აბრამ იოფე
აბრამ იოფე (რუს. Абра́м Фёдорович Ио́ффе; დ. 29 ოქტომბერი, 1880, რომნი — გ. 14 ოქტომბერი, 1960, ლენინგრადი) — რუსი ფიზიკოსი. აკადემიკოსი (1920), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1942-1945). სოციალისტური შრომის გმირი. ლენინური (1961) და სტალინური პრემიების (1942) ლაურეატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებააბრამ იოფე დაიბადა 1880 წლის 17 ოქტომბერს პოლტავის გუბერნიის ქალაქ რომნში. 1897 წელს იქვე დაამთავრა რეალური სასწავლებელი. სასწავლებელში სწავლის წლებს იგი არც თუ ისე გულთბილად იგონებდა. ცნობისმოყვარე იოფე ჯერ კიდევ სკოლაში დაინტერესდა ორი საკითხით: სინათლის მსოფლიო ეთერის ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებით და სუნის პრობლემით.
17 წლის იოფე პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შევიდა. აქ იგი იმედოვნებდა არა მარტო საინჟინრო განათლების მიღებას, არამედ მისთვის საინტერესო ფიზიკის საკითხებზე მუშაობასაც. იმ დროს ინსტიტუტში ფიზიკის კათედრას განაგებდა პროფესორი ნ.გეზეხუსი, ცნობილი თავისი შრომიბით მოლეკულურ ფიზიკა, აკუსტიკა და ხახუნის ელექტრობაში. გეზეხუსის რჩევით იოფემ გადაწყვიტა ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სწავლა განეგრძო მიუნხენის უნივერსიტეტში, სადაც უკვე საქვეყნოდ ცნობილი ვილჰელმ კონრად რენტგენი მუშაობდა. 1902 წელს იოფე უკვე რენტგენის ლაბორატორიაში. მას დაევალა პირველ რიგში სტუდენტთა პრაქტიკუმის დამუშავება ფიზიკის ლაბორატორიებში, რის შემდეგ საშუალება მიეცა შეესრულებინა მცირე გამოკვლევა რადიაქტიური დაშლისას სითბოს გამოყოფაზე. გამოკვლევის მიზანი იყო პ. კიურის მიერ 1903 წელს გამოქვეყნებული შედეგების შემოწმება. ამ გამოკვლევის დასრულების შემდეგ რენტგენმა იოფეს შესთავაზა შეესწავლა კვარცის კრისტალის დეფორმაციის დროს დაელექტროება ე. წ. დრეკადი მერმექმედების გამოყენებით. 1905 წელს იოფემ ამ თემაზე წამატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მიუნხენის უნივერსიტეტში.
ამ ორი დიდ მეცნიერის თანამშრომლობა და კავშირი რენტგენის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. იოფემ თავისი მეცნიერული და ორგანიზაციული ნიჭის წყალობით მალე შეძლო ფართო მეცნიერული მუშაობა გაეშალა პეტერბურგშიც. 1908 წლიდან იგი პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც შეუდგა პეტერბურგის უნივერსიტეტსა და სამთო ინსტიტუტში, სამეცნიერო კვლევა კი ელემენტარული ფოტოელექტრული ეფექტისა და კათოდური სხივების მაგნიტური ველის შესწავლაზე გადაიტანა. ამ ორი საკითხის დამუშავების შედეგად იოფეს პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა.
1915 წელს იოფე იცავს სადოქტორო ხარისხს თემაზე: „კვარცის დრეკადი და ელექტრული თვისებები“ და იმავე წელს აქვეყნებს ორ შრომას: „ელემენტარული ფოტოელექტრული ეფექტი“ და „კათოდური სხივების მაგნიტური ველი“, რისთვისაც პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის პრემის დაიმსახურა. 1916 წელს იოფემ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოაწყო სემინარი, რომელიც სულ მალე პეტერბურგის ფიზიკური აზრის ცენტრად გადაიქცა.
1918 წელს ცნობილ რენტგენოლოგ გ. ნემენოვთან ერთად დააარსა პეტროგრადის სახელმწიფო რენტგენოლოგიური და რადიოლოგიური კვლევის ინსტიტუტი. 1923 წელს კი აქედან, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გამოეყო ფიზიკა-ტექნიკის სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლის სათავეშიც ა. იოფე 1951 წლამდე იდგა.
1907 წელს იოფემ შეამორმა ლანდსბერგის ცდების შედეგები ფოტოეფექტთან დაკავშირებით; მან შედეგის საწინააღმდეგო დასკვნა გამოიტანა და დასძინა, რომ ეს მონაცემები აინშტაინის სინათლის კვანტურ თეორიას ეთანხმება. ხუთი წლის შემდეგ იოფემ ცდები დააყენა მრტყელი კონდენსატორის ფირფიტის შორის გაწონასწორებული ლითონის მტვრიდან მიღებულ ფოტოელექტრულ ეფექტზე. მილლიკენის ცნობილ ცდებთან ერთად ეს ცდა საფუძვლად დაედო ელექტრული მუხტის ატომისტური სტრუქტურისა და სინათლის კვანტური ბუნების ფაქტების დადგენას.
1910 წელს იოფემ გაზომა კათოდური სხივების ნაკადის მაგნიტური ველი და უჩვენა, რომ იგი ემთხვევა ეკვივალენტური დენის მაგნიტურ ველს ბიო-სავარის კანონის თანახმად. ამ დროისათვის იოფეს მოწაფეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მათ რიგებს შეუერთდა ქართველი ფიზიკოსი დიმიტრი ღოღობერიძეც, რომელმაც იოფეს ხელმძღვანელობით 1938 წელს ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კრისტალთა მექანიკური გაორება“.
1940 წელს მნიშვნელოვანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღაწეობისათვის იოფე ლენინის ორდენით დააჯილდოვეს.
1945 წელს ინსტიტუტი კვლავ ლენინგრადშია და იოფეც დაუბრუნდა მის დირექტორობას. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი თემატიკაც ძველ კალაპოტში ჩადგა, თემატიკის მიხედვით მუშავდებოდა ბირთვული ფიზიკის, ნახევარგამტარებისა და პოლიმერების პრობლემები. სწორედ ამ მიმართულებებს თვლიდა იოფე განსაკუთრებით პერსპექტიულად. 1945 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის 220 წლის ზეიმთან დაკავშირებით იოფე მეორედ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით. 1958 წელს იოფე აირჩიეს თეორიული და გამოყენებითი ფიზიკის საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარედ.
აბრამ იოფე გარდაიცვალა 1960 წლის 14 ოქტომბერს.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973. — გვ. 387–393.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 parish register
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Гельтман Д. В. История неполучения заслуженной учёной степени: Документы о попытке присуждения Н.В. Тимофееву-Ресовскому учёной степени доктора биологических наук без защиты диссертации в 1957 г., The Story of Non-awarding of the Deserved Degree: Documents on the Attempt to Award a Doctor of Science Degree in Biology without Defense of a Thesis to N.V. Timofeyeff-Resovskii in 1957 // Историко-биологические исследования — 2018. — Т. 10, вып. 3. — С. 89–108. — ISSN 2076-8176; 2500-1221 — doi:10.24411/2076-8176-2018-11968
- ↑ 7.0 7.1 «Тюремная автобиография» Николая Александровича Максимова. Часть 2, The “Prison Autobiography” by Nikolai Alexandrovich Maximov. Part II // Историко-биологические исследования — 2017. — Т. 9, вып. 1. — С. 68–104. — ISSN 2076-8176; 2500-1221
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ https://www.chph.ras.ru/images/semenov_125/semenov_biograf.pdf