უკადრისა
(გადამისამართდა გვერდიდან Impatiens)
უკადრისა (ლათ. Impatiens) — მცენარეთა გვარი უკადრისასებრთა ოჯახისა. ბალახებია. ღერო ხორცოვანი და ხშირად გამჭვირვალეა. მორიგეობით განლაგებული მარტივი ფოთლები აქვთ. მწიფე ნაყოფი შეხებისას ერთბაშად იხსნება საგდულებით (სახელიც ამიტომ შეერქვა), რომლებიც სწრაფად იგრიხება და თესლს გამოტყორცნის.
უკადრისა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბალზამური უკადრისა (Impatiens balsamina) თბილისში | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Impatiens L., 1753 | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
|
გვარში 400-მდე სახეობაა. გავრცელებულია უმეტესად ტროპიკულ აზიასა და აფრიკაში, მცირე ნაწილი — ევროპასა და ამერიკაში. საქართველოში ველურად გვხვდება მხოლოდ 1 — ჩვეულებრივი უკადრისა (ლათ. Impatiens noli-tangere); ყვითელი ყვავილები აქვს, ხარობს დაჩრდილულ ტყეში, ბუჩქნარებს შორის.
თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა. ყვავილი შეიცავს ყვითელ საღებავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 119.