მაჩეტე
მაჩეტე (ესპ. machete) - გრძელი დანა (50 სმ-ზე მეტი). იყენებდნენ ლათინური ამერიკის ქვეყნებში ლერწმის ასაღებად. (აქედან "მაჩეტერო" ლერწმის ამღები), ხშირი შამბნარის გასაკაფავად და სხვა. რუანდის გენოციდის დროს მკვლელობის ძირითადი იარაღი იყო.
სხვადასხვა ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, მაჩეტეს იყენებენ ხის მოსაჭრელად და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის. გარდა ამისა, აღნიშნული გამოიყენება პროდუქტის დამუშავებასა და უხეში საგნების დამზადებაშიც. ხშირად შეიმჩნევა, რომ ადამიანები მაჩეტეს იყენებენ, მაგალითად ქოქოსის გასაჭრელად, ცხოველთა საკვების დასანაწევრებლად; ასევე, ეზოს სამუშაოებისთვისა და მცენარეების მოსაშორებლად.
მაჩეტეს ძირითადად განიხილავენ, როგორც იარაღს ზრდასრულებისთვის, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც მონადირეობა და შემგროვებლობა უმაღლესი კულტურაა, ბავშვებს მცირე ასაკიდანაც ასწავლიან მაჩეტეს გამოყენებას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |