SPQR
SPQR ანუ Senatus Populusque Romanus, იკითხება როგორც სენატუს პოპულუსქვე რომანუს (ქართულად: რომის სენატი და ხალხი), სიმბოლური ფრაზა, რომელიც მიუთითებს ძველი რომის რესპუბლიკის მთავრობაზე. ის გამოისახებოდა საჯარო დოკუმენტებზე, ძეგლებსა და საჯარო ნამუშევრების წარწერებში და ზოგიერთ რომაულ ვალუტაზე ქვის ან ლითონის წარწერით.
სრული ფრაზა ჩანს რომაულ პოლიტიკურ, იურიდიულ და ისტორიულ ლიტერატურაში, როგორიცაა ციცერონის გამოსვლები, ტიტუს ლივიუსის წიგნი რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან
ლათინურად, „სენატუს“ არის სახელობითი მხოლობითი არსებითი სახელი, რაც ნიშნავს სენატს. „პოპულუს ქვე“ შედგენილია სახელობითი არსებითი სახელიდან „პოპულუს“ („ხალხი“) და „ქვე“, ენკლიტური ნაწილაკი, რაც ნიშნავს „და“, რომელიც აკავშირებს ორ სახელობით არსებით სახელს. ბოლო სიტყვა, Rōmānus („რომაული“), არის ზედსართავი სახელი, რომელიც აკავშირებს მთელ ფრაზასSenātus Populusque-ს. ამრიგად, ფრაზა ითარგმნება სიტყვასიტყვით, როგორც „რომის სენატი და ხალხი“, ან უფრო ზუსტად როგორც „სენატი და რომაელი ხალხი“.
ისტორიული კონტექსტი
რედაქტირებატიტულის შექმნის თარიღი უცნობია, მაგრამ ის პირველად გვხვდება გვიანი რესპუბლიკის წარწერებში, დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 80 წლიდან. როგორც მონეტებზე დასტურდება, უფრო ადრე, რომის სახელმწიფოს ოფიციალური სახელი, , უბრალოდ „ROMA“ (რომა) იყო. აღნიშნული აბრევიატურა ბოლოს ჩნდება კონსტანტინე დიდის (მართავდა ახ. წ. 312–337) მონეტებზე, რომის პირველი იმპერატორის დროს, რომელიც მხარს უჭერდა ქრისტიანობას .
აღნიშნული ორი სამართლებრივი ორგანიზაცია, „სენატი“ და „რომაელი ხალხი“ სრულუფლებიანია, როდესაც გაერთიანებულია. ასევე, მხოლოდ ხალხი ასევე სრულუფლებიანია, ხოლო სენატი დამოუკიდებლად არა. რომის სამეფოს დროს არც ერთი სამართლებრივი მხარე არ იყო სრულუფლებიანი. მაშასადამე, ეს ფრაზა შეიძლება დათარიღდეს არა უადრეს რესპუბლიკის დაარსებისა.
ეს ტიტული გაგრძელდა რომის იმპერიის დროსაც. იმპერატორები ითვლებოდნენ ხალხის „დე იურე“ წარმომადგენლად, მიუხედავად იმისა, რომ სენატის დადგენილებები, იმპერატორის „დე ფაქტო“ სურვილით იყო დამტკიცებული.
„Populus Rōmānus“ რომაულ ლიტერატურაში არის ფრაზა, რომელიც ნიშნავს ხალხის მთავრობას. როდესაც რომაელები ირჩევდნენ უცხოეთის სახელმწიფოების მთავრობებს, ისინი იყენებდნენ „populus-ს“ მხოლობით ან მრავლობით რიცხვში, როგორიცაა „populī Prīscōrum Latīnōrum“, "ძველი ლათინების მთავრობები". „Rōmānus“ არის დადგენილი ზედსართავი სახელი, რომელიც გამოიყენება რომაელთა გამოსაყოფად, როგორც „cīvis Rōmānus“, ანუ „რომის მოქალაქე“.
რომაელი ხალხი სამართალსა და ისტორიაში ძალიან ხშირად ჩნდება ისეთი ფრაზებით, როგორიცაა dignitās (დიგნიტას), maiestās (მაიესტას), auctoritās (აუქტორიტას), lībertās populī Rōmānī, (ლიბერტას პოპული რომანი), „რომაელი ხალხის ღირსება, დიდებულება, ავტორიტეტი, თავისუფლება“. ისინი იყვნენ populus līber, "თავისუფალი ხალხი". არსებობდა იგივე პოპულუსის exercitus, imperium, iudicia, honorēs, consulēs, voluntās : „რომაელი ხალხის ჯარი, მმართველობა, განჩინებები, თანამდებობები, კონსულები და ნება“.
