Cliff 'Em All
Cliff 'Em All — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის ვიდეო ჩანაწერების კომპილაციური ალბომი, რომელიც მათ ტრაგიკულად დაღუპულ ბასისტ კლიფ ბარტონს ეძღვნება.[2] სახელწოდება მიღებულია მათი პირველი ალბომისგან Kill 'Em All. ბარტონი დაიღუპა ავტოკატასტროფაში 1986 წლის 27 სექტემბერს Damage, Inc. ტურნეს დროს, 24 წლის ასაკში, ლიუნგბაის მახლობლად შვედეთში.[3][4] სახლში გადაღებული ვიდეო მოიცავს შესრულებას 1983 წლის 19 მარტს დეივ მასტეინთან ერთად, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე დეივს მძიმე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლიზმისათვის ჯგუფი არ დაატოვებინეს.
Cliff 'em All | ||||
---|---|---|---|---|
ვიდეო — | ||||
გამოცემის თარიღი | 28 ნოემბერი, 1987[1] | |||
ჟანრი | თრეშ მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 90:00 | |||
ენა | ინგლისური | |||
ლეიბლი | Elektra | |||
რეჟისორი | ჯეა პელერინი, დაგ ფრილი | |||
პროდიუსერი | კურტ მარვისი, ჯეფ რიხტერი | |||
მეტალიკის ვიდეო ალბომები — ქრონოლოგია | ||||
|
ვიდეო გვანახებს იმ სამწელიწადნახევარს, რომელიც კლიფმა მეტალიკაში გაატარა. ვიდეო ნაკრებში წარმოდგენილია ფანების საკონცერტო ჩანაწერები, ზოგიერთი პროფესიონალურად ჩაწერილი საფილმო და სატელევიზიო ვიდეოები, რომლებიც არასოდეს გამოყენებულა და ასევე კლიფის ზოგიერთი საუკეთესო სოლო, პირადი ფოტოები და საკონცერტო კონცერტები. ვიდეო მთავრდება Orion-ის მელოდიური შესავლით კლიფის ფოტოების ფონზე. ვიდეო კრებული ხელმისაწვდომია DVD-სა და VHS-ზე.
ამ ვიდეოთი ჯგუფი ცდილობს გვიჩვენოს კლიფის უნიკალური პიროვნება და სტილი. ფილმი, გარდა იმისა რომ აშკარად კლიფზეა ფოკუსირებული, აძლევს ფანებს საშუალებას თვალი შეავლონ მეტალიკის ნაკლებად დოკუმენტირებულ ადრეულ კარიერას. ეს კონტრასტი მკვეთრად არის ხაზგასმული მეტალიკის 2004 წლის ფილმში Some Kind of Monster.
სიმღერების სია
რედაქტირებადეტროიტი, 4 აპრილი, 1986 - ოზის მხარდასაჭერი შოუ
ლონგ აილენდი, 28 აპრილი, 1986 - ისევ მთვრალები ოზის ტურნეზე
სან-ფრანცისკო, 19 მარტი, 1983 - კლიფის მერე კონცერტი
გერმანია, 14 სექტემბერი, 1985 - ფესტივალ Metal Hammer-ის ჰედლაინერები Venom-თან, Nazareth-თან და ლუდთან ერთად!
- The Four Horsemen
- კლიფის სოლო
- Fade to Black
- Seek & Destroy
დანია, 6 ივლისი, 1986 - ფესტივალზე Roskilde ფილ კოლინზთან, ერიკ კლეპტონთან, ელვის კოსტელოსა და Big Country-სთან ერთად
ოკლენდი, 31 აგვისტო, 1985 - Day on the Green
- კლიფის სოლო
- For Whom the Bell Tolls
ჩიკაგო, 12 აგვისტო, 1983 - ტურნეზე Kill 'Em All for One მხარდამჭერ ჯგუფ Raven-თან ერთად
პერსონალი
რედაქტირება- კლიფ ბარტონი — ბას-გიტარა, შემცვლელი ვოკალი;
- ჯეიმზ ჰეტფილდი — წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა, ჰარმონიული და პირველი სოლო სიმღერაში Master of Puppets, ჰარმონიული სოლო კომპოზიციაში Orion;
- ლარს ულრიხი — დასარტყმელი საკრავები;
- კირკ ჰემეტი — წამყვანი გიტარა;
- დეივ მასტეინი — წამყვანი გიტარა სიმღერაში Whiplash.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ CLIFF 'EM ALL. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-03. ციტირების თარიღი: 2013-02-07.
- ↑ Metallica: Cliff 'Em All!. Imdb.com. ციტირების თარიღი: 2013-02-07.
- ↑ მეტალიკა, 16 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, 1986 წელი. დაარქივებული 2007-12-17 საიტზე Wayback Machine. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2013-02-07.
- ↑ 1986 წლის მოვლენები. დაარქივებული 2013-02-14 საიტზე Wayback Machine. Metallica.com. წაკითხვის თარიღი:2013-02-07