Biding My Time“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, დაწერილი როჯერ უოტერსის მიერ.[2][3]

„Biding My Time“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან Relics
გამოსვლის თარიღი მაისი 1971
ჩაიწერა ივლისი 1969[1]
ჟანრი ბლუზ-როკი, პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 5:18
ხმისჩამწერი ლეიბლი Starline (ორიგინალური)
MF (ხელახალი გამოცემა) (გაერთიანებული სამეფო)
Harvest/Capitol (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ნორმან სმითი
Relicsსიმღერები

უოტერსმა ეს სიმღერა, დროის ფაქტორის შესახებ, დაწერა გაზეთში სტატიის წაკითხვის შემდეგ - მასში ეწერა, რომ მამაკაცი მუშაობისას საათში 10-ჯერ ფიქრობს სექსზე.

სიმღერა გამოიცა საკონცერტო გამოსვლებზე წარდგენიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ. The Man and The Journey-ს პროგრამაში მას ასრულებდნენ „Afternoon“-ის სახელით. 1969 წლის დოკუმენტურ კადრებში კარგად ჩანს მისი საკონცერტო რეპეტიციები. სიმღერა კონცერტებზე სულ 21-ჯერ შესრულდა, უკანასკნელად - 1970 წლის დასაწყისში.

გიტარის სოლოს მიჰყვება კიდევ ერთი, საყვირზე, მას რიჩარდ რაიტი ასრულებს.

ოფიციალურად ნომერი შეტანილია მხოლოდ კომპილაციაში Relics. ცალკე სინგლზე იგი არასოდეს გამოცემულა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თარიღი მითითებულია Relics-ის ამერიკულ გამოცემაში.
  2. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  3. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.