ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შარლოტ ემა ეიჩისონი, ასევე ცნობილი როგორც Charli XCX (ინგლ. Charlotte Emma Aitchison; დ. 1992 წლის 2 აგვისტო, კემბრიჯი, ინგლისი) — ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი. მან სიმღერების გამოქვეყნება 2008 წელს დაიწყო Myspace-ზე. ის დაიბადა კემბრიჯში და გაიზარდა სტარტ ჰილში, ესექსში. მან 2010 წელს დადო კონტრაქტი ლეიბლ Asylum Records-თან და გამოუშვა სინგლები და მიქსტეიპები 2011 და 2012 წლებში.

Charli XCX
ინგლ. Charlotte Emma Aitchison

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი შარლოტ ემა ეიჩისონი
დაბ. თარიღი 2 აგვისტო, 1992 (1992-08-02) (32 წლის)
დაბ. ადგილი კემბრიჯი
წარმოშობა კემბრიჯი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2008 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი charlixcx.com
Charli XCX ვიკისაწყობში

ადრეული წლები

რედაქტირება

შარლოტ ემა ეიჩისონი დაიბადა 1992 წლის 2 აგვისტოს კემბრიჯში, ინგლისი. მისი მამა, ჯონ ეიჩისონი, არის შოტლანდიელი მეწარმე და ყოფილი შოუ-ბუკერი, ხოლო დედა, შამირა, არის ყოფილი მედდა და ბორტგამცილებელი. ის დაიბადა და გაიზარდა უგანდაში.[1]

ჩარლი გაიზარდა სტარტ ჰილში, ესექსში.[2][3] ის სწავლობდა ბიშოპის სტორფორდის კოლეჯში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები არ იყვნენ მუსიკის მოყვარულები, ის ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა მუსიკით. ჩარლი ძირითადად უსმენდა პოპ-მუსიკის შემსრულებლებს, როგორებიც არიან Spice Girls და ბრიტნი სპირსი. მან დაიწყო სიმღერების წერა 14 წლის ასაკში. მისი პირველი სიმღერა იყო „Fish and Chips Shop".[4][5]

14 წლის ასაკში მუსიკოსმა დაიწყო მუშაობა თავის სადებიუტო სტუდიურ ალბომზე, 14.[6][7] 2008 წლის დასაწყისში მან დაიწყო სიმღერების გამოქვეყნება ალბომიდან მის ოფიციალურ Myspace გვერდზე. მუსიკოსმა მალევე მიიპყრო ერთი პრომოუტერის ყურადღება, რომელიც მართავდა უამრავ არალეგალურ კონცერტებსა და წვეულებებს აღმოსავლეთ ლონდონში.[8] პრომოუტერმა ჩარლი მის ერთ-ერთ კონცერტზე მიიწვია. სწორედ ამ დროს დაირქვა მუსიკოსმა Charli XCX.

2008 წლის ბოლოს მუსიკოსმა გამოუშვა ორი სინგლი „!Franchesckaar!" და „Emelline"/"Art Bitch".[9][10] 18 წლის ასაკში ჩარლი საცხოვრებლად გადავიდა ლონდონში, რათა ესწავლა სახვითი ხელოვნება UCL's Slade School of Fine Art-ში, მაგრამ მიატოვა სწავლა მეორე კურსზე.

კარიერის დასაწყისში, 2010 წელს, Charli XCX-მა ხელი მოაწერა ბრიტანულ ლეიბლ Asylum Records-თან. 2011 წლის მაისსა და ნოემბერში მან გამოუშვა სინგლები „Stay Away" და „Nuclear Seasons". კომპოზიციებმა მუსიკალური ვებსაიტის, Pitchfork-ის, ყურადღება მიიპყრეს. ტაბლოიდმა ორივე კომპოზიცია „საუკეთესო ახალი სიმღერების" სიაში შეიყვანა. ასევე ტაბლოიდმა კომპოზიციები 2011 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერებად დაასახელა.[11][12][13]

 
Charli XCX 2013 წელს

2012 წელს მუსიკოსმა კოლაბორაციული ნამუშევარი გამოუშვა დუეტ Icona Pop-თან ერთად, სახელწოდებით „I Love It". კომპოზიცია მალევე გახდა პოპულარული. ის მრავალი ქვეყნის ჩარტის ტოპ 10-ში მოხვდა.[14][15][16]

მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომი True Romance 2013 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. ამის მიუხედავად, ალბომმა ვერ დააკმაყოფილა ლეიბლის კომერციული მოლოდინები. 2014 წელს მან გამოუშვა რეპერ იგი აზალიასთან ერთად ჰიტი „Fancy".[17] კომპოზიცია გახდა 2014 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლი მსოფლიოში და იყო ნომინირებული გრემის ორ კატეგორიაში. იმავე წელს Charli XCX-მა გამოუშვა ახალი სინგლი „Boom Clap", რომელიც მალევე გახდა პოპულარული და მოხვდა Billboard Hot 100-ში. მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი, Sucker, გამოვიდა 2014 წლის ბოლოს. ალბომში შედის სინგლები „Break the Rules" და „Doing It".

