ლიტერატორთა ხიდები
ლიტერატორთა ხიდები (რუს. Литераторские мостки) — ადგილი სანქტ-პეტერბურგში, ვოლკოვოს სასაფლაოზე, მუზეუმ-ნეკროპოლისი, სადაც დაკრძალულია მრავალი რუსი და საბჭოთა მწერალი, მუსიკოსი, მსახიობი, არქიტექტორი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.
ლიტერატორთა ხიდები რუს. Литераторские мостки | |
---|---|
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | ნეკროპოლისი |
დაწყების თარიღი | 1802 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაამ ნეკროპოლისთან დაკავშირებული ტრადიცია სათავეს იღებს 1802 წლიდან, როდესაც აქ, ტაძართან ა. რადიშჩევი დაკრძალეს (საფლავი არ იყო შემონახული, მოგვიანებით სასაფლაოზე კენოტაფი დაამონტაჟეს). 1844 წელს აქ დაკრძალეს ისტორიკოსი და მთარგმნელი დ. ი. იაზიკოვი[1], 1848 წელს — პუბლიცისტი ბ. გ. ბელინსკი. 1861 წელს ბელინსკის საფლავთან დაკრძალეს კიდევ ერთი მემარცხენე კრიტიკოსი ნ. ა. დობროლიუბოვი, ხოლო 1868 წელს მათ გვერდით პუბლიცისტი დ. ი. პისარევი. დობროლიუბოვის დაკრძალვამ არა მარტო ათწლეულების მანძილზე განსაზღვრა ამ ადგილის ბედი, როგორც ლიტერატურული პანთეონის, არამედ საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივ გამოსვლებს, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო ოპოზიციურ-პოლიკურ ხასიათს იღებდა. გამოსვლების საბაბი ხდებოდა კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების დაკრძალვა ან წლისთავები. დობროლიუბოვის გარდაცვალებიდან 10 წლისთავზე, პირველად ვოლკოვოს სასაფლაოს ისტორიაში, მოხდა სტუდენტური დემონსტაციის მოწყობის მცდელობა. საზეიმო მოხსენიების შესახებ სტუდენტებმა სცადეს განცხადების გამოქვეყნება პრესაში, მაგრამ ვერ მოიძენბნა ისეთი გაზეთი, რომელიც განცხადების დაბეჭდვას დასთანხმდებოდა. ამიტომ განცხადებები სამთო და ტექნოლოგიურ ინსტიტუტებში გამოიკრა. ვიღაცას განცხადებაზე მიწერილი ჰქონდა „პისარევის ხეივანი და ბელინსკის ხეივანი“, რაც თავისთავად წინამორბედი გახდა მალევე დამტკიცებული დასახელებისა — „ლიტერატორთა ხიდები“.
„ლიტერატორთა ხიდების“ ნეკროპოლისში დაკრძალული არიან მწერლები: ი. ს. ტურგენევი, მ. სალტიკოვ-შჩედრინი, ნ. ს. ლესკოვი, გ. ი. უსპენსკი, ს. ი. ნადსონი, ა. ი. კუპრინი; რევოლუციონერები გ. ვ. პლეხანოვი, ვერა ზასულიჩი, ნ. ს. ტიუტჩევი; მეცნიერები დ. ი. მენდელეევი, ვ. მ. ბეხტერიევი, ი. პ. პავლოვი, ნ. ნ. მიკლუხო-მაკლაი, ა. ს. პოპოვი, მოქანდაკე ვ. ვ. კოზლოვი და სხვები. აქვეა დაკრძალული ვ.ი.ლენინის დედა და მისი დები [2].
1935 წელს „ლიტერატორთა ხიდები“ გადაკეთდა საქალაქო ძეგლების სახელმწიფო მუზეუმის განყოფილებად. აქ გადაასვენეს მწერალთა ნეშტები ისეთი სასაფლაოებიდან, რომლებიც განკუთვნილი იყო განადგურებისთვის — ნ.გ.პომიალოვსკი, ა.ა.ბლოკი, ი. ა. გონჩაროვი. ზოგ შემთხვევაში გადატანილი იყო მხოლოდ საფლავის ქვები, მაგრამ არა თავად ნეშტები. [3] [4] ნეკროპოლისის ტერიტორიაზე 500-მდე საფლავის ქვაა, მათ შორის მნიშვნელოვანი მხატვრული ღირებულების მქონეც.
