ადანგეს უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ადანგეს უღელტეხილი[1] — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმისა და გულრიფშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე, აფხაზეთის ქედზე. გადასასვლელი მდინარე ჩხალთის ხეობიდან მდინარე ბზიფის ხეობაში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2299 მ. სოფელ მარჯვენა პტიშს საცალფეხო გზით აკავშირებს სოფელ ფსხუსა და გუმისთასთან. უღელტეხილის მიდამოებში ალპური და სუბალპური მდელოებია, ქედის კალთები დაფარულია ნაძვნარ-სოჭნარით.[2]
ადანგეს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°18′50″ ჩ. გ. 41°16′48″ ა. გ. / 43.31389° ჩ. გ. 41.28000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2299 მ |
ქედი | აფხაზეთის ქედი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 15.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 49.