Garage Remains the Same Tour
Garage Remains the Same Tour იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 1999 წელს გამართული საკონცერტო ტურნე. იგი ჩატარდა მათი ქავერ-ვერსიების ალბომის, Garage Inc., მხარდასაჭერად,[1] რომელიც გამოვიდა 1998 წლის 24 ნოემბერს. ტურნეს სახელწოდება ალბომის Garage Inc. და ლედ ზეპელინის სიმღერის The Song Remains the Same სათაურთა ჰიბრიდია. მეტალიკამ S&M-ის მსგავსი ორი საკონცერტო შოუ გამართა ორკესტრთა თანხლებით: ერთი 19 ნოემბერს გერმანიაში და მეორე 23 ნოემბერს აშშ-ში, ნიუ-იორკში. 2000 წელს ჯგუფმა ამავე სახელით გამოუშვა შეზღუდული რაოდენობის ალბომი ტურნეზე ჩაწერილი ექვსი სიმღერით, რომლებიც საჩუქრად გადასცა მათი ფანკლუბის საიტზე პლატინის სტატუსის მქონე რამდენიმე მომხმარებელს.[2]
Garage Remains the Same Tour | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული მეტალიკის მიერ | ||||
ჩატარების ადგილები | აზია, ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა | |||
დაკავშირებული ალბომი | Garage Inc. | |||
დაწყების თარიღი | 30 აპრილი, 1999 | |||
დასრულების თარიღი | 8 დეკემბერი, 1999 | |||
კონცერტების რაოდენობა | 53 | |||
მეტალიკის კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერების სია
რედაქტირება(აღებულია 1999 წლის 6 მაისის შოუდან)
- Breadfan (Budgie-ის ქავერი)
- Master of Puppets
- Of Wolf and Man
- The Thing That Should Not Be
- Fuel
- The Memory Remains
- Bleeding Me
- ბას-გიტარა/გიტარის ნაზავი
- The Four Horsemen
- For Whom the Bell Tolls
- King Nothing
- Wherever I May Roam
- One
- Fight Fire with Fire
- Nothing Else Matters
- Sad but True
- Creeping Death
- Die, Die My Darling (Misfits-ის ქავერი)
- Enter Sandman
- Battery
პერსონალი
რედაქტირება- ჯეიმზ ჰეტფილდი — წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა;
- კირკ ჰემეტი — წამყვანი გიტარა;
- ლარს ულრიხი — დასარტყმელი საკრავები;
- ჯეისონ ნიუსტედი — ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გარი შარფ-იანგი. მეტალიკის ბიოგრაფია. MusicMight.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-22. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
- ↑ The Garage remains the same. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-23. ციტირების თარიღი: 2011-07-11.