ქეროლაინ პოლაჩეკი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქეროლაინ ელიზაბეტ პოლაჩეკი (ინგლ. Caroline Elizabeth Polachek; დ. 20 ივნისი, 1985, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, პროდიუსერი და სიმღერების ავტორი. კოლორადოს უნივერსიტეტში სწავლისას დააარსა ინდი-პოპ ჯგუფი „Chairlift“, რომელმაც მცირედი პოპულარობა მოიპოვა.

ქეროლაინ ელიზაბეტ პოლაჩეკი
ინგლ. Caroline Elizabeth Polachek

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც
  • Ramona Lisa
  • CEP
დაბ. თარიღი 20 ივნისი, 1985 (1985-06-20) (39 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
  • Alternative pop
  • art pop
  • indie pop
  • experimental pop
  • avant-pop
საქმიანობა მუსიკოსი, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2005 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • Columbia
  • Terrible
  • Pannonica
  • Perpetual Novice
  • The Orchard
  • Sony
საიტი carolinepolachek.com
ქეროლაინ პოლაჩეკი ვიკისაწყობში

2017 წელს დაიწყო სოლო კარიერა. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, Pang, 2019 წელს გამოვიდა და კრიტიკოსთა მოწონებაც დაიმსახურა. მალევე მუსიკოსის სინგლი „So Hot You're Hurting My Feelings" ვირუსულად გავრცელდა TikTok-ზე, რამაც მუსიკოსის პოპულარობა მეტად გაზარდა.

პოლაჩეკს დაწერილი აქვს სიმღერები შემდეგ მუსიკოსებთან ერთად: Blood Orange, Fischerspooner, Sbtrkt, Christine and the Queens, Charli XCX, Grimes, PC Music, ბიონსე და ტრევის სკოტი.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

პოლაჩეკი დაიბადა ნიუ-იორკში, 1985 წლის 20 ივნისს.[1] მამა, ჯეიმზ მონტელ პოლაჩეკი, ფინანსური ბაზრების ანალიტიკოსია, ხოლო დედა, ელიზაბეტ ალანი, მუსიკოსი.[2][3]

მუსიკოსის ოჯახი ექვსი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ტოკიოში, იაპონია. მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდნენ გრინვიჩში, კონექტიკუტი. პოლაჩეკმა უკვე მესამე კლასში დაიწყო სიმღერა. მუსიკოსის მშობლები 1994 წელს განქორწინდნენ.[3]

პოლაჩეკი უკრავდა სკოლის მუსიკალურ ჯგუფში, სადაც შექმნა თავისი პირველი სიმღერები.[4]

კოლორადოს უნივერსიტეტში სწავლის დროს პოლაჩეკმა მუსიკოს აარონ პფენინგთან ერთად დააარსა ჯგუფი Chairlift. სწავლის დასრულების შემდეგ ისინი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდნენ, სადაც პოლაჩეკი სწავლობდა ხელოვნებას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. ამ დროს მათ ჯგუფს შეუერთდა პატრიკ უიმბერლი. 2007 წელს ჯგუფმა გამოუშვა პირველი EP სახელწოდებით Daylight Savings, რასაც მოჰყვა მათი სადებიუტო სტუდიური ალბომი Does You Inspire You.

პოლაჩეკმა 2013 წელს დაიწყო სიმღერების შესრულება ახალი ფსევდონიმის, რამონა ლიზას, სახელით. ამ ფსევდონიმით 2014 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Arcadia.[5][6][7][8][9]

2014 წლის დასაწყისში პოლაჩეკმა შექმნა ინსტრუმენტული პარტიტურები დიზაინერებისთვის, პროენზა შულერისთვის და ტეს გიბერსონისთვის, მათი მოდის კვირეულისთვის.[10] აპრილში მან შეასრულა თავისი სიმღერები მხატვრების, ინდია მენუეზისა და ჰეიდენ დანჰემის, გამოფენაზე ბრუკლინის გალერეაში.[11] 2016 წლის 22 იანვარს პოლაჩეკმა თავის ჯგუფთან, Chairlift-თან ერთად გამოუშვა მესამე და საბოლოო სტუდიური ალბომი Moth. იმავე წლის დეკემბერში ჯგუფმა გამოაცხადა მათი დაშლის შესახებ. მათ კარიერის საბოლოო ტურნე ჩაატარეს 2017 წლის გაზაფხულზე.[12] 2017 წლის იანვარში პოლაჩეკმა გამოუშვა თავისი მეორე სოლო სტუდიური ალბომი, Drawing the Target Around the Arrow, მისი ინიციალებით, CEP.[13]

2017 წელს მან Charli XCX-თან ერთად გამოუშვა ორი კოლაბორაციული ნამუშევარი „Tears" და „Delicious".[14]

2019 წლის ივნისში პოლაჩეკმა გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Door“. სინგლის პრესრელიზში გამოაცხადა, რომ სინგლი ახალი პროექტის ნაწილი იყო, რომელიც ძირითადად PC Music-ის წევრთან, დენი ჰარლთან თანამშრომლობით შეიქმნა.[15]

