კლდის ნიუკა

(გადამისამართდა გვერდიდან Arum rupicola)

კლდის ნიუკა (ლათ. Arum rupicola) — მრავალწლოვანი ტუბერიანი ბალახოვანი მცენარე ნიუკასებრთა ოჯახისა. აქვს მოგრძოშუბისებური ფოთლები, ფოთლის ყუნწზე გრძელი საყვავილე ღერო. ლანცეტისებური საბურველი, გარედან — იისფერი, მეწამული ან მოთეთრო-მოყვითალო. ყვითელი ნაყოფი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივნისში. გავრცელებულია თითქმის მთელ კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილსა და აჭარაში გვხვდება. იზრდება ბუჩქნარებში, ტენიან და ქვიან ადგილებში.[1]

კლდის ნიუკა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  წყლისმრავალძარღვასნაირნი
ოჯახი:  ნიუკასებრნი
გვარი:  ნიუკა
სახეობა:  კლდის ნიუკა
ლათინური სახელი
Arum rupicola Boiss.,1854
სინონიმები
  • Arum hygrophilum var. rupicola (Boiss.) Boiss., 1882
  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 54.