2015 წელს მუსიკოსმა დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე. მესამე ალბომზე მუშაობისას მან გამოუშვა Vroom Vroom EP (2016) და მიქსტეიპები Number 1 Angel და Pop 2 (ორივე 2017).[18]

მუსიკოსის მესამე და მეოთხე სტუდიურმა ალბომებმა, Charli (2019) და How I'm Feeling Now (2020), ფართო მოწონება დაიმსახურეს.[19] ეს უკანასკნელი მუსიკოსმა შექმნა COVID-19-ის ლოკდაუნის დროს.

2021 წლის 2 სექტემბერს მუსიკოსმა გამოუშვა წამყვანი სინგლი, „Good Ones", მისი ახალი სტუდიური ალბომიდან. 4 ნოემბერს გამოვიდა მეორე სინგლი, „New Shapes", რომელშიც ასევე მღერიან Christine and the Queens და ქეროლაინ პოლაჩეკი.[20] მუსიკოსის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი, Crash, გამოვიდა 2022 წლის მარტში და გახდა მუსიკოსის ყველაზე წარმატებული ალბომი.[21]

გარდა მისი სოლო ნამუშევრისა, Charli XCX-ს აქვს დაწერილი სიმღერები სხვა შემსრულებლებისთვის, მათ შორისაა იგი აზალიას „Beg for It" (2014), სელენა გომესის „Same Old Love" (2015), ბლონდის „Tonight" (2017), შონ მენდესისა და კამილა კაბელიოს დუეტი „Señorita" (2019) და სიგალასა და რიტა ორას კოლაბორაციული ნამუშევარი „You For Me" (2022).

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Dove, Rachel (15 February 2015). „Charli XCX interview: 'I realised that I just wanted to be a fing boss'. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2017. ციტირების თარიღი: 11 April 2017.
  2. This Week's Fresh Music Top 20. 4Music. 15 April 2014.
  3. Tinkham, Chris. (12 September 2013) Charli XCX – This Is Me. ციტირების თარიღი: 18 November 2014
  4. Goldstein, Jessica. (6 October 2014) Charli XCX on Britney Spears: "Have You Heard her Albums? They're So Intelligent". ციტირების თარიღი: 9 November 2018
  5. Needham, Alex (27 July 2009). „Brit Pop Girls“. Interview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2013. ციტირების თარიღი: 18 April 2013.
  6. Charli XCX and Dan off Bastille are on Madeon's 'Adventure' album • Popjustice (19 January 2015). ციტირების თარიღი: 22 January 2019
  7. Subscribe. It's Charli, baby: A comprehensive guide to Charli XCX. ციტირების თარიღი: 20 February 2020
  8. Kissane, Ash. (2 October 2012) Interview with Charli XCX. ციტირების თარიღი: 12 October 2014
  9. Charli XCX – !Franchesckaar!. ციტირების თარიღი: 9 November 2018
  10. Charli XCX – Emelline / Art Bitch. ციტირების თარიღი: 9 November 2018
  11. Listen to "Stay Away" by Charli XCX. ციტირების თარიღი: 10 November 2018
  12. Listen to "Nuclear Seasons" by Charli XCX. ციტირების თარიღი: 10 November 2018
  13. Pitchfork – The Best Songs of 2011. Condé Nast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 12 October 2014
  14. Savage, Mark. (11 December 2013) Charli XCX: Pop, punk and synaesthesia. BBC News. ციტირების თარიღი: 28 December 2013
  15. Official Singles Chart Top 100. ციტირების თარიღი: 22 January 2019
  16. „Icona Pop Chart History“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 January 2019. ციტირების თარიღი: 22 January 2019.
  17. Peterson, Jacques. (29 September 2012) Listen To Iggy Azalea and Charli XCX's Cocky New Single, 'Fancy'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 13 April 2014
  18. Horowitz, Steven J. (16 March 2018). „Charli XCX Throws Star-Studded 'Pop 2' Celebration in Los Angeles“. Billboard. Los Angeles: Eldridge Industries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 May 2018. ციტირების თარიღი: 1 May 2018.
  19. Savage, Mark (26 April 2020). „Charli XCX on her lockdown album: 'Why didn't I do this before?'. BBC Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 April 2020. ციტირების თარიღი: 1 May 2020.
  20. Krol, Charlotte. (August 2, 2021) Charli XCX announces new single 'Good Ones' arriving next month. NME. ციტირების თარიღი: August 2, 2021
  21. Bloom, Madison; Monroe, Jazz. Charli XCX Announces Crash Album and Tour, Enlists Christine and the Queens and Caroline Polachek for New Song en-US. Condé Nast (4 November 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-04
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Charli_XCX“-დან