რომაელებს სჯეროდათ, რომ მთელი ძალაუფლება ხალხისგან მოდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მეტყველება, რომელიც ჩანს უფრო თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ რევოლუციებში, პირდაპირ რომაელებიდან მოდის. ხალხი ამ გაგებით გულისხმობდა მთელ ხელისუფლებას. თუმცა ეს უკანასკნელი არსებითად დაყოფილი იყო არისტოკრატიულ სენატად, რომლის ნებასაც ასრულებდნენ კონსულები და პრეტორები, და საუკუნეების კომიტეტი, რომლის ნებასაც იცავდნენ ტრიბუნები .
გამოყენება შუა საუკუნეებში
რედაქტირება1184 წლიდან რომის კომუნა ჭრიდა მონეტებს SENATVS PQ R-ის სახელწოდებით. 1414 წლიდან 1517 წლამდე რომის სენატი ჭრიდა მონეტებს, რომელზეც გამოსახული იყო საბრძოლო ფარი წარწერით SPQR. [1]
თანამედროვე გამოყენება
რედაქტირებაბენიტო მუსოლინის რეჟიმის დროს, SPQR იყო გამოსახული რიგ საზოგადოებრივ შენობებსა და საკანალიზაციო ჭის სახურავებზე, რ მისი დიქტატურის, როგორც „ახალი რომის იმპერიის“ პოპულარიზაციის მცდელობის მიზნით.
SPQR კვლავ გამოიყენება რომის მუნიციპალურ გერბში და რომის კომუნის ოფიციალურ დოკუმენტებში. [2] [3] იტალიელები დიდი ხანია იყენებდნენ ამ აბრევიატურის განსხვავებულ და იუმორისტულ მხარეებს, " Sono Pazzi Questi Romani " (სიტყვასიტყვით: "ისინი გიჟები არიან, ეს რომაელები"). [4] SPQR ასევე არის იტალიური არმიის დედაქალაქის სამხედრო სარდლობის გერბის ნაწილი (იტალ. Comando Militare Capitale ).
ბიზნესში, ინგლისურენოვან ქვეყნებში, SPQR ზოგჯერ (იუმორისტულად) გამოიყენება როგორც „მცირე მოგება, სწრაფი ანაზღაურება“, ხშირად იმ ადამიანების მიერ, ვინც სკოლაში ლათინურს სწავლობდა.
სამოქალაქო გამოყენება
რედაქტირებაSPQ x ზოგჯერ გამოიყენება როგორც მუნიციპალური სიამაყისა და სამოქალაქო უფლებების მტკიცება. მაგალითად, იტალიის ქალაქ Reggio Emilia- ს გერბში აქვს SPQR, რაც ნიშნავს Senatus Populusque Regiensis.
City | Country | SPQx | Latin | სად გამოიყენება |
---|---|---|---|---|
ალკმაარი | Netherlands | SPQA | შენობის ფასადზე Waag. | |
ამსტერდამი | Netherlands | SPQA | Senatus Populusque Amstelodamensis[5] | Stadsschouwburg theater on Leidseplein[6] and some of the bridges.[5] |
Antwerp | Belgium | SPQA | Senatus Populusque Antverpensis | On Antwerp City Hall and other public buildings and schools.[7] |
Ascoli Piceno | Italy | SPQA | Senatus Populusque Asculum | On the wall above the south loggia of the Piazza del Popolo, Ascoli Piceno. |
Basel | Switzerland | SPQB | Senatus Populusque Basilea | On the Webern-Brunnen in Steinenvorstadt.[8] |
Benevento | Italy | SPQB[9] | Senatus Populusque Beneventanus[9] | On manhole covers.[9] |
Bologna | Italy | SPQB | Senatus Populusque Bonononiensis | On the Fountain of Neptune, Bologna. |
Bremen | Germany | SPQB | In the Bremen City Hall.[10] | |
Bruges | Belgium | SPQB | On its coat of arms.[11] | |
Brussels | Belgium | SPQB | Senatus Populusque Bruxellensis (of the city) or Senatus Populusque Belgicus (of the country) | Found repeatedly on the Palais de Justice,[12] over the main stage of La Monnaie,საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! and on the ceiling of the hemicycle of the Belgian Senate in the Palais de la Nation. |
Capua | Italy | SPQC | ||
Catania | Italy | SPQC | Can be found on manhole covers. | |
Chicago | United States | SPQC | Can be found on the George N. Leighton Cook County Criminal Courthouse. | |
Dublin | Ireland | SPQH | Senatus Populusque Hibernicus | On the City Hall, built in 1769. |
Florianópolis | Brazil | SPQF[9] | Senatus Populusque Florianopolitanus[9] | |
Franeker | Netherlands | SPQF | At the a gate on the Westerbolwerk and Academiestraat 16.[13] | |
Freising | Germany | SPQF | Above the door of the town hall. | |
Ghent | Belgium | SPQG | Senatus Populusque Gandavensis | On the Opera, Theater and some other major buildings. Inscribed on a shield on coins struck in Ghent in 1583, during the Dutch Revolt.[14] |
Groningen | Netherlands | SPQG | Above the entrance of the Der Aa-kerk. | |
The Hague | Netherlands | SPQH | Above the stage in Koninklijke Schouwburg. | |
Hamburg | Germany | SPQH | On a door in the Hamburg Rathaus.[15] | |
