The Unforgiven

(გადამისამართდა გვერდიდან The Unforgiven II)

The Unforgiven“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სინგლი 1991 წლის ალბომიდან Metallica. მიუხედავად იმისა რომ ალბომის სხვა სიმღერებთან შედარებით ერთ-ერთი ნელია, მისი რიფები და აკორდების თანამიმდევრობა უდავოდ ერთ-ერთი უმძიმესია. სიმღერის ტექსტი ასახავს ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში რისკი არ გაუწევია და საბოლოოდ ნანობს ამას.

„The Unforgiven“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Metallica
B-მხარე Killing Time, So What?, The Unforgiven (დემო)
გამოსვლის თარიღი 28 ოქტომბერი, 1991[1]
ჩაიწერა 1990 წლის ოქტომბერი - 1991 წლის ივნისი
სტუდიაში One on One
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 6:27
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
კირკ ჰემეტი
პროდიუსერი ბობ როკი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Enter Sandman“
(1991)
The Unforgiven
(1991)
„Nothing Else Matters“
(1992)

სიმღერა ჯგუფის მესამე ნამუშევარი იყო, რომელმაც ბილბორდის საუკეთესო 40 სიმღერას შორის მოხვდა, დაიკავა რა 35-ე ადგილი. სიმღერაზე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეოც, რომელსაც რეჟისორობა მეთიუ მაჰურინმა გაუწია.

როგორ სახელწოდების მიხედვით, ასევე თემატურად, სინგლმა გაგრძელება ჰპოვა კიდევ ორ სიმღერაში: „The Unforgiven II“ ალბომიდან Reload და „The Unforgiven III“ ალბომიდან Death Magnetic.

დრამერმა ლარს ულრიხმა განმარტა, რომ ჯგუფს უნდოდა ეცადა რაიმე ახალი იდეა, ბალადის მსგავსი - ნაცვლად სტანდარტული მელოდიური ტაეპებისა და ძლიერი მისამღერისა (რაც დასტურდება მათ წინა ბალადებში Fade to Black, Welcome Home (Sanitarium) და One), ჯგუფმა აირჩია შეეცვალა ეს განლაგება - დინამიური, მძიმე ტაეპები დისტორშენის თანხლებით და რბილი, მელოდიური მისამღერი, რომელსაც კლასიკურ გიტარაზე დაუკრავდნენ.

როგორც ჯეიმზმა მოგვიანებით განაცხადა დოკუმენტურ ფილმში Classic Albums: Metallica - Metallica, სიმღერის შესავალი საყვირზე ძირითადად აღებული იყო ერთ-ერთი ვესტერნიდან და მერე შეცვლილი იყო ისე, რომ წყარო დამალულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მეტალიკას არასოდეს დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი ფილმიდან იყო აღებული შესავალი, გავრცელებული მოსაზრებით იგი არის ენიო მორიკონეს კომპოზიციიდან Showdown , რომელიც მან დაწერა კლინტ ისტვუდის 1965 წლის იტალიური ვესტერნისათვის რამდენიმე დოლარით მეტი.

საკონცერტო შესრულება

რედაქტირება

The Unforgiven სრულდებოდა საკონცერტო შემადგენლობაში მეტალიკის Nowhere Else to Roam მსოფლიო ტურნეს დროს, რომელიც გაიმართა შავი ალბომის მხარდასაჭერად და გრძელდებოდა 1991-1993 წლებში. იგი კვლავ შესრულდა ტურნეებზე Madly in Anger with the World 2003-2004 წლებში და Escape from the Studio '06. უკანასკნელად შესრულდა World Magnetic ტურნეზე.

The Unforgiven-ის საკონცერტო ვერსიაში შედის მეორე სოლო სიმღერის დასასრულს, რაც ორიგინალურ ჩანაწერში არ გვხვდება.