მოგვიანებით, ივლისში, გამოუშვა ორი სინგლი, სახელწოდებით „Ocean of Tears" და „Parachute". მუსიკოსის ახალი სტუდიური ალბომი Pang გამოვიდა 18 ოქტომბერს.[16] ალბომმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და მრავალი კრიტიკოსის წლის ბოლო სიაში მოხვდა. მისი რემიქს ალბომი სახელწოდებით Standing at the Gate: Remix Collection გამოვიდა ფირფიტაზე 2021 წლის 16 აპრილს.[17]

2021 წლის 14 ივლისს პოლაჩეკმა გამოუშვა სინგლი „Bunny Is a Rider" და ჟურნალ Crack-ს განუცხადა, რომ ეს სიმღერა მომავალი პროექტის ნაწილი იყო.[18] დეკემბერში Pitchfork-მა „Bunny Is a Rider" 2021 წლის საუკეთესო სიმღერად დაასახელა.[19] 2022 წლის 9 თებერვალს პოლაჩეკმა გამოუშვა სინგლი „Billions".[20] ივნისში პოლაჩეკმა დაადასტურა, რომ მუშაობდა თავის მეოთხე სტუდიური ალბომზე და გამოაქვეყნა სურათი სტუდიიდან, სადაც იმყოფებოდა პროდიუსერ დენი ჰარლთან ერთად.

მუსიკოსმა ჩაწერა „Bang Bang (My Baby Shot Me Down)"-ის ქავერ ვერსია Minions: The Rise of Gru-ის საუნდტრეკის ალბომისთვის, რომელიც გამოვიდა 2022 წლის 1 ივლისს.[21] 2022 წლის 5 დეკემბერს პოლაჩეკმა გამოუშვა სინგლი „Welcome to My Island". მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი, Desire, I Want to Turn Into You, გამოვიდა 2023 წლის 14 თებერვალს.[22] ალბომმა დიდი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებისგან.

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Connor, Jackson. (January 20, 2016) How Chinatown at Dawn and Beyonce Inspired Chairlift's New Album, 'Moth'. ციტირების თარიღი: 2019-11-19
  2. Tolentino, Jia (2021-09-09). „After a Year Without Crowds, Caroline Polachek Takes the Stage“. The New Yorker (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-09-16.
  3. 3.0 3.1 Waldron, Arthur. (2020-10-02) Remembering James M. Polachek en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-19. ციტირების თარიღი: 2021-09-16
  4. Ace Hotel en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-18. ციტირების თარიღი: 2019-11-19
  5. Chairlift's Caroline Polachek is Ramona Lisa (February 18, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 14, 2014. ციტირების თარიღი: March 14, 2014
  6. Jonze, Tim. (April 10, 2014) Ramona Lisa: Arcadia review – beguiling side-project from Chairlift singer. The Guardian. ციტირების თარიღი: June 9, 2014
  7. Dyer, Deidre. (April 22, 2014) Gen F: Ramona Lisa. The Fader. ციტირების თარიღი: June 9, 2014
  8. Minsker, Evan. (February 18, 2014) Chairlift's Caroline Polachek Announces Solo LP Arcadia as Ramona Lisa, Shares "Arcadia" Video. ციტირების თარიღი: March 13, 2014
  9. Brelhan, Tom. (February 18, 2014) Ramona Lisa (Caroline Polachek) – "Arcadia Video". ციტირების თარიღი: March 13, 2014
  10. Widman, Jon. (March 12, 2014) Tess Giberson - Spring 2014. Sweden Unltd.
  11. Press release from the Signal Gallery (NY) on the India Menuez and Hayden Dunham show, (accessed December 10, 2014).
  12. Yoo, Noah. (December 16, 2016) Chairlift Break Up. ციტირების თარიღი: February 4, 2020
  13. Monroe, Jazz; Pearce, Sheldon. Chairlift's Caroline Polachek Shares New Solo Album: Listen (January 19, 2017). ციტირების თარიღი: 2017-12-08
  14. Pop 2 – Charli XCX. ციტირების თარიღი: 1 April 2018
  15. Hess, Liam. (June 19, 2019) Step Into the Surreal New World of Caroline Polachek's First Solo Track en. ციტირების თარიღი: 2019-08-06
  16. Geffen, Sasha (October 18, 2019). „A Pop Cyborg With A Human Heart“. NPR (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2019-11-08.
  17. Bloom, Madison. (December 17, 2020) Caroline Polachek Covers the Corrs' "Breathless": Listen. Pitchfork. ციტირების თარიღი: December 17, 2020
  18. Kent-Smith, Jasmine. (July 15, 2021) Caroline Polachek on Bunny is a Rider and collaborating with Danny L Harle. Crack Magazine. ციტირების თარიღი: July 16, 2021
  19. The 100 Best Songs of 2021 (December 6, 2021).
  20. Richards, Will. (February 9, 2022) Caroline Polachek returns with atmospheric new single 'Billions'. ციტირების თარიღი: February 10, 2022
  21. Caroline Polachek Covers Nancy Sinatra's "Bang Bang" For 'Minions: The Rise of Gru' - en-US (2022-07-01). ციტირების თარიღი: 2022-07-11
  22. Spanos, Brittany (December 5, 2022). „How Caroline Polachek's New Album Became a Globe-Trotting, Rave-Going 'Whirlwind'. Rolling Stone. ციტირების თარიღი: December 6, 2022.