The Man and the Journey (ტურნე)
The Man and The Journey — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის არაფორმალური, 1969 წლის საკონცერტო ტურნე, რომლის ფარგლებში იგი ასრულებდა მუსიკალურ ციკლს The Man and The Journey.[1]
The Man and the Journey | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული პინკ ფლოიდის მიერ | ||||
დაწყების თარიღი | 27 მარტი 1969 | |||
დასრულების თარიღი | 24 სექტემბერი 1969 | |||
კონცერტების რაოდენობა | 29 (31 დაგეგმილი) | |||
პინკ ფლოიდის კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
სეტლისტი
რედაქტირებაკონცერტების უმეტესობა შედგებოდა ციკლისგან The Man and The Journey, თუმცა ზოგიერთ მათგანზე უკრავდნენ კომპოზიციებს „Astronomy Domine“, „Set the Controls for the Heart of the Sun“ და „Careful with That Axe, Eugene“-ის და „A Saucerful of Secrets“-ის ვრცელ ვერსიებს, რომელთა მსგავსი შეტანილია ალბომში Ummagumma. ევროპაში, 1970 წლის დასაწყისში, The Man and The Journey-ს კვლავ ასრულებდნენ, თუმცა — შემოკლებული სახით.
The Man and The Journey-ს სეტლისტი
რედაქტირებაეს სეტლისტი შედგენილია ამსტერდამში, 1969 წლის 17 სექტემბერს გამართული კონცერტის მიხედვით.[2][3]
- პირველი განყოფილება
- „Daybreak“ („Grantchester Meadows“)
- „Work“ (პერკუსია და ვიბრაფონი მუსიკალური ხერხვით და ჭედვით)
- „Teatime“ (ჯგუფის წევრები სცენაზე ჩაის სვამენ)
- „Afternoon“ („Biding My Time“)
- „Doing It!“ (სოლო დასარტყმელებსა და გონგზე, ორგანით და ფირის ეფექტებით)
- „Sleep“ („Quicksilver“)
- „Nightmare“ („Cymbaline“)
- „Labyrinth“ (ინსტრუმენტული, მაღვიძარის ხმები და ფირის ეფექტები)
- მეორე განყოფილება
- „The Beginning“ („Green is the Colour“)
- „Beset by Creatures of the Deep“ („Careful with That Axe, Eugene“)
- „The Narrow Way, Part 3“
- „The Pink Jungle“ („Pow R. Toc H.“)
- „The Labyrinths of Auximines“ („Let There Be More Light“-ის ინსტრუმენტული განყოფილება)
- „Footsteps/Doors“ (ფირის ეფექტები)
- „Behold the Temple of Light“ („The Narrow Way, Part 3“-ის დასაწყისი)
- „The End of the Beginning“ („Celestial Voices“)
- ბისზე (როდესაც სრულდებოდა)
- „Interstellar Overdrive“ (24 მაისი, შეფილდი) ან „Set the Controls for the Heart of the Sun“ (22 ივნისი, მანჩესტერი; 26 ივნისი, ლონდონი)
სხვა კონცერტები
რედაქტირებაროდესაც არ სრულდებოდა The Man and The Journey, ჯგუფი, ჩვეულებისამებრ, უკრავდა შემდეგს:[4]
- „Astronomy Domine“
- „Careful with That Axe, Eugene“
- „Interstellar Overdrive“
- „Green Is the Colour“
- „Pow R. Toc H.“
- „Set the Controls for the Heart of the Sun“
- „Let There Be More Light“
- „A Saucerful of Secrets“
Top Gear-ისთვის (BBC Radio 1) ჩაწერისას შესრულდა:
- „Grantchester Meadows“
- „Cymbaline“
- „The Narrow Way, Part 3“
- „Green Is the Colour“
- „Careful with That Axe, Eugene“ (შემოკლებული ვერსია)
ამ გადაცემის ჩანაწერი 2016 წელს შევიდა ბოქს-სეტში The Early Years 1965–1972.[3]
გამოცემა
რედაქტირება27 აპრილის (ბირმინგები) და 2 მაისის (მანჩესტერი) კონცერტების ჩანაწერები გამოყენებულია Ummagumma-ს საკონცერტო ნაწილში.[5] 6 სექტემბრის და 17 სექტემბრის (ამსტერდამი) ჩანაწერები გამოიცა ბოქს-სეტში The Early Years 1965–1972. ისინი შეტანილია მის ნაწილში 1969: Dramatis/ation. ამავა ნაწილში შედის ნაწყვეტები 1969 წლის 14 აპრილის ლონდონის რეპეტიციიდან.[3]
პერსონალი
რედაქტირება- დეივიდ გილმორი – ელექტრონული და აკუსტიკური გიტარები, პერკუსია, ვოკალი
- როჯერ უოტერსი – ბასი, ნეილონის სიმებიანი გიტარა, პერკუსია, ვოკალი, ვოკალიზაცია
- რიჩარდ რაიტი – ორგანი Farfisa, ვიბრაფონი, ტრომბონი, ვოკალი, ორგანი (სადაც ხელმისაწვდომი იყო)
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გესდონი, ჟან-მიშელ; მარგოტენი, ფილიპ (2017) Pink Floyd All the Songs: The Story Behind Every Track. Black Dog & Leventhal, გვ. 158. ISBN 978-0316439244.
- ↑ Pink Floyd – The Man & The Journey (CD), January 1992, https://www.discogs.com/Pink-Floyd-The-Man-The-Journey/release/1100795. წაკითხვის თარიღი: 2021-03-01
- ↑ 3.0 3.1 3.2 Pink Floyd – The Early Years 1965-1972 (2016, Box Set), 11 ნოემბერი 2016, https://www.discogs.com/Pink-Floyd-The-Early-Years-1965-1972/release/9218307. წაკითხვის თარიღი: 2021-03-01
- ↑ მებეტი, ენდი (2010). Pink Floyd- The music and the mystery. Omnibus Press. ISBN 978-0-857-12418-0.
- ↑ Pink Floyd – Ummagumma (1969, Vinyl), 25 ოქტომბერი 1969, https://www.discogs.com/Pink-Floyd-Ummagumma/release/1645802. წაკითხვის თარიღი: 2021-03-01