თეთრშუბლა ბატი

(გადამისამართდა გვერდიდან Anser albifrons)

თეთრშუბლა ბატი (ლათ. Anser albifrons) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა.

თეთრშუბლა ბატი


მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბატისნაირნი
ოჯახი:  იხვისებრნი
ტრიბა:  Anserini
გვარი:  ბატები
სახეობა:  თეთრშუბლა ბატი
ლათინური სახელი
Anser albifrons Scopoli, 1769
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22679881

თეთრშუბლა ბატი გარეგნობით ახლოს დგას რუხ ბატთან, მაგრამ მასთან შედარებით მცირე ზომისაა. მისი სხეული რუხი ფერისაა, მუცელი — თეთრი, შავი ლაქებით, ხოლო ფრთების ბუმბულები რუხი და თეთრი, ნისკარტი — ვარდისფერი. ნისკარტის ძირში აქვს ღია ფერის ლაქა, შუბლზე — თეთრი, რის გამოც მიიღო სახელწოდება. მასა მერყეობს 2-დან 3,2 კგ-მდე.

გავრცელება

რედაქტირება

თეთრშუბლა ბატი გავრცელებულია ევრაზიის, გრენლანდიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტუნდრაში. ევროპის მკვიდრი ბატები იზამთრებენ ხმელთაშუა, შავ და კასპიის ზღვებზე. მიფრინავენ აგრეთვე ცენტრალური აზიის, ინდოეთის, ჩინეთის, კორეის და იაპონიის მიმართულებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бейчек В., Штясны К. Птицы. Иллюстрированная энциклопедия. — М.: Лабиринт-пресс.
  • Ганзак Я. Иллюстрированная энциклопедия птиц. — Прага: Артия 1974.
  • Жизнь животных. Т.6 Птицы. — М.: Просвещение, 1986.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება