აგრიხანი (ინგლ. Agrihan) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.

აგრიხანი
მშობ. სახელი: ინგლ. Agrihan
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 18°46′42″ ჩ. გ. 139°40′17″ ა. გ. / 18.77833° ჩ. გ. 139.67139° ა. გ. / 18.77833; 139.67139
ფართობი 43,51 კმ²
უმაღლესი წერტილი 965 მ
მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთის კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)
აგრიხანი — წყნარი ოკეანე
აგრიხანი

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კუნძულის ხედი კოსმოსიდან

კუნძული აგრიხანი მდებარეობს მარიანას არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 102 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული ასუნსიონი, 62 კმ-ში სამხრეთით — კუნძული პაგანი[1]. უახლოესი მატერიკი, აზია, მდებარეობს 2600 კმ-ში[2].

კუნძულ აგრიხანს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა და წარმოადგენს არქიპელაგში ყველაზე დიდ ოვალურ ვულკანურ კონუსს[2][1] და მდებარეობს 4000-მეტრიან წყალქვეშა ვულკანის მწვერვალზე, რომელიც სიმაღლის მიხედვით მეორეა მარიანის არქიპელაგში[3]. წაგრძელებულ კალდერას, რომლის სიგანე შეადგენს 1×2 კმ-ს, აქვს ბზარი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საიდანაც ლავა მიედინება ოკეანისკენ და ქმნის ლავის დელტას[3]. ვულკანის ბოლო ამოფრქვევა მოხდა 1917 წელს[3]. რელიეფი მთიანია. ერთადერთი ვაკე ადგილი მდებარეობს ვულკანის კალდერის ჩრდილოეთ ნაწილში და აგრიხანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე[1]. კუნძულის უმაღლესი წერტილი აღწევს 965 მეტრს[2] და შედეგად ვულკანი აგრიხანი ყველაზე მაღალია მარიანას არქიპელაგზე[1]. კუნძულის ფართობი შეადგენს 43,51 კმ²-ს.

კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ვულკანური ამოფრქვევები და ციკლონები[2].

ადგილობრივი ფლორა წარმოდგენილია უპირატესად მისკანტუსით (ლათ. Miscánthus), რომელიც იზრდება ვულკანის ფერდოების მინდვრებზე, ქოქოსის პალმით, პურის ხით და ნესვის ხით. ხეობებში მდებარეობს ტროპიკული ტყეები[2]. ნიადაგი ნაყოფიერია, არსებობს ფოსფორიტების დანალექები[4].

აგრიხანის კუნძულს აქვს მდიდარი ისტორია და იყო საიპანის ჩრდილოეთით მდებარე ერთადერთი კუნძული, რომელზეც მუდმივად ცხოვრობდა მოსახლეობა[5]. კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი, კათოლიკე მისიონერი დიეგო ლუის დე სანვიტორესი (ესპ. Diego Luis de Sanvitores), რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1669 წელს[6].

კუნძული იყო მარიანის არქიპელაგის მკვიდრი მოსახლეობის ჩამოროელების და ესპანელების წინააღმდეგობის ბოლო ადგილი, რის შედეგადაც ესპანელებმა დაიკავეს არქიპელაგი XVII საუკუნეში[7]. 1810 წელს ამერიკელმა და ჰავაელმა კოლონისტებმა კუნძულზე დააარსეს კოლონია და დაიწყეს ქოქოსის პალმის მოყვანა კოპრის წარმოებისათვის. მაგრამ მალე ესპანურმა ადმინისტრაციამ ისინი კუნძულიდან გააგდო[7].

1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[8]. გერმანელების პერიოდში აგრიხანის კუნძულზე მოსახლეობა აწარმოებდა კოპრას. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[8]. 1909 წლიდან 1912 წლამდე პერიოდში გუგუანის კუნძულზე მიმდინარეობდა ადგილობრივი ჩიტების დაჭერა ფრთების შესაგროვებლად, რომლებიც შემდგომში გამოიყენებოდა იაპონელთა და ევროპელთა ქუდების მორთულობისთვის[4].

1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[8]. მეორე მსოფლიო ომის წლებში აგრიხანის კუნძულზე აშენდა ამერიკული სამხედრო ბაზა[5].

1990 წელს მოსახლეობა აგრიხანის კუნძულიდან ევაკუირებული იქნა, მაგრამ შემდგომში მათი ნაწილი უკან დაბრუნდა.

მოსახლეობა

რედაქტირება

1990 წელს აგრიხანის მოსახლეობა ევაკუირებული იქნა ვულკანის ამოფრქვევის მაღალი ალბათობის გამო, რომელიც მაინც არ მოხდა. ამიტომ მალე კუნძულზე მოსახლეობა ისევ გამოჩნდა (აქამდე ისინი ოთხნი იყვნენ) და მოსახლეობის რიცხვი შეადგენდა სულ 9 ადამიანს[2].

ადგილობრივი მოსახლეობა ლაპარაკობდა მიკრონეზიული ენების ერთ-ერთ ენაზე — კაროლინურზე[9].

2010 წლისთვის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის ყველა კუნძული, მათ შორის კუნძული აგრიხანიც, დაუსახლებელია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Oceandots.com. კუნძული აგრიხანი. (ინგლისური)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
  3. 3.0 3.1 3.2 Global Volcanism Program. აგრიხანის ვულკანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-26. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
  4. 4.0 4.1 PIBHMC. კუნძული აგრიხანი. (ინგლისური)
  5. 5.0 5.1 [Marianas Archipelago Reef Assessment and Monitoring Program. კუნძული აგრიხანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-30. ციტირების თარიღი: 2014-11-29. Marianas Archipelago Reef Assessment and Monitoring Program. კუნძული აგრიხანი. (ინგლისური)]
  6. [Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული ალამაგანი. (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-11-29. Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული ალამაგანი. (გერმანული)]
  7. 7.0 7.1 [მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული] ენციკლოპედია ბრიტანიკა. კუნძული აგრიხანი. (ინგლისური)[მკვდარი ბმული]
  8. 8.0 8.1 8.2 World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)
  9. Etnologue. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ენები. (ინგლისური)