გუმისთა (სოხუმის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუმისთა (მრავალმნიშვნელოვანი).

გუმისთა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში (გუმისთის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუმისთის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 10 მ, სოხუმიდან 6 კმ. 1737 წლის დასავლეთ საქართველოს რუკაზე დატანილია მდინარე „გუმუსტა“ (გუმისთა). როგორც ირკვევა, გუმა, როგორც მხარე 1737 წელს უკვე არსებობდა. „გუმისთა“ აღნაგობით ქართულ ენობრივ სამყაროს ეკუთვნის, ფუძე სიტყვა „გუმ“ ქართულია, -თა ქართულ გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებლი სუფიქსია. გუმისთა გუმის//გუმას მდინარეს ნიშნავს. 1886 წელს სოფელი გუმისთის უბანში შედიოდა, უბნის ბოქაულის ადგილსამყოფელი კი სოხუმში იყო.[1][2] 1923 წელს გუმისთის თემი მისივე მაზრის შემადგენლობაშია. 1930 წელს გუმისთის სასოფლო საბჭოში 8 სოფელი იყო, ხოლო 1949 წელს – 4 სოფელი.[3] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[4]

სოფელი
გუმისთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი სოხუმის მუნიციპალიტეტი
თემი გუმისთა
კოორდინატები 43°01′37″ ჩ. გ. 40°58′26″ ა. გ. / 43.02694° ჩ. გ. 40.97389° ა. გ. / 43.02694; 40.97389
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გუმისთა (სოხუმის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გუმისთა (სოხუმის მუნიციპალიტეტი)
გუმისთა (სოხუმის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გუმისთა (სოხუმის მუნიციპალიტეტი)

ლიტერატურა

რედაქტირება