Disposable Heroes
„Disposable Heroes“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეხუთე სიმღერა მათი მესამე სტუდიური ალბომიდან Master of Puppets.
„Disposable Heroes“ | |
---|---|
სიმღერა — მეტალიკა | |
ალბომიდან Master of Puppets | |
გამოსვლის თარიღი | 3 მარტი, 1986 |
ჩაიწერა | 1 სექტემბერი–27 დეკემბერი, 1985, სტუდია Sweet Silence Studios, კოპენჰაგენი, დანია |
ჟანრი | თრეშ მეტალი |
ხანგრძლივობა | 8:14 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra, Vertigo, Music for Nations |
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კირკ ჰემეტი |
პროდიუსერი | მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი |
აუდიომაგალითი | |
ლირიკა და სიმღერის თემა
რედაქტირებასიმღერით Disposable Heroes მეტალიკამ გააგრძელა ყოველ ალბომში ომის თემაზე სიმღერის ქონის ტრადიცია. წინა ალბომებში ასეთი სიმღერები იყო No Remorse ალბომიდან Kill 'Em All და For Whom the Bell Tolls ალბომიდან Ride the Lightning. ეს ტრადიცია თავის გაგრძელებას შემდეგ ალბომშიც - ...And Justice for All იპოვის სიმღერაში One.
ტექსტი ასახავს ჯარისკაცის ფიქრებს, ქმედებებსა და ემოციებს საბრძოლო ფრონტზე და ნამღერია პირველ პირში, გარდა მისამღერისა, რომელიც ასახავს ჯარისკაცის ხელმძღვანელი ოფიცრების სიტყვებს და ნამღერია მეორე პირში. ჯარისკაცი მოკლედ აღწერს ომის არაადამიანურ პირობებს, მის გარშემო მყოფთა სიკვდილსა და უმწეობის გრძნობას, რომელიც მას ეუფლება საკუთარი ცხოვრების უაზრობის გაცნობიერებისას, ასევე იმ სიგიჟის საკითხებს, რომელშიც ამჟამად იმყოფება იგი. მისამღერისას გავიგონებთ დამამცირებელ და შეურაცმყოფელ სიტყვებს წარმოთქმულს სამხედრო ხელმძღაველისაგან, რომელიც აღიქმება როგორც „თოჯინების მბრძანებელი“ („puppet master“): „თქვენ გააკეთებთ იმას, რასაც მე გეტყვით / როცა მე ვიტყვი, „დაბრუნდით ფრონტზე!“ დასასრულისთვის ჯარისკაცი ნებდება, უემოციოდ დაემორჩილოს საკუთარ ბედს და სწრაფად მომავალ სიკვდილს.
კომპოზიცია
რედაქტირებასიმღერა შესამჩნევია თავისი უკიდურესად სწრაფი ტემპით და აგრესიული, ტყვიამფრქვევისებური რიფებით, ხოლო მისი სიგრძე რვა წუთზე მეტია, რაც ომის ხანგრძლივობის წარმოჩენას ემსახურება. სიმღერა იწყება აგრესიულად, გაფართოებული ინსტრუმენტული სექციით, სადაც ჯეიმზ ჰეტფილდი და კლიფ ბარტონი უნაცვლებენ ერთმანეთს რამდენიმე რთულ და სწრაფ რიფს, რასაც ერთვის კირკ ჰემეტის საკმაოდ ღირსეული აკორდები და ლარს ულრიხის შესაბამისი დაკვრა დრამებზე. ამ შესავლის შემდეგ ჰეტფილდი იწყებს სიმღერას აღნიშნული ტყვიამფრქვევისებური რიფების ფონზე.
მალე სიმღერა შედის შუა სექციაში, რომელიც შედარებით ნაკლებ სწრაფი, მაგრამ მაინც მძიმე რიფებით ხასიათდება. ეს მცირე შესვენება ველური ბრძოლისგან ჯარისკაცს საშუალებას აძლევს თვითდაკვირვებულად შეხედოს ყველაფერს და გაანალიზოს. იგი სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „რატომ ვკვდები?“ შემდეგ ჰემეტი იწყებს ხანგრძლივ სოლოს, ჯარისკაცის გრძნობებისა და ბრძოლის შესაფერისს, რომელსაც ცოტა ხანში ჰეტფილდიც უერთდება მეტი ჰარმონიულობისათვის. სოლოს შემდეგ ჯარისკაცი მიდის დასკვნამდე: „მე დავიბადე სიკვდილისთვის.“, მაგრამ უკვე გვიანია, სიმღერა შეუბრალებლად უბრუნდება კვლავ სწრაფ რიფებსა და ბრძოლის ველს. ბოლო ტაეპისა და ამ რიფების რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ სიმღერა თითქოს მთავრდება, მაგრამ მცირე პაუზის შემდეგ სწრაფი რიფი იკვრება საბოლოოდ, რაც ომის განმეორებადობის შესაძლებლობაზე უნდა მიუთითებდეს.
ჩაწერა
რედაქტირებასიმღერის Disposable Heroes პირველი დემო ჩაიწერა შუა 1985 წელს,[1], რამდენიმე თვით ადრე ალბომის გამოსვლამდე. ეს ადრეული ჩანაწერი დიდად არ განსხვავდება საბოლოო ვარიანტისგან, მხოლოდ ერთი წუთით უფრო გრძელია, კიდევ ერთი სწრაფი რიფის წარმოსაჩენად, რომელიც მოგვიანებით ამოღებული იქნა და აისახა სიმღერაში Damage, Inc..
საკონცერტო შესრულება
რედაქტირებასიმღერის ცოცხალი პრემიერა გაიმართა 1985 წლის 14 სექტემბერს სანქტ-გოარაუზენში, გერმანია, დაახლოებით ნახევა წლით ადრე ალბომის გამოსვლამდე.[2]. დღეისათვის იგი იკვრება იშვიათად, ისე ხშირად არა, როგორც მეტალიკის სხვა უფრო ცნობილი სიმღერები. გავრცელებული რწმენით, სიმღერა კლიფ ბარტონთან ერთად ცოცხლად მხოლოდ ორჯერ შესრულდა: 1985 წლის 14 სექტემბერსა და იმავე წლის 31 დეკემბერს. სიმღერა ორჯერ შესრულდა აკუსტიკურად: 2007 წლის 27 და 28 ოქტომბერს. ტექსტი უცვლელია, ხოლო მუსიკა - მნიშვნელოვნად შეცვლილი.[3] სიმღერის ერთ-ერთი უკანასკნელი საკონცერტო ვერსია შესულია 2009 წლის ივნისში ჩაწერილ საკონცერტო ალბომში Orgullo, Pasión, y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México.
ქავერ და ტრიბუტ ვერსიები
რედაქტირებასიმღერის ქავერ და ტრიბუტ ვერსიები შეასრულეს ქვემოთ ჩამოთვლილმა შემსრულებლებმა:
- შვედურმა ექსტრემალურ მეტალ ჯგუფმა Ceremonial Oath - ტრიბუტ ალბომისთვის Metal Militia: A Tribute to Metallica.[4]
- ამერიკულმა გრუვ მეტალ ჯგუფმა Chimaira - ტრიბუტ ალბომისთვის Master of Puppets: Remastered.
- ამერიკულმა პროგრესულ მეტალ ჯგუფმა Dream Theater - კონცერტების დროს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ metal-archives.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-26. ციტირების თარიღი: 2010-10-07.
- ↑ youtube.com
- ↑ metlists.com
- ↑ Various - Metal Militia. ციტირების თარიღი: 2010-08-23.