რცხილაფოთლიანი ძელქვა
რცხილაფოთლიანი ძელქვა (ლათ. Zelkova carpinifolia) — 25-30 მ-მდე სიმაღლის ხე, მორუხო-მწვანე სქელი მკვრივი ქერქით. ნორჩი ტოტები მუქი მურაფრისაა. ფოთლები მოყვანილობით მოგრძო-კვერცხისებრია ან ელიფსისებრი, წაწვეტილი, თითქმის მჯდომარე ან მოკლეყუნწიანი, კიდეზე მახვილ ან მობალგვო მრგვალ ხერხისებრ დაკბილული. ყვავილსაფარი მომურო ფერისაა, ოდნავ შებუსვილი, კვერცხისებრი ფორმის ნაკვთებით. მცენარე ყვავილობს მარტში და ნაყოფობს სექტემბერ-ოქტომბერში.
რცხილაფოთლიანი ძელქვა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რცხილაფოთლიანი ძელქვა | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Zelkova carpinifolia | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 31303 | ||||||||||||
|
იზრდება ტენიან ტყეებში, ჩვეულებრივ მდინარეთა ნაპირებზე და ხეობების გაყოლებით ზღვისპირა დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში. საქართველოში გავრცელებულია სამეგრელოში, იმერეთში და გურიაში. მცენარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ფლორა ტ. III, გვ. 72, 1975, გამომცემლობა „მეცნიერება“.