ჩესტერ ბენინგტონი

ჩესტერ ჩარლზ ბენინგტონი (Chester Charles Bennington, დ. 20 მარტი, 1976 — გ. 20 ივლისი, 2017) — ამერიკელი მომღერალი, ლინკინ პარკის წევრი.

ჩესტერ ბენინგტონი
დაბადების სახელი ჩესტერ ჩარლზ ბენინგტონი
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1976
ფინიქსი, არიზონა
გარდაცვალების თარიღი 20 ივლისი, 2017 (41 წლის)
კალიფორნია, აშშ[1]
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
აქტიური 1992–2017
მეუღლე(ები) სამანთა ოლიტი (იქ. 1996; გაეყ. 2005)
ტალინდა ბენტლი (იქ. 2006; თავის გარდაცვალებამდე 2017)
შვილ(ებ)ი 6
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები

დაიბადა ფინიქსში, არიზონას შტატში. ჩესტერის მამა იყო დეტექტივი არიზონის პოლიციაში, დედა - მედდა. 1987 წელს ჩესტერის მშობლები დაშორდნენ, დედამ თან წაიყვანა უმცროსი ძმა ბრაიანი, და ერთ-ერთი და, ხოლო ჩესტერს დაუტოვა მეორე და. ჩესტერი სწავლობდა ნახევარსაუკუნოვან და გრინუეის სკოლებში, შემდეგ კი ჩაირიცხა ვაშინგტონის უმაღლეს სკოლაში. მისივე თქმით, უმაღლეს სკოლაში სწავლისას იყო ჩხუბისთავი.

პირველი ინსტრუმენტი, რომელსაც შეეხო, იყო პიანინო. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა უამრავ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე, თუმცა თავის მოწოდებად ვოკალს თვლიდა. 1993 წელს შევიდა ჯგუფში Grey Daze და მასში 1998 წლამდე დარჩა. ჯგუფმა სამი ალბომი ჩაწერა - Demo (1993), Wake/ Me (1994) და ...no sun today (1997). Grey Daze ბენინგტონმა 1998 წელს დატოვა, მაგრამ სხვა ჯგუფი ვერ იპოვა.[2] მოგვიანებით ლინკინ პარკის წამყვანი ვოკალისტი გახდა.

ჯერ კიდევ Grey Daze-ში ყოფნის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე სამანთა, რომელთანაც 1996 წელს იქორწინა, 20 წლის ასაკში. მათ ეყოლათ შვილი, დრეივენ სებასტიანი. ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა და ისინი ცხრა წლის შემდეგ დაშორდნენ. ამის შემდეგ ბენინგტონი 2005 წლის 31 დეკემბერს დაქორწინდა თავის მეგობარ გოგონა ტალინდა ბენტლიზე. ერთად მათ ეყოლათ შვილები, ტაილერ ლი და ტყუპები, ლილი და ლილა.

ჩესტერ ბენინგტონმა 2017 წლის 20 ივლისს 41 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა [1][3][3].

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Grow, Cory. Chester Bennington, Linkin Park Singer, Dead at 41. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 20, 2017. ციტირების თარიღი: July 20, 2017.
  2. Rolling Stone Magazine, Linkin Park – Biography (March 14, 2002), The Linkin Park Times; retrieved on June 24, 2007.
  3. 3.0 3.1 „Linkin Park's Chester Bennington dies“. BBC News (ინგლისური). July 20, 2017. ციტირების თარიღი: July 20, 2017.