New (ალბომი)

პოლ მაკ-კარტნის ალბომი

Newინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის მეთექვსმეტე სტუდიური სოლო-ალბომი, რომელიც გამოიცა 2013 წლის 14 ოქტომბერს. იგი აგრეთვე არის პირველი Memory Almost Full-ის შემდეგ, რომელიც მთლიანად ორიგინალური კომპოზიციებისგან შედგება. [4] ალბომზე პროდიუსერების სახით მუშაობდნენ ჯაილზ მარტინი, მარკ რონსონი, ითან ჯოუნსი და პოლ ეპუორთი. მაკ-კარტნიმ განაცხადა, რომ ჩანაწერზე გავლენა იქონია მის ცხოვრებაში უკანასკნელმა, ისევე, როგორც The Beatles-ის ჩამოყალიბებამდე მომხდარმა მოვლენებმა. მისივე თქმით, არანჟირებების ნაწილი არ ჰგავს მის ჩვეულ როკ-ჩანაწერებს.[5] პირველი სინგლის „New“ და ზოგადად ალბომის შეფასება პოზიტიური იყო.

New
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 14 ოქტომბერი, 2013 (2013-10-14)
ჩაიწერა იანვარი 2012 – მარტი 2013
სტუდია Henson Recording Studios, ლოს-ანჯელესი;
Avatar Studios, ნიუ-იორკი;
ები-როუდის სტუდიები, Air Studios, Wolf Tone Studios, ლონდონი;
The Mill, აღმოსავლეთი სასექსი
ჟანრი
ხანგრძლივობა 46:11
ლეიბლი Virgin EMI (ბრიტანეთი)[1]
Hear Music (აშშ)[2]
პროდიუსერი ჯაილზ მარტინი, პოლ ეპუორთი, მარკ რონსონი, ითან ჯოუნსი
პოლ მაკ-კარტნი — ქრონოლოგია
iTunes Live from Capitol Studios
(2012)
New
(2013)
Pure McCartney
(2016)
პოლ მაკ-კარტნის სტუდიური ალბომები – — ქრონოლოგია
Kisses on the Bottom
(2012)
New
(2013)
სინგლები ალბომიდან New
  1. „New“
    გამოცემის თარიღი: 28 აგვისტო, 2013 (2013-08-28)
  2. „Queenie Eye“
    გამოცემის თარიღი: 24 ოქტომბერი, 2013 (2013-10-24)
  3. „Save Us“
    გამოცემის თარიღი: 31 მარტი, 2014 (2014-03-31)[3]
  4. „Appreciate“
    გამოცემის თარიღი: 16 მაისი, 2014 (2014-05-16)
  5. „Early Days“
    გამოცემის თარიღი: 7 ივლისი, 2014 (2014-07-07)

ალბომზე პროდიუსერების სახით მუშაობდნენ მარკ რონსონი, ითან ჯოუნსი, პოლ ეპუორთი და ჯაილზ მარტინი.[4] რონსონი არის სასათაურო სიმღერის პროდიუსერი .[4]

კომპოზიცია

რედაქტირება

მაკ-კარტნი ამბობდა, რომ ალბომში სიმღერები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იქნებოდა. „ვიმუშავე ოთხ პროდიუსერთან და ოთხივემ სხვადასხვა შემოიტანეს“.[6] სიმღერები ამ ალბომზე წინასწარ არ დაიწერა, ისინი იმპროვიზაციით შეიქმნა.[6] სასათაურო „New“ არის „სიმღერა სიყვარულზე, მაგრამ მასში საუბარია ასეთ რამეზე - ჩემგან რა გინდა, მე პასუხები არ მაქვს“. ეს ნიშნავს - მე არ ვიცი, რა ხდება, მე არ ვიცი, როგორ ხდება, მაგრამ ვიცი, რომ კარგია და მიყვარხარ“.[6]

სხვა სიმღერები ავტობიოგრაფიულია: „On My Way to Work“ ეხება იმ პერიოდს, როდესაც პოლ ჯერ არ იყო ცნობილი და ლივერპულში მუშაობდა.[7] „Early Days“-ში მაკ-კარტნი იხსენებს ლივერპულში ჯონ ლენონთან ერთად გატარებულ პერიოდს: „ვიხსენებდი, როგორ ვიყავით მუსიკალურ მაღაზიაში, ვუსმენდით ადრეულ როკ-ენ-როლს და ვათვალიერებდით პოსტერებს და მთელ იმ ხალისს, რასაც მე ეს მანიჭებდა“.[8]

უკანასკნელი მოვლენების განხილვისას მაკ-კარტნი ამბობდა, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია შეველთან ქორწინებამ: „ეს ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი პერიოდია, ახალ მეუღლესთან ერთად - ამიტომ ახალ მეუღლესთან ახალი სიმღერებიც ჩნდება“. მისი აზრით, New ძირითადად მხიარულია, მაგრამ მასში ფარულად ჩანს „ტკივილი, რომელიც გადადის სიცილში“.[8] რონსონმა „Alligator“-ს უწოდა „ჩაფიქრებული“ და „საკმაოდ რთული“.[9] მაკ-კარტნიმ „Everybody Out There“ დაწერა მსმენელის აყოლებისთვის და თქვა, რომ ამაყობდა „Early Days“-ით და დამალული სიმღერით „Scared“.[10]

