თელისებრნი (ლათ. Ulmaceae) — ორლებლიან მცენარეთა ოჯახი. ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიული, დაკბილული ან კიდემთლიანია. ქარით მტვერია ყვავილები ერთ- ან ორსქესიანია, შეკრებილია კონებად ან მჭადასებრ ყვავილედებად. ყვავილსაფარი მარტივი და ჯამისებრია; ნაყოფი — ფრთიანი კაკლუჭა ან კურკიანა.

თელისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  თელისებრნი
ლათინური სახელი
Ulmaceae

ოჯახი აერთიანებს 15-მდე გვარს და 150-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ ზონაში, ნაწილობრივ ტროპიკულ და სუბტროპიკულ მთებში. მნიშვნელოვანი გვარებია თელა,ძელქვა, ტრემა (ლათ. Trema), გირონიერა (ლათ. Gironiera) და სხვა. საქართველოში ველურად იზრდება 2 გვარი: თელა (5 სახეობა) და ძელქვა (1 სახეობა).

სახეობათა დიდი ნაწილი მშრალი და უტყეო რაიონების გასამწვანებლად გამოიყენება. ინტროდუცირებულია აღმოსავლეთ-აზიური 2 თითოსახეობიანი გვარი. მერქანს იყენებენ მშენებლობისა და საავეჯე წარმოებაში. თელისებრნი ევოლუციურად ერთ-ერთი უძველესი ოჯახია.

ლიტერატურა

რედაქტირება