგჯერ ასევე უწოდებენ დიდ ომს) — პირველი ომი ესპანეთისგან კუბის დამოუკიდებლობისათვის. ომი დაიწყო 1868 წლის 10 ოქტომბერს, როდესაც შაქრის მწარმოებელმა კარლოს მანუელ დე სესპედესმა და მისმა მომხრეებმა გამოაცხადეს კუბის დამოუკიდებლობა ესპანეთისგან და დასრულდა 1878 წელს. ომი დასრულდა დამოუკიდებლობის მომხრეების დამარცხებით. ამ ომს მოჰყვა პატარა ომი (1879—1880) და ომი კუბის დამოუკიდებლობისათვის (1895—1898), რომელიც გაგრძელდა ესპანეთ-ამერიკის ომით.
წინაპირობები
რედაქტირება1857—1866 წლებში კუბა იმყოფებოდა ეკონომიკურ კრიზისში. განსაკუთრებით მძიმე ზარალი მიადგა კუნძულის ეკონომიკურად განუვითარებელ დასავლეთ ნაწილს. კოლონიალისტური ესპანეთის ადმინისტრაცია აგრძელებდა მაღალი შემოსავლების მიღებას კრიზისის მიუხედავად, მაგრამ არ ახდენდა მიღებული შემოსავლების კუნძულის ეკონომიკაში ინვესტირებას. მიღებული შემოსავლების 44% მიდიოდა სამხედრო ხარჯებში, 41 % მთავრობის ხარჯებში და 12% იგზავნებოდა ესპანეთში და ბიოკოში. ესპანელები კუბის მოსახლეობის 8 პროცენტს შეადგენდნენ და კუნძულის სიმდიდრის 90 პროცენტს ფლობდნენ. ესპანეთმა დაამყარა მკაცრი კონტროლი კუბის ვაჭრობაზე, რამაც გააუარესა კრიზისის შედეგები. კუბის მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნდა არავითარი პოლიტიკური უფლებები და თავისუფლება, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება, რამაც გამოიწვია იატაკქვეშა ორგანიზაციების შექმნა. პოლიტიკური პარტიები კანონგარეშედ იყო გამოცხადებული. გარდა ამისა 1968 წელს ესპანეთში ჩაიარა რევოლუციამ, რამაც საფუძველი დაუდო ანტიკოლონიალურ და ანტიმონათმფლობელურ მოძრაობებს კუბაში. 1865 წელს დომინიკელთა რესპუბლიკამ მეორეჯერ მოიპოვა დამოუკიდებლიბა ესპანეთისგან და ამ მოვლენამ დიდი გავლენა ოქონია კუბაში.
1867 წლის ივლისში დაარსდა „ბაიამოს რევოლუციური კომიტეტი“, რომელსაც კუნძულზე ერთ-ერთი უმდიდრესი პლანტატორი ფრანსისკო ვისენტე აგილერა მეთაურობდა. შეთქმულება სწრაფად გავრცელდა აღმოსავლეთ კუბაში და მანსანილიოში ამ მოძრაობას შეუერთდა შაქრის პლანტაციების მფლობელი კარლოს მანუელ დე სესპედესი, რომელიც მოგვიანებით საკვანძო ფიგურა გახდა ომში. ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო სეპედესის ანტიკოლონიალური განწყობა და ცდილობდნენ დაეთანხმებინათ მათთან თანამშრომლობაზე, მისი შვილის დაპატიმრების გზით. სეპედესმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე და მისი შვილი სიკვდილით დასაჯეს.
საბრძოლო მოქმედებები
რედაქტირებაომი დაიწყო 1868 წლის 10 ოქტომბერს, როდესაც კარლოს მანუელ დე სესპედესიმ გაათავისუფლა საკუთარი მონები და დაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაცია (ასევე ცნობილია, როგორც „10 ოქტომბრის მანიფესტი“). დამოუკიდებელ კუბაში ეს დღე აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული. 11 ოქტომბერს სესპედესმა შეუტია მეზობელ ქალაქს იარას, მაგრამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ამის შემდეგ აჯანყებას შეუერთდა აღმოსავლეთი კუბა . 13 ოქტომბერს აჯანყებულებმა აიღეს რვა ქალაქი და ოქტომბრის ბოლოსთვის მათ შეუერთდა 12 ათასი ადამიანი. ესპანეთის არმიის კავალერმა მაქსიმო გომესმა, რომელიც მსახურობდა დომინიკელთა რესპუბლიკაში, მეამბოხეები მოამზადა საბრძოლო ტაქტიკაში მაჩეტეთი.
ოქტომბერში მეამბოხეებმა აიღეს ქალაქი ბაიამო, რამაც განაპირობა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება. პოეტმა პედრო ფიგეირედომ დაწერა კუბის ეროვნული ჰიმნი «ბაიამო». ჩამოყალიბდა ეროვნული მთავრობა სესპედესის მეთაურობით. 1869 წლის 12 იანვარს ესპანეთის არმიამ აიღო ქალაქი ბაიამო, შედეგად ქალაქი მთლიანად განადგურდა.
