აზიური ვივერა, აზიური ციბეტა,[2][3] დიდი ციბეტა,[2] დიდი ვივერა,[4] დიდი ინდური ციბეტა[2] ან ინდური ციბეტა[2] (ლათ. Viverra zibetha) — ძუძუმწოვარი ცხოველი ვივერისებრთა ოჯახისა (Viverridae).

აზიური ვივერა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Viverra zibetha Linnaeus, 1758
სინონიმები
Viverra tainguensis
Sokolov, Rozhnov & Pham Chong, 1997
[1]
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 41709
არეალი
200პქპქ

გავრცელება რედაქტირება

აზიური ვივერა გავრცელებულია ლაოსში, მალაკის ნახევარკუნძულზე, ტაილანდში, ვიეტნამში, კამბოჯაში, სამხრეთ ჩინეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მიანმარში, ნეპალში, ბჰუტანსა და სინგაპურში.[5] ბინადრობს ხელუხლებელ ტყეებში (მარადმწვანესა და ფოთლოვანში), მეორად ტყეებსა და პლანტაციების ტერიტორიაზე. ვერტიკალურად ადის ზღვის დონიდან 1600 -ის სიმაღლეზე.

აღწერა რედაქტირება

მისი სხეულის სიგრძეა 50-95 სმ, კუდის — 38-59 სმ, მასა — 3,4-9,2 კგ.[6]

ყელი მორთულია კონტრასტული შავი და თეთრი ფერებით, რომელიც შედგება სამი შავი ყელსაბამის მსგავსი ზოლისაგან, რომლებიც თავის მხრივ ფართო თეთრი ზოლებით არიან გამოყოფილნი. ზოგადი ფერი არის რუხი ან წითური-ყავისფერი მუქი ორნამენტებით მხრებზე. ახასიათებს ტალღოვანი ხაზი ზურგზე და ხშირად გარკვეული ლაქები ფეხები (სურათი ზოგჯერ ძალიან ბუნდოვანია). კისრის უკანა ნაწილიდან კუდის ძირამდე აქვს მუქი წითელი თმა, რომელიც ყალყზე დგება, როდესაც ცხოველი საფრთხეს გრძნობს. კუდი მთლიანად ზოლიანია: ხუთი ან ექვსი ფართო შავი ზოლი ერთმანეთისგან გამოყოფილია ვიწრო თეთრი რგოლებით. ფეხის გულებზე თმები აქვს ბალიშებს შორის, ხოლო მესამე და მეოთხე თითის ფრჩხილებზე — კანის აპკი.

ქვესახეობები რედაქტირება

აზიური ვივერა მოიცავს ხუთ ქვესახეობას:[7]

 

საფრთხეები და დაცვა რედაქტირება

ნადირობა და საცხოვრებელი ადილის დეგრადაცია ამ სახეობას საფრთხეს უქმნის. მთელ არეალზე ხორციელდება მასზე ნადირობა, ძირითადად გემრიელი ხორცის გამო. მიწის მცირე ზომის მტაცებლებმა დიდი მოცულობის ზიანი განიცადა მონადირეთა მხრიდან მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ძირითადად მახეების გამოყენებით. ბინადრობს რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე.

ეკოლოგია და ხასიათი რედაქტირება

აზიური ცივეტა მარტოხელა და ღამის ცხოველია. დროის უდიდეს ნაწილს მიწაზე ატარებს. მისი რაციონი შემადგენლობა: ფრინველები, თევზები, ხვლიკები, ბაყაყები, მწერები, მორიელები და სხვა ფეხსახსრიანები, კიბორჩხალები, აგრეთვე შინაური ფრინველები და ნაგავი. მისი გამრავლების თავისებურებებზე ბევრი არ არის ცნობილი. ცნობილია, რომ იგი მთელი წლის განმავლობაში ერთი-ორჯერ მრავლდება. შობს 2-4 ნაშიერს.[9]

ადგილობრივი სახელები რედაქტირება

ასამურ ენაზე მას ჰქვია გენდერა ან ჯოჰამოლი.

ბენგალურ ენაზე მას ეწოდება ბაღდასი, ბჰამი ან ბჰამ ბირალი და განდჰო გოკული ან ხატასი.

მალაიურ ენაზე აზიურ ვივერას ჰქვია მუსანგ კასტური (მუსანგ — ვივერა, კასტურ — მუშკი), მისი მუშკის სუნის გამო.

ტაიზე ეწოდება ჩამოტ ფენ ჰენ პლონგი (ชะมดแผงหางปล้อง; [tɕʰa.mót.pʰɛ̌ːŋ.hǎːŋ.plɔ̂ŋ] — მრგვალ-კუდიანი გენატა).

ლაოსურ ენაზე მისი სახელი გამოითქმის როგორც ნგენ ფენ ჰენ კანი (ເຫງັນແຜງຫາງກ່ານ; [ŋěn.pʰɛ̌ːŋ.hǎːŋ.kāːn] — ზოლიან-კუდიანი ცებეტა).

ტამილურ ენაზე ეწოდება პუნუგუ პუნაი (புனுகு பூனை).

მალაიალამურ ენაზე მას ჰქვია ვერუკუ (വെരുക്).

სქოლიო რედაქტირება

  1. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი: Viverra zibetha
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Соколов В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Млекопитающие. Латинский, русский, английский, немецкий, французский. / под общей редакцией акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., 1984. — С. 106. — 10 000 экз.
  3. Соколов В. Е. Фауна мира: Млекопитающие: Справочник. — М.: Агропромиздат, 1990. — С. 108. — 254 с. — ISBN 5-10-001036-3
  4. Полная иллюстрированная энциклопедия. «Млекопитающие» Кн. 2 = The New Encyclopedia of Mammals / под ред. Д. Макдональда. — М.: Омега, 2007. — С. 468. — 3000 экз. — ISBN 978-5-465-01346-8.
  5. Mammal Species of the World: Viverra zibetha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-10. ციტირების თარიღი: 2017-11-09.
  6. Smith A. T., Xie Y. (2008). A guide to the mammals of China. Princeton University Press. Pp. 116, 412. [1]
  7. Wozencraft, W.C. (2005). "Order Carnivora". In Wilson, D.E.; Reeder, D.M. Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. pp. 532–628. ISBN 978-0-8018-8221-0. OCLC 62265494.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Ellerman, J. R., Morrison-Scott, T. C. S. (1966). Checklist of Palaearctic and Indian mammals 1758 to 1946. Second edition. British Museum of Natural History, London. Page 281.
  9. Lekagul, B. and McNeely, J.A. (1977). Mammals of Thailand. Association for the Conservation of Wildlife, Bangkok.