პრომოკამპანია

რედაქტირება

„New“ სინგლის სახით გამოვიდა iTunes-ზე და SoundCloud-ზე, 2013 წლის 28 აგვისტოს.[4] ალბომის გამოცემა ბრიტანეთში 2013 წლის 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ხოლო მეორე დღეს - აშშ-ში,[6] 12 ძირითადი სიმღერით და სპეციალური გამოცემით, რომელშიც დამატებული იქნება კიდევ ორი.[4]

შეფასება

რედაქტირება
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic77/100[11]
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic     [12]
Clash7/10[13]
The Daily Telegraph     [14]
Entertainment WeeklyA–[15]
The Guardian     [16]
NME7/10[17]
Pitchfork7.8/10[18]
PopMatters          [19]
Rolling Stone     [20]
Slant Magazine     [21]

ალბომიდან გამოცემული პირველი სიმღერა, „New“, დადებითად მიიღეს როგორც კრიტიკოსებმა, ასევე ზოგადად მუსიკალურმა პრესამ. იგი BBC Radio 2-ის მიერ არჩეული იქნა კვირის ჩანაწერად[6] და მოხვდა მის A-სიაში[22]. გარდა ამისა, სიმღერა ჟურნალმა Mojo-მ დღის სიმღერად დაასახელა, აღნიშნა რა მისი „გულუბრყვილო ოპტიმიზმი, უძლეველი მელოდია“ და „ორკესტრირებული პოპ-არანჟირებები“.[23] Rolling Stone-ის უილ ჰერმესმა აღნიშნა მისი „მოძრავი კლავისინზე აგებული მელოდია“, მიანიჭა 4 ვარსკვლავიანი შეფასება და გაავლო პარალელები The Beatles-ის „Got to Get You into My Life“-თან[24] - იგივე აზრს იზიარებდა The Daily Telegraph, რომელმაც მას უწოდა „სტილიზებული, ბითლზური ბაკუნი“.[25]

სიმღერების სია

რედაქტირება
New - ჩვეულებრივი გამოცემა[26]
#სახელწოდებაპროდიუსერ(ებ)ი[5][27]ხანგრძლივობა
1.„Save Us“პოლ ეპუორთი2:39
2.„Alligator“მარკ რონსონი3:27
3.„On My Way to Work“ჯაილზ მარტინი3:43
4.„Queenie Eye“ეპუორთი3:48
5.„Early Days“ითან ჯოუნსი4:07
6.„New“რონსონი2:56
7.„Appreciate“მარტინი4:28
8.„Everybody Out There“მარტინი3:21
9.„Hosanna“ჯოუნსი3:29
10.„I Can Bet“მარტინი3:21
11.„Looking at Her“მარტინი3:05
12.„Road“ (დამალული სიმღერის სახით შეტანილია Scared)ეპუორთი, მარტინი (Scared)4:36
საერთო ხანგრძლივობა:46:11