Hanover | Germany | |||
Haarlem | Netherlands | SPQH | On the face of the town hall at the "Grote Markt". | |
Hasselt | Belgium | SPQH | ||
Kortrijk | Belgium | SPQC | Senatus Populusque Cortoriacum | City hall. |
Kraków | Poland | SPQC | Senatus Populusque Cracoviensis | Over the Waza Gate in Wawel Castle. |
La Plata | Argentina | SPQR | On a monument outside of the city's "casco urbano". | |
Leeuwarden | Netherlands | SPQL | Senatus Populusque Leovardia | On the mayor's chain of office.[16] |
Liverpool | United Kingdom | SPQL | Senatus Populusque Liverpudliensis | On various gold doors in St George's Hall.[17] |
City of London | United Kingdom | SPQL | Senatus Populusque Londiniensis | On historic variants of the City's coat of arms[18][19] |
Lübeck | Germany | SPQL | Senatus Populusque Lubecensis | On the Holstentor.[20] |
Lucerne | Switzerland | |||
Madrid | Spain | SPQM | Senatus Populusque Matritensis | On the Fuente de Apolo , built in 1780. |
Milan | Italy | SPQM | The Holy Roman Emperor Charles V struck coins at Milan with the inscription S P Q Mediol Optimo Principi.[21] | |
Modica | Italy | SPQM | On the coat of arms.[22] | |
Molfetta | Italy | SPQM | On the coat of arms.[23] | |
Naples | Italy | SPQN | Senatus Populusque Neāpolis | Inscribed on a shield on coins struck during Masaniello's 1647 revolt.[24] |
Noto | Italy | SPQN | Senatus Populusque Netum | On the coat of arms.[25] and the façade of Noto Cathedral |
Nuremberg | Germany | SPQN | Senatus Populusque Norimbergensis | On the Charles Bridge (one of the major bridges over river Pegnitz in the inner city).[26] |
Oudenburg | Belgium | SPQO | Senatus Populusque Odenburgensis | On its water pump next to the market square.[27] |
Olomouc | Czech Republic | SPQO[9] | Senatus Populusque Olomucensis | On its coat of arms.[28] |
Palermo | Italy | SPQP | [29] | |
Penne, Abruzzo | Italy | SPQP | [29] | |
Rieti | Italy | SPQS | Senatus Populusque Sabinus | On the coat of arms. Present also in the modern composite Lazio coat-of-arms. |
Rotterdam | Netherlands | SPQR | On a wall painting in the Rotterdam City Hall. | |
Severn Beach | United Kingdom | SPQR | On the crest of Pilning & Severn Beach Parish Council. | |
Seville | Spain | SPQH | Senatus Populusque Hispalensis | On the historic banner of the city. |
Siena | Italy | SPQS | On the base of a status of the Capitoline Wolf.[30] | |
Solothurn | Switzerland | SPQS | Senatus Populusque Solodori | On the Cathedral of St Ursus and Victor. |
Terracina | Italy | SPQT | [31] | |
Tivoli, Lazio | Italy | SPQT | [32] | |
Toruń | Poland | SPQT | Senatus Populusque Thorunensis | City Hall.[33] |
Valencia | Spain | SPQV | Senatus Populusque Valentinus | In several places and buildings, including the Silk Exchange[34] and the University of Valencia Historic Building.[35] |
Verviers | Belgium | SPQV | On the Grand Theatre.[36] | |
Vienna | Austria | SPQV[9] | Senatus Populusque Viennensis[9] | Schönbrunn Palace |
პოპულარული კულტურა
რედაქტირებავიდეო თამაშებსა და ფილმებში, SPQR, ხშირად გამოიყენება რომის იმპერიისა და რომის რესპუბლიკის წარმოსაჩენად
2000 წლის ფილმში Gladiator, რომაელ გენერალ მაქსიმუსს (როლი შეასრულა რასელ ქროუმ) მხარზე ჰქონდა ამოსვირინგებული "SPQR", მას შემდეგ რაც მონად გაყიდეს, ჩამოფხეკით მოიშორა
გალერეა
რედაქტირება-
წარწერა ტიტუსის თაღში
-
საკანალიზაციო ჭის თავსახური რომში SPQR წარწერით
-
SPQR რეჯიო ემილიას გერბზე
-
დეტალი მოზაიკური იატაკიდან, გალერეა ემანუელე II,მილანი
-
"მეომრების კლასის უპირატესობა, ვენცსლავ ჰოლარი
-
წარწერა სეპტიმიუს სევერუსის თაღს ზემოთ
-
ფედერიკო ფელინის მემორიალური დაფა ვია ვენეტოზე
-
ფრესკა როტერდამის მერიაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Monete e Zecche Medievalli Italiane, Elio Biaggi, coins 2081 and 2141
- ↑ Roma Capitale – Sito Istituzionale – Home it. ციტირების თარიღი: 2019-10-29
- ↑ OGGETTO: Revoca deleghe Consigliera Nathalie Naim it. ციტირების თარიღი: 2019-10-29
- ↑ See, e.g. Handbuch der theoretischen und praktischen Heraldik.
