Hybrid Theory — როკ-ჯგუფ ლინკინ პარკის სადებიუტო სტუდიური ალბომი, გამოცემული 2000 წლის 24 ოქტომბერს ლეიბლზე Warner Bros. Records. დისკს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად. 2009 წლისათვის აშშ-ში იგი გაყიდული იქნა 9.6 მილიონი ასლის ოდენობით. 2009 წლისათვის მსოფლიო მასშტაბით მისი 24 მილიონი ასლი გაიყიდა. იგი ითვლება ლინკინ პარკის ყველაზე გაყიდვად, 2000-იანი წლების რიგით მეორე ყველაზე გაყიდვად (The Beatles-ის 1-ს შემდეგ და ყველა დროის რიგით 26-ე ყველაზე გაყიდვად ალბომად.
ალბომი ჩაწერილი იქნა ლეიბლის NRG Recordings სტუდიაში, ჩრდ. ჰოლივუდში (კალიფორნია), დონ გილმორის პროდიუსერობით. მისი სიმღერების ტექსტები ეხება ვოკალისტ ჩესტერ ბენინგტონის მოზარდობის პერიოდს - ნარკოტიკებს, შინაურ ძალადობას და მშობლების გაყრას. Hybrid Theory აგრეთვე იყო ჯგუფის წინა სახელწოდება.
ალბომიდან გამოიცა ოთხი სინგლი: One Step Closer, Papercut, გრემის მფლობელი Crawling და In the End. ეს უკანასკნელი იყო ლინკინ პარკის მომავალი წარმატების მთავარი მიზეზი. გრემის დაჯილდოების 44ე ცერემონიაზე Hybrid Theory ნომინირებული იყო წლის როკ-ალბომის კატეგორიაში. ბილბორდის მიერ იგი შეყვანილი იქნა ათწლეულის 200 ალბომის სიაში, #11 პოზიციაზე.[7] 2002 წლის 11 მარტს ასევე გამოიცა ალბომის სპეციალური გამოცემა.
↑Melody Maker: 51. ნოემბერი 14, 2000. ციტატა: „4 stars out of 5 – "...An absolutely storming debut....packing more punch than Lennox Lewis armed with a rolled up copy of well...Punch....Award this album the red baseball cap of merit..."“ აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
↑NME: 35. 1 Januar 2001. ციტატა: „6 out of 10 – "...There is innovation here..."“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება); აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
↑International Federation of the Phonographic Industry – Sweden. (2001)Swedish Certification for 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-11. ციტირების თარიღი: ივლისი 13, 2009.