სერგეი ნევსკი

(გადამისამართდა გვერდიდან Nevski)

სერგეი არსენის ძე ნევსკი (რუს. Сергей Арсеньевич Невский; დ. 2 ივლისი, 1908, სოფ. ტროიცკოე-ბოლშოე, ტვერის გუბერნია — გ. 2 ივლისი, 1938, ლენინგრადი) — რუსი საბჭოთა ბოტანიკოსი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1935). 1927–1929 წლებში სწავლობდა ტვერის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ლენინგრადის მთავარი ბოტანიკური ბაღის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1929 წელს მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ურალში წარმოებულ ექსპედიციაში, 1939 წელს — თურქმენეთში (კუგითანგთაუს ქედი) წარმოებულში. მოღვაწეობდა სისტემატიკისა და ფლორისტიკის დარგში — იკვლევდა უმაღლეს მცენარეთა (მარცვლოვანთა, ჯადვარისებრთა) სისტემატიკას, ფლორის გენეზისა და ისტორიას. მონაწილეობას იღებდა მრავალტომიანი გამოცემის „სსრკ-ის ფლორის“ შექმნაში. ავტორია 33 სამეცნიერო პუბლიკაციისა. აღწერა მცენარეთა 30-მდე გვარი და რამდენიმე ასეული სახეობა. გარდაიცვალა ტუბერკულოზით.[2]

სერგეი ნევსკი
დაბ. თარიღი 24 სექტემბერი, 1908(1908-09-24)
დაბ. ადგილი ტვერის გუბერნია
გარდ. თარიღი 2 ივლისი, 1938(1938-07-02) (29 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი კომაროვის ბოტანიკის ინსტიტუტი[1]
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი