The Memory Remains
The Memory Remains — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი 1997 წლის ალბომიდან Reload.
„The Memory Remains“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან Reload | ||||
B-მხარე |
Fuel for Fire/Memory For Whom the Bell Tolls (Haven't Heard it Yet Mix) | |||
გამოსვლის თარიღი | 11 ნოემბერი, 1997[1] | |||
ჩაიწერა | 1996 | |||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 4:38 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კირკ ჰემეტი | |||
პროდიუსერი |
ბობ როკი, მეტალიკა | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes |
ტექსტი და მუსიკა
რედაქტირებასიმღერა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ. ტექსტი ეხება ერთ დროს დიდებულ, ახლა კი დავიწყებულ ცნობილ სახეს, რომელიც თავგანწირვით ცდილლობს იცხოვროს დიდების დღეებით, მაგრამ ამგვარად იგი იზოლირდება გარე სამყაროსგან.[2][3] იგი შესაძლოა იყოს გამოხმაურება ფილმისა Sunset Boulevard, რომელშიც მოთხრობილია ისტორია ცნობილი პიროვნების შესახებ, რომლის დიდება წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მას გონება აერია და ჰგონია, რომ კვლავ ცნობილია.[2] სიტყვები ტექსტში „ash to ash, dust to dust, fade to black“, სავარაუდოდ ირიბი მინიშნებაა მათივე ადრინდელ სიმღერაზე Fade to Black.[3] მერიენ ფეიტფულის ერთადერთი ფრაზა სიმღერის დასასრულისკენ „Say yes... at least say hello...“, რომელსაც იგი ორჯერ იმეორებს, აღებულია ფილმიდან The Misfits მერილინ მონროს მონაწილეობით, შერჩეულია თავად მერიენის მიერ.[2][4]
საკონცერტო ვერსიები
რედაქტირებასიმღერა პირველად შესრულდა ცოცხლად jam ვერსიაში 1996 წლის 2 ივლისს ნობლსვილში, ინდიანა, აშშ, ალბომის Reload გამოსვლამდე ერთი წლით ადრე. იგი იყო პირველი სიმღერა ამ ალბომიდან, რომელიც ცოცხლად შესრულდა.[2]
სიმღერა მხოლოდ ერთხელ შესრულდა დუეტში მერიენ ფეიტფულთან ერათად 1997 წლის 6 დეკემბერს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში, სადაც მეტალიკა მუსიკალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.[2] სიმღერის საკონცერტო ვერსია გამოცემული იქნა როგორც სინგლის The Unforgiven II B-მხარე. მოგვიანებით შესრულდა სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებითაც (მაიკლ კამენის დირიჟორობით) და შეტანილი იქნა საკონცერტო ალბომში S&M. კიდევ ერთი საკონცერტო ვერსია წარმოდგენილია ალბომში Orgullo, Pasión y Gloria. როცა მეტალიკა ასრულებს ამ სიმღერას, მერიენის პარტიას დამსწრე აუდიტორია მღერის.[4]
მუსიკალური ვიდეო
რედაქტირებამუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა პაულ ანდერსენი, გადაღებულია 1997 წლის ოქტომბერში ვენ ნაიზის აეროპორტში, კალიფორნია.[5] მისმა ღირებულებამ 400 000 დოლარს გადააჭარბა, რომელშიც შედიოდა ფართო პლატფორმის ღირებულება 100 000 დოლარის ოდენობით.[2] ვიდეოს მსოფლიო პრემიერა გაიმართა MTV-ზე 1997 წლის ოთხ ნოემბერს[5] (თუმცა Encyclopedia Metallica პრემიერის თარიღად 15 ნოემბერს ასახელებს[2]).
მუსიკალური ვიდეო Memory Remains შეიცავს სიურრეალისტურ, ანტიგრავიტაციულ კონცეფციას. ჯგუფი უკრავს ფართო, დაკიდებულ პლატფორმაზე, რომელიც სრულ და გამუდმებულ ბრუნვაშია შესრულებისას, უზარმაზარი საქანელას მსგავსად. გადაღებისას პლატფორმა და ჯგუფი უძრავად არის, ხოლო ოთახი, გიგანტური კონტრუირებული ყუთი, ბრუნავს მის გარშემო. მერიენ ფეითფული მღერის ჩაბნელებულ კორიდორში. ზოგიერთ სცენაში ფულის წვიმა მოდის, რაც ალეგორიულ მინიშნებას წარმოადგენს.
არსებობს მუსიკალური ვიდეოს ორი ვერსია, რომლებიც მცირედით განსხვავდება ერთმანეთისგან პირველ ხუთ წამში: ერთ ვერსიაში ჯეიმზ ჰეტფილდი უკრავს გიტარაზე[5], მეორეში - ჯეისონ ნიუსტედი უკრავს ბას-გიტარაზე.[6]
ქავერები
რედაქტირებარამდენიმე ჯგუფმა შეასრულა სიმღერის ქავერი, მათ შორის The Kovenant, Spleen, Iron Horse და Stanford Harmonics.
ჩარტები
რედაქტირებასინგლი წარმატებული გამოდგა, მიაღწია რა #28 ადგილს ბილბორდის საუკეთესო ასეულში, #3 ჩარტში მეინსტრიმული როკ ტრეკები და #13 გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში. ეს იყო მეტალიკის უკანასკნელი გამოჩენა ბილბორდის ცხელი ასეულის საუკეთესო ორმოც სიმღერას შორის, სანამ არ გამოვიდა The Day That Never Comes 2008 წელს.
სიმღერების სია
რედაქტირებაCD სინგლი (გაერთიანებული სამეფო, ნაწ. 1)
- The Memory Remains - 4:39
- Fuel for Fire (დასამთავრებელი ვარიანტი სხვა ტექსტით.)
- Memory (დემო ვერსია)
CD სინგლი (გაერთიანებული სამეფო, ნაწ. 2)
- The Memory Remains - 4:39
- The Outlaw Torn (Unencumbered by Manufacturing Restrictions Version) - 10:48
- King Nothing (Tepid Mix) - 5:07
CD 2-ტრეკიანი სინგლი (აშშ და კანადა) & 7 სინგლი (ევროპა)
- The Memory Remains - 4:39
- For Whom the Bell Tolls ('Haven't Heard It Yet' mix)
პერსონალი
რედაქტირება- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა
- ჯეისონ ნიუსტედი – ბასი, დამატებითი ვოკალი
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სინგლი The Memory Remains. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 The Memory Remains. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-19. ციტირების თარიღი: 2008-03-21.
- ↑ 3.0 3.1 The Memory Remains. Last.fm. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ 4.0 4.1 The Memory Remains. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ 5.0 5.1 5.2 მეტალიკის მუსიკალური ვიდეოები -> The Memory Remains. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ The Memory Remains. Youtube. ციტირების თარიღი: 2011-06-22.