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სინგლთან ერთად გამოვიდა მუსიკალური ვიდეოც. შავ-თეთრი ვიდეოს თემატიკა იმ ბიჭის გარშემოა, რომელიც მთელ თავის ცხოვრებას პატარა, უფანჯრებო, მთლიანად ქვით ნაგებ ოთახის ტყვეობაში ატარებს. ვიდეო მსვლელობისას იგი ასაკში შედის, ხდება ზრდასრული და მერე მოხუცი. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ფანჯარას კვეთს ქვის კედელში, შიგადაშიგ კადრში ჩანს მის მფლობელობაში არსებული საგანი: მედალიონი. შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მეორე ტყვე ცხოვრობს მეორე მხარეს ქვის ოთახში.

ოთახი ჩანს მეტაფორა ცხოვრებაში. ბიჭი შემოცოცდება ოთახში პატარა გვირაბის მეშვეობით, იგი ჩნდება პირველად ამ ოთახში, რაც სიმბოლურ დაბადებას უნდა აღნიშნავდეს. ბიჭი შედის საკუთარი ნებით, არავინ სვამს მას იქ ან კეტავს გვირაბს - ის აშკარად მხოლოდ საკუთარი აზრის ტყვეობაშია: რა უნდა გააკეთოს ამ ოთახში. ბიჭი არასოდეს ჩანს გვირაბის მეშვეობით მოსარგებლე, რაც საჭიროს ხდის განიმარტოს, თუ როგორ ჭამს ბიჭი და როგორ იღებს იგი ზრდასრული ადამიანის ზომის ტანსაცმელს და სხვადასხვა ნივთებს, რომელიც თანდათან ჩნდება კედლებზე. ოთახში არავინ არის, გარდა იმ ბიჭსა/კაცსა - ის ყოველთვის მარტოა ოთახში. ვიდეოს დასაწყისში ჩანს, თუ როგორ იდებს ბიჭი დაწნულ თოკს თავის ჯიბეში. დასასრულისკენ მოხუცი იღებს თოკს და ვხედავთ, რომ თოკზე მიბმულია გასაღები. აღარ ჩანს მედალიონი - მოხუცს აქვს თოკი გასაღებით და იარაღი ბეტონის გასათხრელად. იგი პოულობს ჯიბის საათს ოთახში და აგროვებს ნივთებს კედლებზე. როცა მოხუცი საბოლოოდ დაასრულებს თავისი ფანჯარას, მას მიაქვს ბეტონის ამოჭრილი ნაწილი ოთახის მეორე კედლისკენ და იყენებს მას გვირაბის დასალუქად, რათა კიდევ ერთი ბიჭი არ აღმოჩნდეს იქ. საიდანღაც ბეტონის ამ ამოჭრილ ნაწილზე ჩნდება საკლიტული, რომელიც აძლევს მოხუცს საშუალებას მოათავსოს მასში თავისი გასაღები და დაკეტოს გვირაბი. ვაზი, რომელიც ფანჯარას გარს ერტყმის, ააშკარავებს, რომ მოხუცი არ თხრიდა ფანჯარას მეორე ტყვესთან დასაკავშირებლად - მისი ქმედება მიზანმიმართული იყო საკუთარი ტყვეობის დასრულებისაკენ და შემდგომი ტყვის შემოსვლისგან დაზღვევისაკენ. ვიდეო მთავრდება სცენით, სადაც მოხუცი გასაღებს ფანჯარაში აგდებს და წვება დაბლა სასიკვდილოდ გამზადებული.

არსებობს 11:33 ხანგრძლივობის, თეატრალური ვერსიაც, რომელშიც ვიდეოს წინ უძღვის რამდენიმე წუთის გაცნობითი სცენა. ეს ვერსია შესულია ჯგუფის 2006 წლის მუსიკალური ვიდეო კრებულში The Videos 1989–2004.

ქავერები

რედაქტირება

სიმღერის ქავერი შეასრულეს ფრენკი ბანალიმ (დრამები), ტონი ფრანკლინმა (ბასი), დაგ პინიკმა (ვოკალი)და ვერნონ რეიდმა (გიტარა) ალბომისთვის Metallic Assault: A Tribute to Metallica.

