თინუსი
(გადამისამართდა გვერდიდან Thunnus thynnus)
თინუსი (ლათ. Thunnus thynnus) — თევზი სკუმბრიასებრთა ოჯახისა. აქვს მრავალი პატარა ფარფლით აღჭურვილი მაღალი სხეული, წვრილი კუდი. სხეულის სიგრძე 3 მ-მდეა, წონა 375 კგ აღწევს. გავრცელებულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა, ბარენცის, ბალტიის, შავ, აზოვის და იაპონიის ზღვებში. საქართველოში — შავი ზღვის სანაპიროებზე ყველგან გვხვდება. მტაცებელია, იკვებება თევზებით. ძვირფასი სარეწაო თევზია. დიდი რაოდენობით იჭერენ ოკეანეებში და ხმელთაშუა ზღვაში, საქართველოში კი — ნაკლებად. ცხიმიანი თევზია (12-14%). იყენებენ ნედლს, დაკონსერვებულს, გაყინულს და სხვა.
თინუსი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თინუსი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Thunnus thynnus | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 21860 | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 683.