დასავლეთის პროვინციებს პინარ-დელ-რიოს პროვინციას, ჰავანას, მატანსასის პროვინციას იშვიათი გამონაკლისის გარდა, ომში მონაწილეობა არ მიუღიათ. მთელი რიგი მარცხის შემდეგ სესპედესმა არმიის მეთაური გომესი შეცვალა ამერიკელი გენერლით ტომას ჯორდანით. ამ უკანასკნელმა გამოიყენა რეგულარული ტაქტიკა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის, თუმცა ძალიან ეფექტურია, მაგრამ მეამბოხეთა ოჯახები ესპანელ ჯარისკაცებისგან დაუცველი აღმოჩნდა. ამის შემდეგ კვლავ გომესი დაინიშნა არმიის ხელმძღვანელად.
1869 წლის 10 აპრილს ქალაქ კამაგუეიში გაიმართა საკონსტიტუციო ასამბლეა, რომელსაც ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი რეგიონების მეთაურები ესწრებოდნენ. გადაწყვეტილი იქნა, რომ სამოქალაქო ხელისუფლება უნდა გამოეყოს სამხედრო ხელმძღვანელობას. სესპედესი არჩეული იქნა ასამბლეის პრეზიდენტად, ხოლო შემოთავაზებული კონსტიტუციის ავტორები იგნასიო აგრამონტე და ანტონიო სამბრანა — მდივნებად. ასამბლეის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ, ქალაქში წარმომადგენელთა პალატამ დაიწყო მუშაობა, რომელმაც თავისი თავი გამოაცხადა კუბის უმაღლეს ხელისუფლებად. მისი წარმომადგენლად არჩეული იქნა სალვადორ სისნეროს ბეტანკური. 12 აპრილს სესპედესი აირჩიეს კუბის პრეზიდენტად, ხოლო გენერალი მანუელ დე კესადა — შეიარაღებული ძალების მეთაურად.
მას შემდეგ, რაც კოლონიალურმა ხელისუფლებმა ვერ მიაღწია შეთანხმებას ამბოხებულებთან 1869 დაიწყო მათთან ომი და მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ამბოხებულთა ლიდერები და მათი თანამოაზრეები ადგილზე დაისჯებოდა სიკვდილით.
1873 წლის 11 მაისს იგნასიო აგრამონტე ბრძოლაში მოკლეს. ამის შემდეგ ყრილობა, რომელსაც უკვე გააჩნდა რიგი უთანხმოებები სესპედესთან, გადააყენა ის პრეზიდენტის პოსტიდან და მის ადგილას დანიშნა სალვადორ სისნეროსი. სესპედესი მოგვიანებით ჩავარდა ტყვეობაში და 1874 წლის 27 თებერვალს დახვრიტეს. 1873 წლის შემდეგ ამბოხებულთა მოქმედებები შემოიფარგლებოდა კამაგუეის და ორიენტეს პროვინციებში. 1875 წელს გომესი შეიჭრა დასავლეთ კუბაში, მაგრამ ვერ მოიპოვა იქ გამარჯვება და 1876 წელს იძულებული გახდა შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები. 1876 წელს ესპანეთში დასრულდა სამოქალაქო ომი და ახალი ჯარი ჩამოვიდა ესპანეთიდან კუბაში, ესპანელი ჯარისკაცების რაოდენობა გაიზარდა 250 ათასამდე. თუმცა არცერთ მხარეს არ შეეძლო ომში დაუყონებლივ გამარჯვება, მაგრამ ესპანეთის ომში გამარჯვების პერსპექტივა აშკარად უკეთესი იყო.
ომის დასრულება
რედაქტირებატომას ესტრადა პალმამ შეცვალ სისნეროსი პრეზიდენტის პოსტზე. 1877 წლის 19 ოქტომბერს ესპანელებმა ის ტყვედ აიყვანეს. 1878 წლის 8 თებერვალს კუბის ხელისუფლება დათხოვნილი იქნა და დაიწყო მოლაპარაკება კოლონიალისტურ ხელისუფლებასთან. 1878 წლის 10 თებერვალს მხარეებმა ხელი მოაწერეს „ზანხონის შეთანხმებას“. 1878 წლის 28 მაისს ომი ფორმალურად დასრულდა, რომლის შემდეგ ამბოხებულთა ნაწილმა ანტონიო მასეოს მეთაურობით შეწყვიტეს წინააღმდეგობა. ამ ომის მრავალი მონაწილე კუბის დამოუკიდებლობისათვის შემდეგი ომების ცენტრალური ფიგურა გახდა.
«ზანხონის შეთანხმების» შედეგად კუნძულზე გატარდა რეფორმები, რომლის მიზანი იყო კუბაში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ყველა მონები, რომლებიც იბრძოდნენ ესპანეთის წინააღმდეგ გაათავისუფლეს მონობიდან. ამის შემდეგ 1880 წელს მონათმფლობელობა კანონით გაუქმდა. მონებს უნდა ემუშავათ ყოფილი მეპატრონეებისათვის გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ მეპატრონეები ვალდებულები იყვნენ გადაეხადათ შრომის საფასური.
სავარაუდოდ, ომის განმავლობაში დაიღუპა 200 ათასი ადამიანი. ასევე კუნძულს მიადგა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Navarro, José Cantón: History of Cuba, Havana, Cuba, 1998
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიდი ომი დაარქივებული 2011-03-20 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)