კუგითანგთაუ (თურქმ. Köýtendag) — ქედი პამირ-ალაის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, უზბეკეთისა და თურქმენეთის ტერიტორიაზე. წარმოადგენს ბაისუნთაუს ქედის სამხრეთ გაგრძელებას. ქედი გადაჭიმულია ამუდარიის ხეობიდან მდინარე შერაბადის ხეობამდე დაახლოებით 100 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე — 3139 მ (მთა აირიბაბა). აგებულია დანალექი ქანებით, კერძოდ, კირქვებითა და თაბაშირიანი წყებებით. გავრცელებულია კარსტი. მთისწინეთში გვხვდება ეფემერული ნახევარუდაბნოს, ხოლო უფრო მაღლა ქსეროფიტულ ბუჩქნარებთან ერთად მთის სუბტროპიკული სტეპის ლანდშაფტები. კუგითანგთაუს ქედის უნიკალური ლანდშაფტების დასაცავად 1986 წელს შეიქმნა კუგითანგთაუს ნაკრძალი.

კუგითანგთაუ
კოორდინატები: 37°40′00″ ჩ. გ. 66°33′00″ ა. გ. / 37.66667° ჩ. გ. 66.55000° ა. გ. / 37.66667; 66.55000
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
უმაღლესი წერტილი აირიბაბა
სიმაღლე 3139 
სიგრძე 100 კმ
კუგითანგთაუ — უზბეკეთი
კუგითანგთაუ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება