მთავარი მენიუს გახსნა

შონ პიტერ რაულ მენდესი (/ˈmɛndɛz/; დ. 8 აგვისტო, 1998) — კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.

შონ მენდესი
Shawn Mendes 01 (18121322609).jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი შონ პიტერ რაულ მენდესი
დაიბადა 8 აგვისტო, 1998 (1998-08-08) (20 წლის)
ტორონტო, ონტარიო
წარმოშობა პიკერინგი, ონტარიო
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • ფორტეპიანო
  • კლავიშებიანები
აქტიური 2013–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Island
საიტი shawnmendesofficial.com

სექციების სია

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა ტორონტოში, ონტარიოში 1998 წლის 8 აგვისტოს. მამამისი პორტუგალიელია, ხოლო დედამისი ინგლისელი. მას ასევე ჰყავს პატარა და.

მენდესმა გიტარაზე დაკვრა ისწავლა 13 წლის ასაკში იუთუბით. ერთ წელზე ნაკლებ ხანში მან დაიწყო ქოვერ ვიდეოების გამოქვეყნება პოპულარული სოციალური ვიდეო გაზიარების აპლიკაციით ვაინი 2013 წელს. რამდენიმე თვეში მან გაიჩინა უამრავი ფანი. 2014 წლის აგვისტოში ის იყო მესამე ყველაზე პოპულარულ მუსიკოსთა შორის ვაინზე. ენდრიუ გერტლერმა ის აღმოაჩინა 2013 წლის ნოემბერში. მენდესმა 2014 წლის მაისში ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება Island Records-თან, ხოლო პირველი სინგლი Life of the Party 26 ივნისს გამოუშვა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი, რომელიც აშშ-ს ბილბორდის ცხელ ასეულში ტოპ ოცდახუთეულში. მენდესმა მონაწილება მიიღო Magcon Tour-ში, სხვა პოპულარ ვაინერებთან ერთად. შონი ასევე მონაწილეობდა ოსტინ მაჰონისთან ერთად ტურნეში ქვეყნის მასშტაბით. ივლისშივე მან გამოუშვა სადებიუტო ლეიბლი EP. EP ბილბორდ 200-ზე მეხუთე ადგილზე გავიდა, პირველივე კვირაში გაიყიდა 48000 ეგზემპლარი.

შონმა მოიგო Teen Choice award 2014 წელს, როგორც მუსიკალურმა ვებ ვარსკვლავმა. 2014 წლის 5 სექტემბერს გამოიშვა Oh Cecilia (Breaking My Heart) მენდესის მონაწილეობით როგორც მეხუთე სინგლი, The Vamps-ის სადებიუტო ალბომიდან, Meet the Vamps. 6 ნოემბერს კი შონ მენდესმა გამოუშვა მეორე სინგლი Something Big.

2015 წლის 14 აპრილს გამოუშვა სრულმეტრაჟიანი ალბომი Handwritten, რომელიც ბილბოარდ 200-ის ჩარტზე პირველ ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 106000 ეგზემპლარი გაიყიდა, თუმცა მეორე კვირაში ალბომის გაყიდვებმა განიცადა 89%-იანი შემცირება. ალბომის მესამე სინგლმა stitches აშშ-ს ბილბორდის ცხელ ასეულში მეოთხე ადგილი აიღო. Stitches გახდა მენდესის პირველი სინგლი, რომელიც შტატების ტოპ ათეულში შევიდა. სიმღერამ პირველ ადგილს მიაღწია გაერთიანებულ სამეფოში. შონმა ჩაწერა სიმღერა სახელად Believe, დისნეის ფილმისთვის შთამომავლები. ასევე 2015 წელს მენდესი მონაწილეობდა 1989 წლის მსოფლიო ტურში ტეილორ სვიფტთან ერთად. 2015 წლის ბოლოს მან და კამილ კაბელომ გამოუშვეს ერთობლივი სინგლი I Know What You Did Last Summer. 21 იანვარს, 2016 წელს იგი სერიალ ასეულის მესამე სეზონის პრემიერაში მონაწილეობდა. მოგვიანებით მან გამოაცხადა მეორე მსოფლიო ტურნე, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, რომელიც მარტში დაიწყებოდა. 2014 და 2015 წლებში მენდესი შედიოდა ყველაზე გალენიანი მოზარდების ოცდახუთეულში.

2016 წლის ივნისში მენდესმა გამოაქვეყნა Treat You Better, წამყვანი სინგლი მეორე სტუდიური ალბომიდან Illuminate. სინგლი შევიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ ათეულში, ხოლო ალბომმა პირველი ადგილი აიღო ბილბორდ 200-ზე. 18 აგვისტოს შონმა გამოუშვა მეორე სინგლი, Mercy. დეკემბერში მენდესმა გამოუშვა საკონცერტო ალბომი Live at Madison Square Garden.

2014 წელს მენდესმა და DoSomething.org-მა წამოიწყეს კამპანია სახელად Notes from Shawn. შონი ასევე თანამშრომლობდა Pencils of Promise-თან.

ჯილდოებირედაქტირება

მენდესმა მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო და ნომინაცია. მათ შორის ორი MTV Europe Music Awards, სამი Much Music Video Awards და Allan Slaight Honour. 2015 წელს მან მიიღო Breakout Award at the SOCAN Awards ტორონტოში.

დისკოგრაფიარედაქტირება

ალბომები

ტურნეებირედაქტირება

წამყვანი შემსრულებელირედაქტირება

თანაწამყვანი შემსრულებელირედაქტირება

წარმდგენი შემსრულებელირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Shawn Mendes on Grown-Up New LP, John Mayer's Advice, Dream Acting Role. Rolling Stone (September 23, 2016). წაკითხვის თარიღი: October 29, 2016.
  2. Whoa, Shawn Mendes Is Going on an International Tour—And It Includes The Chance To Meet Him!. MTV (January 19, 2015).
  3. Shawn Mendes. Shawn Mendes – Official Website. shawnmendesofficial.com. წაკითხვის თარიღი: January 27, 2015.
  4. Austin Mahone Is Going on Tour With His Crush“, J-14 Magazine, April 4, 2014. 
  5. Vance Joy, Shawn Mendes tapped to support Taylor Swift on her "1989" tour“, Headline Planet, November 3, 2014.