მცირე გრიზონი
(გადამისამართდა გვერდიდან Galictis cuja)
მცირე გრიზონი (ლათ. Galictis cuja) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 280–508 მმ, კუდისა 120–193 მმ, მასა 1–2,5 კგ. დრუნჩი, მუცელი და თათები შავი აქვს, სხეულის ზედა ნაწილი ყვითელ-რუხ ან ყავისფრად არის შეფერილი. შუბლსა და კისრის გვერდებზე გასდევს თეთრი ლაქა. გავრცელებულია არგენტინის, ბოლივიის, ბრაზილიის, ჩილის, პარაგვაისა და პერუს ტერიტორიაზე. გვხვდება ღია ჰაბიტატებში, უკიდურესად მშრალ გრან-ჩაკოში, ხშირ ბარდებში, წყალთან ახლოს, ფოთლოვან და მარადმწვანე ტყეებში, სავანებში და მთის რაიონებში 4200 მ-მდე. აგრეთვე ბინადრობს პამპასების სასოფლო-სამეურნეო რაიონებში. იკვებება მცირე ძუძუმწოვრებით, ფრინველებითა და მათი კვერცხებით, ხვლიკებით, ამფიბიებითა და ნაყოფებით.
მცირე გრიზონი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Galictis cuja (Molina, 1782) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 41639 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Ronald M. Nowak. Walker's carnivores of the world. — JHU Press, 2005. — С. 157. — ISBN 0801880327.