ვოლკოვოს სასაფლაოს რეკონსტრუქციისა და „ლიტერატორთა ხიდების“ მუზეუმის შექმნის დროს, უკვალოდ დაიკარგა მრავალი გამოჩენილი პეტერბურგელის, ეროვნული ისტორიის, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა საფლავები, როგორიცაა ვ. ფ. ადლერბერგი, ე. ვ. ალადინი გენერალ-ლეიტენანტი ნ. ი. ახვერდოვი, პეტრე III-ის მსახურის ვაჟი ა. ი. ბასტიდონი, ა. პ. ბაშუცკი, პ. ი. ბაშუცკი, გენერალ-ლეიტენანტი, ნიკოლაევის საინჟინრო აკადემიის პროფესორი ნ. ვ. ბოლდირევი, პ. გ. ბუტკოვი, ა. ლ. ვიტბერგი, სენატორი ნ. მ. გამალეია, წიგნის გამომცემლები ი. პ. გლაზუნოვი და ი. ი. გლაზუნოვი , ს. ნ. გლინკა, ი. ი. გრიგოროვიჩი, პროფესორ-მეანი ს. ა. გრომოვი, პ. ფ. დანილოვი, არმიისა და საზღვაო ძალების მღვდელმთავარი ი. ს. დერჟავინი, „სამედიცინო მაცნეს“ გამომცემელი, ოფთალმოლოგი დ. ი. დმიტროვსკი, ა. ი. ერმოლაევი, ი. ვ. ზაბელინი, პ. ვ. ზლოვი, პ. მ. კოპიევი, არმიისა და საზღვაო ძალების მთავარი მღვდელმთავარი ვ. ი. კუშნევიჩი, კ. ნ. ლებედევი, მ. ვ. პეტრაშევსკის მამა ვ. მ. პეტრაშევსკი, დ. პ. რუნიჩი, ს. ვ. რუსოვი, ა. ი. რიხლევსკი, ფ. ფ. სიდონსკი, ა. ფ. სმირდინი, გენერალ-მაიორი ს. ნ. სტაროვი — ა. ს. პუშკინის დუელის მონაწილე, ა. ნ. სტრანოლიუბსკი, ექიმი დ. კ. ტარასოვი, ა. ი. ტერებენევი, ი. ი. ტერებენევი, კომპოზიტორი ა. ს. ფამინცინი, დ. ი. იაზიკოვი.[5]
სასაფლაოზე დაკრძალული გამოჩენილი ადამიანები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- «Литера́торские мостки́» // Большая Советская Энциклопедия / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская Энциклопедия, 1973. — Т. 14 : Куна — Ломами. — С. 510. — Стб. 1517. — 629 000 экз.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Языков, Дмитрий Иванович // Петербургский некрополь / Сост. В. И. Саитов. — СПб.: Типография М. М. Стасюлевича, 1913. — Т. 4 (С—Ө). — С. 672.
- ↑ БСЭ, 3-е изд. 1973.
- ↑ На Литераторские мостки в 1940 году был перенесен надгробный памятник русскому психиатру и невропатологу, тайному советнику И. П. Мержеевскому в связи с ликвидацией Выборгского католического кладбища, при этом прах И. П. Мержеевского остался на месте прежнего захоронения
- ↑ Метрические экстракты, с. 635 — приложение в формате doc на компакт-диске к изданию: Козлов-Струтинский С. Г. Бывшее Выборгское римско-католическое кладбище в Санкт-Петербурге и церковь во имя Посещения Пресв. Девой Марией св. Елисаветы. // Материалы к истории римско-католического прихода во имя Посещения Пресв. Девой Марией св. Елисаветы и к истории католического кладбища Выборгской стороны в Санкт-Петербурге: Сб. — Гатчина: СЦДБ, 2010. — 263 с.
- ↑ Кобак А. В., Пирютко Ю. М. Исторические кладбища Санкт-Петербурга. — Издание второе. — М.-Спб.: Центрполиграф, 2011. — С. 411-412. — 797, [3] с. — 1500 экз. — ISBN 978-5-227-02688-0.