The Unforgiven შესრულდა ასევე მუსიკის სხვა სტილის მომღერლების მიერ, რომელთა შორის შეიძლება გამოვარჩიოთ ბლუგრას ჟანრში მოღვაწე აირონ ჰორსი, ალბომში Fade to Bluegrass: The Bluegrass Tribute to Metallica; გრეგორიანული გალობის სტილში შეასრულა ჯგუფ გრეგორიანმა, ალბომში Masters of Chant Chapter V, სვიზ პოპ მომღერალმა სტეფანი ჰეინზმანმა სიმღერის ქავერი შეიტანა მისი სადებიუტო ალბომის Masterplan დელუქს გამოცემაში; კლასიკური ინსტრუმენტული ვერსია შეგვიძლია ვიხილოთ ფინური ჯგუფ აპოკალიპტიკის ალბომში Plays Metallica by Four Cellos. ტრიბუტ დუეტმა ჰარპტალიკამ ჩაწერა სიმღერის არფა ვერსია ალბომისთვის Harptallica: A Tribute.

სიმღერების სია

რედაქტირება
აშშ კასეტა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Unforgiven“6:27
2.„Killing Time“3:05
აშშ პრომოსინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Unforgiven“ (რადიოს ვერსია)4:59
საერთაშორისო CD სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Unforgiven“6:29
2.„Killing Time“3:08
3.„The Unforgiven“ (დემო)6:15
საერთაშორისო 12" სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Unforgiven“6:27
2.„Killing Time“3:04
3.„So What“3:07
4.„The Unforgiven“ (დემო)6:18

გაგრძელებები

რედაქტირება
„The Unforgiven II“
 
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Reload
გამოსვლის თარიღი 23 თებერვალი, 1998[2]
ჩაიწერა 1996, სტუდიაში The Plant Studios, საუსალიტო, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი,
მძიმე როკი
ხანგრძლივობა 6:36
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
კირკ ჰემეტი
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„The Memory Remains“
(1997)
The Unforgiven II
(1998)
„Fuel“
(1998)

The Unforgiven II“ გამოვიდა, როგორც სინგლი ალბომიდან Reload. დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდის, ლარს ულრიხის და კირკ ჰემეტის მიერ და წარმოადგენს მათი სიმღერის The Unforgiven(რომელიც შესულია ალბომში Metallica). ორივე სიმღერას მსგავსი მუსიკალური თემები აქვთ: ორივე იწყება მსგავსი საყვირის ხმით. აკორდების თანამიმდევრობა ტაეპების დროს მსგავსია თანამიმდევრობისა The Unforgiven-ის მისამღერში. 11 წლის შემდეგ მეტალიკა კიდევ ერთხელ უბრუნდება ამ თემას სიმღერაში The Unforgiven III ალბომიდან Death Magnetic.

ისევე როგორც სიმღერაზე The Unforgiven, The Unforgiven II-ზე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეო, რომელსაც რეჟისორობა კვლავ მეთ მაჰურინმა გაუწია.

სიმღერა ცოცხლად შესრულდა მხოლოდ 1997 წელს ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე მას მერე, რაც ჯგუფმა წლის არტისტის ჯილდო მიიღო.

სიმღერების სია

რედაქტირება
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Unforgiven II“6:36
2.„Helpless“ (საკონცერტო)4:15
3.„The Four Horsemen“ (საკონცერტო)6:19
4.„Of Wolf & Man“ (საკონცერტო)4:31
აშშ სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Unforgiven II“6:36
2.„The Thing That Should Not Be“ (საკონცერტო)4:40
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Unforgiven II“6:36
2.„The Thing That Should Not Be“ (საკონცერტო)7:33
3.„The Memory Remains“ (საკონცერტო)4:19
4.„King Nothing“ (საკონცერტო)7:14
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 3
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Unforgiven II“6:36
2.„No Remorse“ (საკონცერტო)4:54
3.„Am I Evil?“ (საკონცერტო)5:09
4.„The Unforgiven II“ (დემო)7:14
იაპონური EP
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Unforgiven II“6:38
2.„The Thing That Should Not Be“ (საკონცერტო)7:31
3.„The Memory Remains“ (საკონცერტო)4:28
4.„No Remorse“ (საკონცერტო)4:52
5.„Am I Evil?“ (საკონცერტო)5:11
6.„The Unforgiven II“ (დემო)7:13
ევროპული სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Unforgiven II“6:36
2.„The Memory Remains“ (საკონცერტო)4:19
„The Unforgiven III“
სიმღერამეტალიკა
ალბომიდან Death Magnetic
გამოსვლის თარიღი 12 სექტემბერი, 2008[3]
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 7:47
ხმისჩამწერი ლეიბლი Warner Bros.
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
კირკ ჰემეტი
რობერტ ტრუჰილო
პროდიუსერი რიკ რუბინი
Death Magneticსიმღერები
მუსიკალური ნაწყვეტები:

