Saproamanita vittadinii
Saproamanita vittadinii (ადრე Amanita vittadinii) — საპროამანიტას გვარის სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა,[1] რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აგრეთვე დაფიქსირებულია აზია, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
Saproamanita vittadinii | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Saproamanita vittadinii (Moretti) Redhead, Vizzini, Drehmel & Contu (2016) | |||||||||||||
|
ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ თვლის, ხოლო მეორე — შხამიანად. იზრდება ერთეულებად ან ჯგუფებად ბალახიან ადგილებში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა იტალიელმა მიკოლოგმა ჯუზეპე მორეტიმ 1826 წელს როგორც Agaricus vittadinii.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიენიჭა 2016 წელს.[3]
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus vittadinii Moretti, 1826 basionym
- Armillaria vittadinii (Moretti) Locq., 1952
- Aspidella vittadinii (Moretti) E.-J. Gilbert, 1941
- Lepidella vittadinii (Moretti) E.-J. Gilbert, 1925[4]
- Lepiota vittadinii (Moretti) Quél., 1873
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 7-17 სმ, ხორცოვანი, ნახევრადმრგვალი, მოგვიანებით ფართოზარისებრი ან გაშლილი. კიდეები თხელი, გლუვი ან არათანაბარი. ასაკთან ერთად, ამობურცულზოლიანი. კანი მოთეთრო, მომურო ან მომწვანო ელფერით, დაფარულია მსხვილი მომრგვალო მეჭეჭებით, კიდეებთან ქერცლებით.
რბილობი — თეთრი, გაჭრისას ოდნავ ყვითლდება, სუსტად გამოხატული სასიამოვნო სუნითა და გემოთი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავისუფალი, ფართე, ხშირი, თავიდან თეთრი, შემდეგ მონაცრისფრო-კრემისფერი ელფერით.
ფეხის სიგრძე — 8-16×1,5-2,5 სმ, ზემოთ ოდნავ შევიწროებული. ზედაპირი თეთრი, დაფარულია თეთრი წაწვეტებული ქერცლებით.
საბურველის ნარჩენები: ვოლვა სწრაფად ქრება, შეიმჩნევა მხოლოდ ახალგაზრდა ეგზემპლარებში. საყელო ფართე, მეჭეჭებიანი, ორმაგი, აპკისებური კიდეებით.
სპორების ფხვნილი — მოთეთრო. სპორები — 9-15×6,5-11 მკმ, არასწორი ელფსისებური, გლუვი, ამილოიდური. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი, გურზისებრი, 45-60×11-14 მკმ. ფირფიტების ტრამა ბილატერალური. ჰიფების დიამეტრი — 4-18 მკმ.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებაიშვიათი სოკოა.[5] იზრდება ყამირიან ველებზე, შერეულ ტყეებში და სხვადასხვა ნარგავებში.
გვალვების დროს ძლიერი ამტანია, ხოლო წვიმების შემდეგ განაგრძობს განვითარებას.
მისი გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თბილი კლიმატი: ბრიტანეთის კუნძულებიდან იტალიამდე, აღმოსავლეთით უკრაინამდე. აგრეთვე დაფიქსირებულია სამხრეთ კავკასიაში, აზიაში (ისრაელი, შუა აზია, შორეული აღმოსავლეთი), ჩრდილოეთ ამერიკაში (მექსიკა), სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა) და აფრიკაში (ალჟირი).[6]
სეზონი — აპრილიდან ოქტომბრამდე.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Вассер С. П., Флора грибов Украины. Аманитальные грибы / отв. ред. К. А. Каламээс, К.: „Наукова думка“, 1992. — გვ. 140—142, ISBN 5-12-003226-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ . med., ed Arti Dec. 2 9:66 ^ P.A. Saccardo (1887) , In: Syll. fung. (Abellini) 5:41 ^ [a b] Bisby F.A., Roskov Y.R., Orrell T.M., Nicolson D., Paglinawan L.E., Bailly N., Kirk P.M., Bourgoin T., Baillargeon G., Ouvrard D. (red.) (19 juni 2011). ”Species 2000 & ITIS Catalogue of Life: 2011 Annual Checklist.”. Species 2000: Reading, UK.
- ↑ Moretti (1826) , In: Giornale di Fisica, Chimica, Storia nat. med., ed Arti Dec. 2 9:66 ^ P.A. Saccardo (1887) , In: Syll. fung. (Abellini) 5:41
- ↑ Redhead, Vizzini, Drehmel & Contu (2016) , In: IMA Fungus 7(1):124.
- ↑ .-J. Gilbert (1925) , In: Bull. trimest. Soc. mycol. Fr. 41:304
- ↑ Мухомор Виттадини. Wikigrib.ru. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2022.
- ↑ Dr. Rodham E. Tulloss,. Amanita vittadinii. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-08. ციტირების თარიღი: 2009-09-30.