ჩარტები და სერტიფიცირებები

რედაქტირება

გამოცემების ისტორია

რედაქტირება
რეგიონი თარიღი ფორმატი ლეიბლი
ავსტრალია[63] 11 ოქტომბერი, 2013 (2013-10-11) ციფრული ჩამონატვირთი Concord Music Group
გაერთიანებული სამეფო[64] 14 ოქტომბერი, 2013 (2013-10-14) Hear Music
აშშ[65] 15 ოქტომბერი, 2013 (2013-10-15) Concord Music Group
  1. „McCartney returns to 'boring' EMI“. The Belfast Telegraph. 13 September 2013. ციტირების თარიღი: 22 September 2013.
  2. New: Paul McCartney. Concord Music Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 22 September 2013.
  3. http://wogew.blogspot.com/2014/04/save-us-new-single-from-new.html
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Greenwald, დევიდ. (28 აგვისტო 2013) Paul McCartney's "New" Single Lands, Album Due in ოქტომბერი: Listen. Billboard. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო 2013.[მკვდარი ბმული]
  5. 5.0 5.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-12. ციტირების თარიღი: 2013-10-12.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 BBC News - Sir Paul McCartney reveals new single and album (29 აგვისტო 2013). ციტირების თარიღი: 29 აგვისტო 2013.
  7. Eccleston, Danny. (20 სექტემბერი 2013) Paul McCartney: Only WE Know What Happened In The Beatles. Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი 2013.
  8. 8.0 8.1 http://www.bbc.co.uk/news/entertainment-arts-24388317
  9. Ehrlich, Brenna. (30 აგვისტო 2013) Mark Ronson Almost Missed A Career-Changing Phone Call From Paul McCartney. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი 2013.
  10. http://www.usatoday.com/story/life/music/2013/10/03/paul-mccartney-twitter-interview/2915169/
  11. Critic Reviews for New. Metacritic. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  12. ერლეუაინი, სტივენ თომას. (13 ოქტომბერი 2013) Paul McCartney New. AllMusic.
  13. ჰარპერი, საიმონ. (10 ოქტომბერი 2013) Paul McCartney – New. Clash. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი 2013.
  14. ბრაუნი, ჰელენ. (10 ოქტომბერი 2013) Paul McCartney, New, review. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  15. ანდერსონი, კაილ. (10 ოქტომბერი 2013) New (2013), Paul McCartney. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  16. პეტრიდისი, ალექსის (10 ოქტომბერი 2013). „Paul McCartney – New“. The Guardian. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი 2013.
  17. ნიკოლსონი, ბარი. (14 ოქტომბერი 2013) Paul McCartney – 'New'. NME. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  18. რეიმერი, მაილზ. (16 ოქტომბერი 2013) Paul McCartney: New. Pitchfork. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  19. მეისიკ III, ჯ.ლ.. (15 ოქტომბერი 2013) Paul McCartney: New. PopMatters. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  20. ჰერმესი, უილ. (15 ოქტომბერი 2013) Paul McCartney, New. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2014.
  21. Cataldo, Jesse. (16 ოქტომბერი 2013) Paul McCartney New. Slant Magazine. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი 2014.
  22. BBC Radio 2 Playlist. BBC (18 სექტემბერი 2013). ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი 2013.
  23. Bennett, Ross. (29 აგვისტო 2013) Paul McCartney - "New". Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი 2013.
  24. Hermes, Will. (10 სექტემბერი 2013) Paul McCartney "New". Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი 2013.
  25. Lachno, James. (29 აგვისტო 2013) Paul McCartney posts 'New' single online. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი 2013.
  26. New (Deluxe Edition) by Paul McCartney. iTunes GB. Apple Inc.. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო 2013.
  27. Paul Reveals Tracklisting For NEW Album - Paul McCartney Official Website. paulmccartney.com (13 სექტემბერი 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-22. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2013.
  28. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-14. ციტირების თარიღი: 2013-09-26.
  29. http://www.superdeluxeedition.com/news/paul-mccartney-new-album-cover/
  30. "Paul McCartney – New". Australiancharts.com. Hung Medien.
  31. "Paul McCartney - New" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien.
  32. "Paul McCartney – New" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien.
  33. "Paul McCartney – New" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien.
  34. Paul McCartney - Chart History. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-08. ციტირების თარიღი: 17 მარტი 2014.
  35. "საუკეთესო უცხოური ალბომები]" (ხორვატულად). საუკეთესო უცხოური ალბომები. ხორვატიის დისკოგრაფიების ასოციაცია.
  36. "Paul McCartney – New". Danishcharts.com. Hung Medien.
  37. „Dutchcharts.nl – Paul McCartney – New“ (ჰოლანდიურად). Hung Medien.
  38. "Paul McCartney: New" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი.
  39. "Paul McCartney – New". Lescharts.com. Hung Medien.
  40. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control.
  41. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia.
  42. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA.
  43. "Paul McCartney – New". Italiancharts.com. Hung Medien.
  44. ოქტომბერი 2013/ "Oricon-ის 50 საუკეთესო ალბომი" (იაპონურად). Oricon.
  45. "Paul McCartney – New". Charts.org.nz. Hung Medien.
  46. "Paul McCartney – New". Norwegiancharts.com. Hung Medien.
  47. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები.
  48. ოქტომბერი 2013 "26 ოქტომბერი 2013 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
  49. "Paul McCartney – New". Spanishcharts.com. Hung Medien.
  50. "Paul McCartney – New". Swedishcharts.com. Hung Medien.
  51. "Paul McCartney – New". Swisscharts.com. Hung Medien.
  52. "Paul McCartney | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
  53. „Paul McCartney ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard.
  54. Jaaroverzichten 2013 ჰოლანდიურად. Ultratop. Hung Medien. ციტირების თარიღი: 25 მარტი 2014.
  55. Rapports annuels 2013 French. Ultratop. Hung Medien. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2014.
  56. Album Top-100 2013 Danish. Hitlisten.NU. IFPI Denmark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-04. ციტირების თარიღი: 8 მარტი 2014.
  57. 2013年のCDアルバム年間ランキング იაპონურად. Oricon (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი 2013.
  58. Year End Charts - Rock Albums 2013. Billboard. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2013.
  59. 2014 Year End Charts - Top Rock Albums. Billboard. ციტირების თარიღი: დეკემბერი 9, 2014.
  60. (2014) Oricon Style Vol.6 (17 თებერვალი 2014, No. 1724). Roppongi, Tokyo: Oricon Entertainment. 
  61. Polish album certifications – Paul McCartney – New პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
  62. Upcoming Releases. HITS Digital Ventures. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 5, 2016.
  63. New (Deluxe Edition). iTunes AU. Apple Inc.. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო 2013.
  64. New (Deluxe Edition). iTunes GB. Apple Inc.. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო 2013.
  65. New (Deluxe Edition). iTunes US. Apple Inc.. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო 2013.