მშრალცხვირა ბატი
მშრალცხვირა ბატი[1], მშრალნისკარტა[2] ან ჩინური ბატი[3] (ლათ. Anser cygnoides) — ფრინველი ბატისნაირთა რიგისა; ზოგჯერ გამოჰყოფენ ცალკეულ გვარში Cygnopsis.
მშრალცხვირა ბატი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Anser cygnoides (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 22679869 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ბუდობის ადგილები გამოზამთრების ადგილები | |||||||||||||||
|
მამლის სხეულის სიგრძეა 91–94 სმ, დედლისა — 80 სმ, მასა შესაბამისად 3,5–3,7 და 2,8–3 კგ. შეფერილობაში ჭარბობს მორუხო-მურა ტონები, შედარებით ღია ფერისაა მკერდი, ხოლო გვერდები — მუქი; თავის ზედა მხარე და ყელი აგრეთვე მუქია. ნისკარტი საკმაოდ გრძელია, ფერად შავი, ზედა ნისკარტის ძირი გაბერილია, რომელიც თეთრი ბუმბულის ზოლითაა შემოვლებული; ფეხები ნარინჯისფერია. ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, ჩრდილო-დასავლეთ სახალინის, ჩრდილოეთ მონღოლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის მდინარეთა ხეობებში, ტბებისა და ჭაობების ნაპირებზე. მთებში ბუდობს ზღვის დონიდან 2400 მეტრამდე. იზამთრებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში.
იკვებება ხმელეთისა და წყლის მცენარეთა მწვანე ნაწილებით, მათი ნაყოფებითა და თესლებით. მონოგამური ფრინველია. ბუდობენ წყვილებად ან შეთხელებულ კოლონიებად. დედალი დებს 5–6 კვერცხს და კრუხობს დაახლოებით 28 დღე. ჭუჭულებზე ორივე მშობელი ზრუნავს; 45–50 დღეში ფრენას იწყებენ. მშრალცხვირა ბატი შინაური ბატის ჩინური ჯიშის წინაპრად ითვლება. მისი რაოდენობა შემცირებულია, შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Лоскот В. М. СУХОНОС // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 471.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ანთაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 228.
- ↑ ქსე, 1977, გვ. 227
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 81, 103, 196.