ჩვეულებრივი უკადრისა[1] (ლათ. Impatiens noli-tangere) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე უკადრისასებრთა ოჯახისა. აქვს სწორად მდგომი, დატოტვილი, 40–100 სმ სიმაღლის, მუხლებში გამსხვილებული ღერო. ლეგა მწვანეა, კვერცხისებური ან ელიფსური, მსხვილბლაგვკბილა ფოთლები; ზედები თითქმის მჯდომარეა, ქვედევი — გრძელყუნწიანი. ყვავილები იღლიურია, დიდი ზომის, ყვითელი, ქვედა, განაპირა ნაკვთები გაფართოებულია, შუა კი — წაწვეტებული. ხახა მოწითალო ლაქებითაა დაფარული. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფმსხმოიარობს სექტემბერში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, მცირე და აღმოსავლეთ აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, დამახასიათებელია დაჩრდილული, ტენიანი ადგილებისათვის.[2]