The Unforgiven III“ შეტანილია ალბომში Death Magnetic. იგი „The Unforgiven“-ის გაგრძელებაა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს ტრილოგიის ნაწილს, „The Unforgiven III“ სტრუქტურულად არ ჰგავს მის წინა ნაწილებს. იგი საყვირის ნაცვლად ფორტეპიანოს მელოდიური პარტიით იწყება და გაგრძელებისასაც მსგავსება არ იგრძნობა. სიმღერა სცენაზე პირველად 2010 წლის 14 აპრილს შესრულდა ოსლოში, ნორვეგია.[4]

პერსონალი

რედაქტირება

პოზიცია ჩარტებში

რედაქტირება
The Unforgiven
ქვეყანა პოზიცია
ავსტრალია
10[5]
საფრანგეთი
28[6]
ნიდერლანდები
25[7]
შვედეთი
32[8]
ახალი ზელანდია
24[9]
აშშ
35[10]
გაერთიანებული სამეფო
15[11]
The Unforgiven II
ჩარტი/ქვეყანა პოზიცია
მეინსტრიმული როკ ტრეკები, აშშ
2[12]
ბილბორდის ცხელი ასეული, აშშ
59[13]
გაერთიანებული სამეფო
15[11]
ავსტრია
18[14]
საფრანგეთი
89[14]
ნიდერლანდები
16[14]
ბელგია
45[14]
შვედეთი
8[14]
ფინეთი
1[14]
ნორვეგია
8[14]
ავსტრალია
9[14]
ახალი ზელანდია
22[14]
კანადის ცხელი ასეული
89[15]
The Unforgiven III
ქვეყანა პოზიცია
შვეიცარია
12[16]
ბელგია
50[16]
შვედეთი
34[16]
ფინეთი
16[16]
ნორვეგია
8[16]
დანია
24[16]
ავსტრალია
41[16]
  1. სინგლი The Unforgiven. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-10. ციტირების თარიღი: 2012-06-26.
  2. სინგლი The Unforgiven II. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-22. ციტირების თარიღი: 2012-06-26.
  3. ალბომი Death Magnetic. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-27. ციტირების თარიღი: 2012-06-26.
  4. სიმღერა The Unforgiven III. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2012-06-26.
  5. METALLICA - THE UNFORGIVEN (SONG). Australian-Charts.com. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  6. METALLICA - THE UNFORGIVEN (CHANSON). Lescharts.com. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  7. METALLICA - THE UNFORGIVEN (NUMMER). Dutchcharts.nl. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  8. METALLICA - THE UNFORGIVEN (SONG). Swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  9. METALLICA - THE UNFORGIVEN (SONG). Charts.org.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-12. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  10. The Unforgiven - Metallica. Billboard.com. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  11. 11.0 11.1 METALLICA - THE UNFORGIVEN (SONG). Officialcharts.com. ციტირების თარიღი: 2012-06-03.
  12. „მეინსტრიმული როკ ტრეკები“. ბილბორდი (1998 წლის 28 თებერვალი, გვ: 75). ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  13. The Unforgiven II - Metallica. Billboard.com. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 14.7 14.8 METALLICA - THE UNFORGIVEN II (SONG). Australian-Charts.com. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  15. The Unforgiven III - Metallica. Billboard.com. ციტირების თარიღი: 2012-07-09.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 METALLICA - THE UNFORGIVEN III (SONG). Australian-Charts.com. ციტირების თარიღი: 2012-07-09.