მანტეგაცის დიყი
მანტეგაცის დიყი[1] (ლათ. Heracleum mantegazzianum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 300 სმ-მდეა. აქვს ღრმაღარებიან-წიბოებიანია, გაბნეულად შებუსული ღერო. შიშველი ან ქვედა მხარეზე გაფანტულად შებუსული ფოთლები. სეგმენტები მოხაზულობით მოგრძოკვერცხისებრია, ღრმადა არის ფრთისებურად დაყოფილი სამკუთხა-ლანცეტა ნაკვთებად. ქოლგები ძალიან დიდი ზომისა და მრავალსხივიანია (50-ზე მეტი). საბურვლის ფოთოლაკები მრავალია, ხაზურსადგისისებრი. ყვავილები თეთრია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, სვანეთსა და სამეგრელოში. იზრდება მთის შუა და სუბალპურ სარტყლებში — ტყისპირა ადგილებში, ველობებზე, მდინარეთა სანაპიროზე და მაღალბალახეულობაში.[2]
მანტეგაცის დიყი | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||||
Heracleum mantegazzianum Sommier & Levier, 1895 | ||||||||||||||||
სინონიმები | ||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 200211 | ||||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 592.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 46.