აირიბაბა
აირიბაბა (თურქმ. Beýik Saparmyrat Türkmenbaşy belentligi; უზბეკ. Ayribobo сho‘qqisi) — კუგითანგთაუს ქედის უმაღლესი წერტილი, სიმაღლე ზღვის დონიდან 3139 მეტრია[1] (ზოგიერთი წყაროს მიხედვით - 3137 მ[2]). მწვერვალი მდებარეობს თურქმენეთის ლებაპის ველაიათში, ქოითენდაღის ეტრაპში.
აირიბაბა | |
---|---|
კოორდინატები: 37°50′00″ ჩ. გ. 66°34′00″ ა. გ. / 37.83333° ჩ. გ. 66.56667° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქმენეთი უზბეკეთი |
სიმაღლე | 3137 მ |
ქედი | კუგითანგთაუ |
მთა გამოირჩევა ციცაბო ფერდობებით. აღმოსავლეთი კალთა წარმოადგენს ფლატეს, რომელიც თითქმის მიუწვდომელია ადამიანისთვის, რის გამოც, თურქმენეთის და უზბეკეთის სახელმწიფო საზღვრის ეს მონაკვეთი არ არის დაცული.
მთის ფერდობი დაფარულია ღვიით. კლიმატი ზომიერია. ნოემბრიდან მაისამდე, მწვერვალი თოვლითაა დაფარული. წლიური ნალექი დაახლოებით 400 მმ-ია.
მთის ფერდობებზე მდებარეობს კუგითანგთაუს ნაკრძალი.
2004 წელს მწვერვალის თურქმენული სახელი აირიბაბა (Aýrybaba) შეიცვალა Beýik Saparmyrat Türkmenbaşy belentligi (თურქმენბაშის პიკი).[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Aaron Maizlish, Eberhard Jurgalski, Jonathan de Ferranti. (22.02.2006) 35 Peaks with Prominence of 1.500 meters or greater, Gora Ayribaba en. The Central Asian Republics. peaklist.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28.10.2012. ციტირების თარიღი: 31.08.2012.