ნიუკასებრნი (ლათ. Araceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. აერთიანებს ფესურიან ან გორგლიან მრავალწლოვან ბალახებს, მცოცავ ბუჩქებს ან ბუჩქბალახებს, ზოგჯერ — ხისებრ ფორმებს და ეპიტებს. აქვთ ტარო ყვავილედი, ტაროს ძირში კი — მკვეტღად შეფერილი ერთი დიდი მფარავი ფოთოლისაბურველი.

ნიუკასებრნი
Xanthosoma roseum
Xanthosoma roseum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  წყლისმრავალძარღვასნაირნი
ოჯახი:  ნიუკასებრნი
ლათინური სახელი
Araceae Juss. (1789) nom. cons.

ოჯახში თავმოყრილია 110-მდე გვარის 2000 სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ტროპიკებში და ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ქვეყნებში.

საქართველოში ამ ოჯახის 2 გვარის 4 სახეობაა. ნიუკასებრთა შორის ბევრია საჭმელი კულტურა (ტარო, ალოკასია, ქსანთოსომა) და ოთახის და ორანჟერეის მცენარე (მონსტერა, ფილოდენდრონი და სხვა).

ლიტერატურა

რედაქტირება