- ↑ 5.0 5.1 Heraldic symbols of Amsterdam (2 December 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-10. ციტირების თარიღი: 2023-11-06.
- ↑ de Cleen, Marjolein. (2023-02-24) Stadsschouwburg Leidseplein Dutch. ციტირების თარიღი: 2023-05-06.
- ↑ Woesinger. (2007-01-05) SPQA. ციტირების თარიღი: 2014-02-17
- ↑ Webern-Brunnen de (2003-01-01). ციტირების თარიღი: 2015-10-30
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7 Rome – Historical Flags (Italy) (14 November 2003). ციტირების თარიღი: 6 February 2007
- ↑ International Council on Monuments and Sites. (2003) Evaluations of Cultural Properties (PDF) გვ. 39–42. UNESCO. ციტირების თარიღი: 2014-02-17
- ↑ Crest of Brugge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-26. ციტირების თარიღი: 2014-02-17
- ↑ SPQB sign on the court of Justice of Brussels. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-17. ციტირების თარიღი: 2014-02-17
- ↑ Franeker. ციტირების თარიღი: 26 January 2018
- ↑ Carew Hazlitt, W.. Coinage of the European Continent, გვ. 216.
- ↑ Hamburg de. ციტირების თარიღი: 6 January 2009
- ↑ De Ambtsketen Van De Burgemeester nl.
- ↑ Coslett, Paul. St George's Hall. BBC Liverpool. ციტირების თარიღი: 2014-02-17
- ↑ Corporation of London Records Office. The City Arms. The Corporation of the City of London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2006. ციტატა: „The letters SPQL [Senatus Populusque Londinii – literally, The Senate and People of London] also occasionally appear in imitation of the SPQR of ancient Rome.“ ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი 2023.
- ↑ Brunet, Alex (2013). Regal Armorie of Great Britain. London: Forgotten Books, გვ. 156–7.
- ↑ Roberto. (2007-03-01) Holstentor – SPQL: Senatus Populusque Lubecensis. ციტირების თარიღი: 2014-02-17
- ↑ Potter, W. J.. The Coinage of Milan, გვ. 19. coin 4.
- ↑ Modica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 26 July 2020
- ↑ Molfetta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 26 July 2020
- ↑ Italian Coinage Medieval to Modern, The Collection of Ercole Gnecchi, coin 3683
- ↑ Noto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 26 July 2020
- ↑ Forum Romanum: Modell-Ausstellung im Hirsvogelsaal de (14 December 2017). ციტირების თარიღი: 26 September 2023
- ↑ Stadspomp, Oudenburg (30 May 2009). ციტირების თარიღი: 20 December 2017
- ↑ Olomouc (20 August 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 დეკემბერი 2022. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი 2023.
- ↑ 29.0 29.1 mypixbox. (2007-12-05) SPQP. ციტირების თარიღი: 2014-02-17
- ↑ Moree. (2008-06-17) SPQS. ციტირების თარიღი: 2014-02-17
- ↑ Dilke, O. A. W.; Dilke, Margaret S. (October 1961). „Terracina and the Pomptine Marshes“. Greece & Rome. Cambridge University Press. II:8 (2): 172–178. doi:10.1017/S0017383500014406. ISSN 0017-3835. OCLC 51206579. S2CID 162727396.
- ↑ Walking in Pomata en. Con il patrocinio del Comune di Tivoli Assessorato al Turismo. ციტირების თარიღი: 2014-02-17
- ↑ Sala Rady (Senatu) w Ratuszu Staromiejskim – Atrakcje Torunia – Przewodnik po Toruniu | Toruń Tour Toruński Portal Turystyczny pl. ციტირების თარიღი: 2021-03-10
- ↑ Biblioteca Virtual Miguel de Cervantes. Cervantesvirtual.com. ციტირების თარიღი: 2014-02-17
- ↑ Gallardo, Elena. (27 September 2008) SPQV.
- ↑ Le Grand-Théâtre de Verviers fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-12. ციტირების თარიღი: 2023-11-06.